ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2026


ხიზირ დერბიჩევს

წყალს გაეჯიბრა ხიზირი,
რომ მისი სიღრმე ენახა.
შენ კაცად უკვე მოხვედი,
მეორედ მოხვალ ვენახად.

დროს გაეჯიბრა ხიზირი,
რომ უდროობა ენახა.
ღმერთმა დალოცოს ხის ძირი,
რომლის ნაყოფიც შენა ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები