ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2026


და ეშმაკსაც გაეღიმა


ერთხელ სიკვდილმა ვერაგმა,
დროზე დამიწყო კამათი,
მხარზე უღელი შემაბა,
და დამეწვია ჭამაში,
მაშინ ვერ მივხდი განზრახვას,
ხმაში ჩამებნა ჭაღარა,
ერთი ვიფიქრე ამ მარხვას,
ან მომკლავს ეს თქო ან არა,
მაგრამ ვაი რომ არ მომკლა,
ავად დამტოვა სახელად,
იმედი ჩემში მან მოკლა,
თავი აზრებად ახელა,
მერე მოვიდა მალვით და,
ხმაში მაწვეთა სიბერე,
მეტი რა უნდა არვიც და,
მეც ჟამი შემოვიბერე,
სიკვდილმა მითხრა მახარა,
ნუ ხარ ერთგული თვალების,
თვალები არის მასხარა,
და თავი-ბოლო წვალების,
სულის სარკეში მაფურთხა,
როგორც გარეწარს შვენოდა,
მერე მონადაც მაკურთხა,
და მე არავინ მშველოდა,
ასე სიკვდილმა დამჩაგრა,
მაგრამ მივუგე ჩემი და,
ვუთხარი სადმე აგხანჯლავ,
თუ კი არავინ მშველის და,
მაგრამ სიკვდილი გაიქცა,
გზაზე მიყარა ეკალი,
ღვინოც უგულოდ დაიქცა,
რაც არის მეთქი ეს არის,
მერე დავბრუნდი კერაში,
სადაც მელოდა სიცოცხლე,
სიცოცხლემ მითხრა ხვევნაში,
ჩემი გულისთვის იცოცხლე,
შემრცხვა და თავი დავხარე,
არა მიღირდა ტირილად?
წეღან საფლავი გავთხარე,
ახლა სიცოცხლე მივიდა,
ჩემი გული და სამარე,
ერთად დაიხსნა უებრად,
მერე კარები გავაღე,
და შემეფეთა უეცრად,
სიცოცხლებ მითხრა სახელი,
ჩემი მზისა და მთვარისა,
და წლების წინას სათქმელი,
მე რომ ვჩემობდი ბრალისა,
ახლა მისმინე ჭაბუკო,
ჩემო მხსნელო და იმედო,
ეს მითხრა ისევ სიკვდილად;
გადავიქეცი იმ დღესო,
შენთან როდისმე სიკვდილი,
სიცოცხლის წინ რომ მოსულა,
არასდროს ჭამო ეგ ხილი,
ტყუილი გითხარ მგოსნურად,
მე სიცოცხლე ვარ იცოდე,
სიკვდილს წინ ვუსწრებ მალულად,
და თუ სიკვდილის შეცოდე,
არ ვტოვებ მე დამალულად,
რადგან სიცოცხლის ვედრება,
ვაჟკაცის არა ხიბლია,
თუ სევდა შემობერდება,
და გაფრინდება ნიბლია,
მერე სიკვდილსაც ახარე,
სიცოხლე მყავდა გვერდითო,
არ მოგაკლდება სამხარე,
და არც მართლება ბედისთქო,
დათუ მოგიგო ; კარგი ხარ,
აღაც გცრის , აღარც გაციებს,
ჩემთვის სიცოცხლის მადლი ხარ,
შიში ჩვენ ერთად გვაცინებს,
არ შედრკე მისი ტყუილი,
არა ღირს რამე ფიქრებად,
ქარის უგვარო ზუილით,
გეტყვის ჯადოსნურ ზვირთებად,
მოგთაფლავს ისე როგორღაც,
რომ დაგაჩნიოს კვალია,
მაგრამ სიკვდილის სამიზნე,
სულის სარკეა,თვალია,
სანამ უმზერ და ამაყობ,
იმით რაც შემოგრჩენია,
სიკვდილ სიცოცხლის რამ გაყო,
ორივე იცი შენია,
ვერაგმა ზრახვამ ეშმაკიც,
გააგიჟა და აცოფა,
ნუ გეშინია სიკვდილის,
მშვენებად გქონდეს კაცობა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები