ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი ოთახი
ჟანრი: თარგმანი
28 ივნისი, 2026


პაბლო ნერუდა - სიყვარულის ასი სონეტი: XVII

მე შენ ისე კი არ მიყვარხარ,
თითქოს ქვის ვარდი, ტოპაზი იყო,
ან მიხაკების ისრებივით მოციმციმე ალი,
მიყვარხარ, როგორც რაღაც შავბნელი,
რომელიც უყვართ ფარულად,
საიდუმლოდ მათ ლანდსა და სულს შორის.
მიყვარხარ, როგორც მცენარე, რომელიც არ ყვავილობს,
მაგრამ გასაფურჩქნ ყვავილთა სხივი ცოცხლობს მასში;
და მადლობა შენს სიყვარულს,
რომლის წყალობით დედამიწიდან ამოსული მძაფრი სურნელი
საიდუმლოდ ცოცხლობს ჩემს სხეულში.
მე შენ მიყვარხარ და არც კი ვიცი როგორ,
ან როდის,
ან საიდან,
მე შენ უბრალოდ მიყვარხარ,
სირთულეებისა და ამპარტავნების გარეშე:
მე, აი, ასე მიყვარხარ,
რადგან მეტი არ ვიცი როგორ მიყვარდე,
სიყვარულის გარდა ამ ფორმის,
სადაც აღარ ვართ ცალკე არც მე და აღარც შენ,
მე გგრძნობ იმდენად ახლოს, რომ
შენი ხელი, ჩემს მკერდზე მწოლი, ჩემი ხელია,
შენი თვალები იხუჭება ჩემი სიზმრებით, როცა მე მძინავს,
მე გგრძნობ ამდენად ახლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები