ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტნე ჩოხელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2026


უბრალოდ

უბრალოდ სადღაც მზესთან ახლოს გაქცეულ თვალებს,
სულ აღარ ახსოვთ, რომ სხივია მათში გავლილი.
ჰორიზონტს იქით გავუყვებით გაჩენილ კითხვებს,
და არ მგონია, რომ კითხვები იყოს დათვლილი.

უბრალოდ თვალით შეუცნობელ სამყაროს ვზომავთ,
და მაინც გვიჭირს ჩვენი სულის ვნახოთ გზა-კვალი.
დაღლილ გონებას ასჯერ თქმული სიტყვებით ვმოძღვრავთ,
და აღარ გვრჩება არც ხალისი, არც დრო მავალი.

თუ ვაღიარებ დამარცხებას საკუთარ თავთან,
იქნებ რამდენი გამარჯვება გახდეს ხილული.
უბრალოდ მხოლოდ სიბნელეში თუ ვეტყვით ჩვენს თავს,
იქნებ რამდენი სინათლეა სრულად ფარული.

უბრალოდ როცა ახლოს ვხვდებით საკუთარ ჩრდილებს,
მაშინღა ვხვდებით, რა შორს არის გადაკარგული.
ვინიცის რამდენ პასუხს ვეძებთ შორეულ გზებზე,
და პასუხები თავადვე გვაქვს ბრმად შენახული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები