ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტნე ჩოხელი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2026


ისევ ღამეა

ისევ ღამეა, ისევ ღამე და,
ვფიქრობ, რამდენ ხანს აღარ გათენდა,
ან ვარსკვლავებსაც სულ დაავიწყდათ
ჩემი ფანჯრისკენ ერთხელ გახედვა.

ისევ ღამეა, დადის ქარი და
ძველ მოგონებებს გაშლის კარებთან,
მე კი ვაგროვებ წარსულ წლებიდან
ქარში დაკარგულ კადრებს თავიდან.

ისევ ღამეა, ისევ ღამე და,
გული დაღალულ ფიქრს არ დანებდა,
როგორც მლოცველი დავიწყებული
დამდგარი ძველი ტაძრის ნანგრევთან.

ისევ ღამეა და ღამის მერე
კვლავ დაიბადებს დილა ნათებას,
როგორც სიკვდილი ატარებს ჩუმად
ახალ სიცოცხლის პირველ ნაპერწკალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები