ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
8 ივლისი, 2026


ძველთაძველი ზღაპარი თავი მესამე


                                        თავი მესამე



        ამ დროს, ჩიტი-არწივი მიწაზე დაეშვა და უეცრად მკაცრი შესახედაობის მამაკაცად გადაიქცა, რომელსაც მეფის სამოსი ეცვა და თავზე გვირგვინი ედგა. ჩიტი-არწივი ქალიშვილის მამა აღმოჩნდა. იგი ყველანაირი მფრინავი არსების მეფეთ-მეფე, ადამიანი-ფასკუნჯი იყო. ხოლო მისი ქალიშვილი ფასკუნჯთა სამეფოს ჯადოქრებმა მოაჯადოვეს და სინათლის სხივად აქციეს, ვინაიდან გოგონას დედა, მეფეთ-მეფეს ერთადერთი სიყვარული მიწიერი ქალი იყო.
    - შვილო, ჩემო ერთადერთო სიხარულო, ყველაფერი დამთავრდა, ამ ყმაწვილის სიყვარულმა დააკარგვინა ჯადოს ძალა. იმდენად ძლიერია ეს სიყვარული, რომ ჩვენი სამეფოს უდიდესმა ჯადოქრებმაც კი, ფარხმალი დაყარეს და იქიდან გლოცავენ. ასეთი რამ, მათ ჯერ არასოდეს გაუკეთებიათ. - ალაპარაკდა მეფე-არწივი. შემდეგ უფლისწულს ხელში, თავისი ქალიშვილის ხელი ჩაუდო და მიმართა.
    - ამიერიდან, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს შენ გაბარებ. თვალის ჩინივით გაუფრთხილდი. იმათ არ დაემსგავსო, - ჩაიცინა მამაკაცმა და ხარბიასა და მის ვაჟს გახედა, რომლებიც მიწაზე დამსხდარიყვნენ და საცოდავად ზლუქუნებდნენ.
    - მამა, აუხილე მაგ უბედურებს თვალები. ეგენი მე კი არა, ოქრომ დააბრმავა. - სთხოვა გოგონამ მეფეს.
    - კარგი, კარგი იყოს შენებურად. კეთილშობით მეფე მარგიას ოჯახს ნამდვილად შეეფერები, რაც მე ძალიან მახარებს.
                ახლა ჩემ ამბავს გიამბობთ. ვიზრდებოდი მთებში, უზარმაზარ სასახლეში, მაგრამ გული სულ მიწისაკენ მომიწევდა და ხშირადაც ვსტუმრობდი აქაურობას.
    ერთ-ერთი ჩემი მიწაზე ყოფნის დროს, თავდავიწყებით შემიყვარდა ქალიშვილი, სახელად აზალია. მამაჩემმა ქორწინების ნება არ მოგვცა, ამიტომ მე აზალიასთან დავრჩი მიწაზე. ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. მთების გახსენება აღარ მინდოდა და იქეთ არც გამიხედავს. ცოტა ხანში  გვეყოლა გოგონა და დედამისის სამახსოვროდ აზალია დავარქვი, ვინაიდან ჩემი სიყვარული იმავე დღეს გარდაიცვალა და ჩემი გულიც თან წაიყოლა. მე ჩემს სხივად ქცეულ ქალიშვილს ამ სასახლეში დავუდე ბინა, თვითონ კი გავფრინდი მამაჩემის ქვეყანაში შურის საძიებლად.
            სამწუხაროდ მამაჩემი გარდაცვლილი დამხვდა, ჯადოქრები კი დამემუქრენ, ან მეფის ტახტზე დაჯდები და ქვეყანას როგორც შეეფერება ისე მართავ, ან შენს ქალიშვილს ვეღარასოდეს იხილავო. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა და მეფობას დავთანხმდი. სამაგიეროდ ყოველ დღე მოვფრინავდი ჩემი გოგონას სანახავად, შენ რომ გნახე ჩემი ქალიშვილის სახლთან, ჯერ შემეშინდა, შემდეგ კი მივხვდი, ჯადოს ძალა მალე დაეკარგებოდა, იმდენად დიდი იყო შენი სიყვარული ჩემი ქალიშვილის მიმართ. - დაამთავრა თხრობა აზალიას მამამ.
    მეფეთ-მეფე ახლა ხარბიას მიუბრუნდა. - თვალებს აგიხელთ და აქედან რაც შეიძლება შორს გაგისტუმრებთ.- მან ხელი სტაცა მამა-შვილს და ცხრა მთას იქით რომ კიდევ ცხრა მთაა, იმის იქით მოისროლა. შემდეგ მათი სასახლე, როგორც კენჭი ისე აიტაცა და თან მიაყოლა. - მოსწყინდებათ თავისი ოქროს გარეშე, - ჩაიცინა მან და ახალგაზრდებს მიუბრუნდა. - წადით, მარგია ალბათ გელოდებათ.
    - შენ არ წამოხვალ მამა? - ნაღვლიანად ჰკითხა აზალიამ.
    - არა შვილებო, ჩემი ადგილი აქ არ არის, ჩემი ადგილი მთებშია. იქ ხანდახან დედაშენსაც ვესაუბრები ხოლმე. თუ რამე დაგჭირდეთ, ამ სასახლესთან მოდით, სამჯერ დააკაკუნეთ და კარს მე გაგიღებთ. ყველა თქვენს დაძახებაზე უმალ აქ გავჩნდები. -  წარმოსთქვა მეფემ, კვლავ უზარმაზარ არწივად გადაიქცა, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაუჩინარდა.
    აზალია და უფლისწული ხელჩაკიდებულნი იდგნენ, ცოტა ხანს ცას გასცქეროდნენ, შემდეგ მიბრუნდნენ და მდუმარედ გაუყვნენ გზას მარგიას სასახლისაკენ. სახე ორივეს სევდანარევი, მაგრამ ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებოდა.
                იქაც ლხინი, აქაც ლხინი
            ყველგან პური და ნაზუქი.
            ღიმილი და სიყვარული,
            ჩვენც გვაჩუქე სიხარული.
            სიხარბე და დარდი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები