მთვარე გახიზნული მთებში, მე ამ ზაფხულივით ვიცან, ზეცა დამიმალავს ჭერში, მაგრავ ვერ გავიგე ვინ ხარ, ახლა მთვარეული ღამე, გულში ეკალივით სახლობს, შეგთხოვ მომიყევი რამე, ვიყო შენთან სადმე ახლოს, ასე საყვედურად დილა, თუ კი დამესევა მწვანედ, მერე ალბათ სახლში მივალ, ზეცა დაიღვრება ღამედ, ჩემი სიყვარულის ბაგე, ჩემი ადათი და წესი, ღამით თუ კი რამე გარგე, შემრჩა მხოლოდ ერთი ლექსი, სუსხში გახვეული მიწა, ღამით დალალები გშვენის, მოდი ასე ჩემი იცან, გრძნობა მომანდომე ხვევნის, გულში ბიბლიური გარსი, სულში უკუგდება აზრის, არა ეს არ არის ფარსი, აღარც ხმაურია თავზრის, მოდი გელოდები მთვრალი, ახლა სხვა გრძნობით და ეშხით, ცხენებს გაეცვითათ ნალი, წყარო მე დავლიე პეშვით, ღამემ მომიყვა და მითხრა, ნუთუ შენ ,ასე ხარ მშვიდი, დილით გათენებულ სისხამს, მე შენ თავსთუმალში ვცვლიდი... თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა. საერთოდ ღამის საუბრები , ყველაზე სანდო, სათუთი და გულწრფელია. მომეწონა. საერთოდ ღამის საუბრები , ყველაზე სანდო, სათუთი და გულწრფელია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|