არცოდნის ხრამთან ვდგავარ. არცოდნის რომელი დღეა? არცოდნის რომელი წელი, რომელი, რომელი საათი... ორმო ვარ ფსკერბნელი, შავი. ქვებით სავსე და ღორღით. ზუსტია ჩემში ყველაფერი და სიკვდილივით დროული. არცოდნის რომელი წელია, რომელი, რომელი საათი, ვისი ფიქრები ხმაურობენ, ვისია ეს სიტყვები მსხვრევადი? ხნარცვი ვარ ფსკერბნელი, შავი. დმშრალი, ქარების მფარველი, მშობელი ყოველი დასასრულის, ქვედმიწევნითი ჯალათი. არცოდნის გზებით მივლია, არცოდნის ხრამთან მოვსულვარ, აქ არის ან იქნებ აქ არც არის, პირველი, უბიწო თოვლი. ფსკერბნელი უფსკრული ვარ. შავი, უტყვი და ღარტაფი. ვერაფერს დამაკლებს დაკლება რაიმესი და ვერც ვერაფერს შემმატებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რახან შეგიძლია ფურცელზე გადმოსცე შენი პრობლემები დაარწმუნე საკუთარი თავი რომ უკვე გამარჯვებული ხარ რახან შეგიძლია ფურცელზე გადმოსცე შენი პრობლემები დაარწმუნე საკუთარი თავი რომ უკვე გამარჯვებული ხარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|