დილის სიზმარივით ცამდე აწვდენილი, შენი დალალები - ეშხის ირონია, გაღმა ნაპირებად დიდი მთაგრეხილი, ზაფხულს დავარქმევდით ალბათ ისტორიას, ახლა დრო დამდგარა,დროა იშვიათი, ღამის გაღიმების ჩუმი ზაფხულივით, მე თუ დაგეკარგე ასე ნიშნიანი, ბნელში გავიხლართე ღობის მავთულივით, ცდებით ეს არ არის რამე საყვედური, არც კი საოცრება დილის სიზმარივით, მე თუ ავიცილე ბოლო საფეხური, ასე დავიწვები ჩემი დავთარივით, გულში სისხლი ჩქეფდა ,მე ვერ მოგეკარე, ალბათ სიშორეა ჩემი ბედისწერა, ცივი ზაფხულიც თუ დღეს მე მოვიყვანე, დარჩეს ეგ თვალები ისევ მშვენიერად, რადგან გაჩენა და რამის გამოჩენა, შენი საგზალია ვიცი მიწილადებ, არა მე არ მინდა შენგან გამორჩენა, და ეს მოგონება კარგად შეინახე, ძალზედ აირია დრო და ეს დროება, ალბათ ომი არის ამის საფასური, არა აღარ მინდა ამის გაგონება, ჯობდეს უსიტყვობის მწარე საყვედური, დღეს მეც მებრძოლი ვარ,ალბათ მთვარეულად, დღეს მეც გავირძოლებ ზეცის სარკმელივით, იცი ეს არ არის თხრობა ღამეულად, იწვის ეს დავთარიც თეთრი სანთელივით...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დამწვარი დაბუგულისა სიყვარულისა სიზმრისა. მშვენიერია. დამწვარი დაბუგულისა სიყვარულისა სიზმრისა. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|