ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2026


ღვთისმშობლის ხატს

      ღვთისმშობლის ხატს

უფლის ძარღვებგამოვლილმა იცის ღვინომაც:
თუ სავსე არ ხარ - აძმარდები.
ჩვენ კი, დედაო, შეგაფასეთ ჩვენი საზომით,
ასე შეგამკეთ:
მცირედი დოზით სიყვარულით მოყვასისადმი
და უამრავი ბრჭყვიალა თვალით.

    დედამიწის დარდი

მხოლოდ მსუბუქად შევიბერტყე
ტექტონიკური ჩემი ბეჭები.
ვერ შევნიშნე, თუ რამე გავნე.
ვერც შენ გაიგე,
როგორ დადუმდა ჭრიჭინების
სიცოცხლის ქორო,
როცა მოედნის მოსაწყობად
დიდი მინდორი გადააბრუნე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები