აბა განა ვაჟკაცობა,ერთის ცემა,ვაგლახია, ევროპელი ამათ თვალში,თურმე ვიღაც ფარჩაკია, ამ მთავრობამ ყველა პუნქტი აიღო და გადახია, მოგვცა დიდი გასაჭირი და საშველად სამარხია, გველს სოროდან გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი, მაგრამ ამ გველს აუღია მთელი ამ წლის მოსავალი, დამძიმდა და გაზულუქდა თითქოს ყავდეს მონაგარი, მას რომ შვენის ივნისი და აგვისტოსთვის მოსართავი, ჯიუტ ვირსაც გააკვირვებს მთავრობათა ირონია, ორმაგ სტანდარტს შეატოვეს რაც კი როცა გვიომია, თუ დაგვნაცრა ისევ მტერმა საშველი კი სიონია, ვამპირებად გადაიქცნენ რაც აშინებთ ნიორია, დიდ მეგობარ ამერიკას ვერ წყალობენ ესეც არის, ისე რომ ვთქვათ ამერიკა წუთისოფლის მეფეც არის, ლიბერალი მონაზონი თუ გინახავს ეგეც არის, დამთხვეული წუთისოფლის გამგები და უმეცარი, აქ მშვიდობის ფასადებში იყიდება სიტყვა მარად, თუ შემოგრჩა ირონია ჯარიმაა და არ კმარა, ჩაგაგდებენ დილეგში და გაგბერტყავენ წარა მარა, და ეს წლები ამით არის და ასე რომ გაიპარა, ჯიუტ ვირსაც შერჩენია ორიოდე სიტყვა ხმელი, მას არ შვენის სუფთა ბინა ანდა სუფთა დასაბმელი, გულში ეკლად ჩამოსახლდა ამ მსჯელობის საფუძველი, ყველას უყვარს ჩეჩქად ევრო,ყველა არის სადღაც ბნელი, გამართული სცენებიდან ორმაგია სტანდარტები, ჭორები და ამბებია ამ სტანდარტის გასაღები, თუ გულით გსურს ვაღვიძება,დილაობით მაგრად ქენი, ყველა თავის გასაჭირში,სწორედ ესა საფუძველი...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მესმის თქვენი მუხა ))) მესმის თქვენი მუხა )))
1. ვირი რო ჯიუტია არ ახალია. ვირი რო ჯიუტია არ ახალია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|