ჯორჯ გორდონ ბაირონი - ბედნიერი ხარ...
ბედნიერი ხარ, მსგავსი შეგრძნება მეც უნდა მქონდეს მაშინ ნარჩევი, გულს კვლავ სურს შენი ბედნიერება, თბილი რუდუნი, მისთვის ნაჩვევი.
ქმარი გყავს ჩემზე ბედკურთხეული, გულს მატკენს მისი ხილვა მჭმუნვარეს, შევიზიზღებდი გულით, სხეულით, ასე ძალუმად რომ არ უყვარდე!
შენი პატარის ხილვით, კინაღამ გული გამისკდა, ეჭვმა დამთუთქა, თუმც გაიღიმა ჩვილმა, ილაღა, ვაკოცე დედის ხათრით სათუთად.
ოხვრა ჩავიხშე გამაწვალები - ჩვილს დაჰყოლოდა მამის იერი, მაგრამ მიმზერდნენ დედის თვალები ჩემთვის ძვირფასი, ტრფობისმიერი.
მშვიდობით, მერი! უნდა წავიდე და ვიდრე გალხენს იღბლის თანხლება, არ ვჩივი, არ მსურს ახლოს სამკვიდრე, თორემ ეს გული შენი გახდება.
ვთვლიდი, ჟამთასვლით, ყიფით, წილხვედრი ჩამიქრებოდა ყრმობის ალმური, შენ გვერდით მივხვდი, გარდა იმედის გულს ყველა გრძნობა შერჩა ამურის.
ვიცოდი მშვიდმა ხანი გაძლების, როს შეკრთებოდა მკერდი მზერისას, შევცოდავდი, თუ ვიკანკალებდი; შევხვდით და ნერვიც კი არ შემძვრია.
მზერა მომაპყრე გამოსაცნობად, არ შემიცბუნდა თუმცა ნაკვთები, ჩემში წააწყდი ერთადერთ გრძნობას: პირქუშ სიმშვიდეს სასოწარკვეთის.
შორს! შორს! ადრეულ ჟამის ოცნებავ! მითურო ლეთევ, მხსნელად გამიხდი, არ გაიღვიძოს კვლავ მოგონებამ, გულო გაყუჩდი, ანდა გამისკდი!
11 ივლისი, 2026 წ.
მერი - მერი ჩავორტი, ბაირონის პირველი შეყვარებული
George Gordon Byron - WELL! thou art happy, and I feel
WELL! thou art happy, and I feel That I should thus be happy too; For still my heart regards thy weal Warmly, as it was wont to do.
Thy husband’s blest—and ’twill impart Some pangs to view his happier lot: But let them pass—Oh! how my heart Would hate him, if he loved thee not!
When late I saw thy favourite child, I thought my jealous heart would break; But when the unconscious infant smiled, I kiss’d it for its mother’s sake.
I kiss’d it,—and repressed my sighs Its father in its face to see; But then it had its mother’s eyes, And they were all to love and me.
Mary, adieu! I must away: While thou art blest I’ll not repine; But near thee I can never stay; My heart would soon again be thine.
I deem’d that time, I deem’d that pride Had quench’d at length my boyish flame: Nor knew, till seated by thy side, My heart in all,—save hope,—the same.
Yet was I calm: I knew the time My breast would thrill before thy look; But now to tremble were a crime— We met,—and not a nerve was shook.
I saw thee gaze upon my face, Yet met with no confusion there: One only feeling could’st thou trace; The sullen calmness of despair.
Away! away! my early dream Remembrance never must awake; Oh! where is Lethe’s fabled stream! My foolish heart be still, or break.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
ამ თემაზე ერთ-ერთი საუკეთესოა თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი:
თინათინ მღვდლიაშვილი/tinatin mgvdliashvili (პოეტი,მხატვარი ) September 19, 2019 · ჩემზე ამბობენ, რომ შევიშალე...
(მერი ენ ჩავორტი - ჯორჯ ბაირონს)
როს დამიბრუნდი, თითქოს გაბრწყინდა ენსსლის კოშკი და ციხე-დარბაზი, ჩვენი შეხვედრა ღმერთმა დაწინდა, თვალისმომჭრელად შენ ხარ ლამაზი! ჩემზე ამბობებ, რომ შევიშალე და საპყრობილედ მექცა სხეული, რომ ძველებურად ვკრთი შენ წინაშე ფერმიხდილი და სულით სნეული. რომ ცოცხლად მოკვდა მერი ჩავორტი, რომ დაეუფლა სევდა საზარი, რომ სიყვარულის ბოლო აკორდი, გაცხადდა, როგორც ავი სიზმარი. ნუთუ შენც ფიქრობ, რომ შევიშალე, მაშ, რად დასტირი ჩემს უბედობას?!. ან რად მადარებ მწუხარე აჩრდილს, ან ფანტასტიურ ქვეყნის დედოფალს?!. მე დაგეძებდი თვით ლამანშს იქით, - უკიდეგანოდ წრეგადასული... როს ბრიტანეთის შავბნელი ნისლი გდევნიდა, როგორც ვინმე ავსული. შენ კი, ვით მამაც ტრუბადურს შვენის, ათასი შტორმი გამოიარე... გათბობდა თირზას თვალები შველის და ეგეოსი გბანდა იარებს. და მოიარე კორინთო, სპარტა და ეზიარე ხვედრს პონტოს მეფის... და, როს ბრძოლისკენ უხმობდი სპათა, სპარტანელივით ამაყი დენდი! მე შენ მიყვარდი!..და, როგორც ადრე, კვლავ მსურს შეხება ნაცნობ ხელებთან... შენც ხომ გახსოვდა ძვირფასი სახე, თვით ჯვრისწერისას საკურთხეველთან?!. მო! დამიბრუნე თიბათვის სიცხით ღონემიხდილი, მშვიდი ბინდები... ჩვენი მამების დაღვრილი სისხლით ალმოდებული ვრცელი მინდვრები. სახიფათოა ზღვასთან თამაში, ასე თამამი, ასე ულევი... უნდა დაგვმარხონ ერთ აკლდამაში, როგორც მონტეგი და კაპულეტი!.. და მაშინ ცაზე გადაიქროლებს ათასი სული ათასი ლედის... სიცოცხლე თუნდაც ასი რომ მქონდეს, მე სამდურავი არ მეთქმის ბედის. ოღონდ ნუ მეტყვი: - მშვიდობით, მერი!.. ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ვარ შეშლილი... ხედავ? წარსულის იდუმალ მტვერში მე ევასავით ვდგავარ შიშველი... ჩვენი შეხვედრა ღმერთმა დაწინდა, ასე გვიანი, ასე ლამაზი... დამიბრუნდი და თითქოს გაბრწყინდა ენსსლის კოშკი და ციხე-დარბაზი.
* * * * * * * ჭიხვინებს ცხენი თეთრ ალაყაფთან და ძველებურად ვკრთი შენ წინაშე... შენ აღარა ხარ, შენ აღარა ხარ... ჩემზე ამბობენ, რომ შევიშალე!..
თინათინ მღვდლიაშვილი 2007 წელი
************************ მერი ჩავორტი (ჩავორსი) - ჯორჯ გორდონ ბაირონის პირვე- ლი და მარადიული სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ლორდს მთელი არსებით უყვარდა მერი, 1805 წელს, მერი დაქორწინდა ჯეკ მისტერზე. მოგვიანებით, მე- რიმ მეუღლე მიატოვა და ბაირონის კვალს აედევნა...მერი ხუთი შვილის დედა იყო. სიყვარულით შეპყრობილი მერი სულიერად დაავადდა, რაც დიდი ტრაგიზმით აღწერა ბაი- რონმა ლექსში ,,სიზმარი". ბაირონს მუდამ ახსოვდა მერი... 1815 წლის 2 იანვარს, ლორდ ბაირონმა და ანნაბელა მილ- ბენკმა მილბენკების მამულში ჯვარი დაიწერეს. ცნობილია, რომ საკურთხეველთან მდგარი ბაირონი კვლავ მერიზე ფი- ქრობდა და ფიცის წარმოთქმისას, ენაც კი დაბმია. მწუხარე ბაირონი ახლობლების მილოცვებს გამოუფხიზლებია და მა- შინ მიმხვდარა, რომ დაქორწინებული იყო. ამ სევდიანი ჯვრისწერის უშუალო მოწმე ბაირონის მეგობარი, ჯონ კემ ჰობჰაუზი გახლდათ, რომელმაც ჯვრისწერა პოეტის დაკრ- ძალვის ცერემონიად აღიქვა...ეს სევდიანი ამბავი გალაკტი- ონმაც იცოდა... ******************* თირზა - 13 წლის თბილისელი, ქართველი ტყვე გოგონას პირობითი სახელი, რომელიც პოეტმა 1809-1810 წლებში მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, ტროას ალექსანდრიაში მდებარე მონათა ბაზარზე გამოისყიდა. თირზა მოუტაციათ საქარ- თველოდან ქურთებს. ბაირონმა 800 პიასტრად იყიდა გოგონა და ინგლისის კონსულის ოჯახში დააბინავა. მოგვიანებით თირზა ირლანდიელ ჰენრი ფლეტჩერს ჩააბარა და მისი საქართველო- ში დაბრუნება დაავალა. ირლანდიელმა სიტყვა გატეხა. თირზას სამშობლოში დაბრუნება არ ეღი- რსა. ბაირონმა გოგონა მოძებნა და ჯერ კონსტა- ნტინეპოლში, შემდეგ კიკუნძულ კრეტაზე წაიყ- ვანა, მაგრამ დასუსტებული ქალი ვერ გადაარჩი- ნა. თირზა ქალაქ კანდიაში გარდაიცვალა, დაკრ- ძალულია ბერძენთა სასაფლაოზე. თირზა ბაირ- ონის შემოქმედების მუზად იქცა... შენიშვნა - ქალაქ კანდიას ამჟამად ჰერაკლიონი ჰქვია.
იხილეთ აგრეთვე ლინკი: https://www.google.com/search?client=opera&q=ჩემზე+ამბობენ%2C+რომ+შევიშალე&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:fb87ea7d,vid:GbMF91dPDuc,st:0
დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!

1. კარგი, სიყვარულიანი ლექსი, კარგი თარგმანით
მერი - მერი ჩავორტი, ბაირონის პირველი შეყვარებული
სიყვარული ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ მოდის.
კარგი, სიყვარულიანი ლექსი, კარგი თარგმანით
მერი - მერი ჩავორტი, ბაირონის პირველი შეყვარებული
სიყვარული ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ მოდის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|