 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 26 მარტი, 2009 |
ყველა პროფესიონალია თავის საქმეში. ადამიანები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში. გაცილებით გამჭრიახნი არიან არსებულ მინიმალისტურ სამყაროში. პატარაა სამყარო...… მით უფრო - სამშობლო!
* * * - თქვენი ხელმარჯვეობა საქმეში, პირნათლად ვიტყვი: დასაფესებელია!არაჩვეულებრივი მასალით მზადდება ხელკეტები. ასევე დარწმუნებული ვარ, არც ცრემლსადენი ყუმბარები იქნება ურიგო, მაგრამ ეს საქმე არაფერში გამოგვადგება თქვენი მეგობრის პიარისთვის. როდის გაგვაცნობთ მას? - დღესვე! წამომყევით, მის აგარაკზე წაგიყვანთ. – წინ გაუძღვა მომავლის იმედს. – ფაქტი ერთია. გაცილებით იაფი ჯდება ადგილობრივი წარმოების, ვიდრე უცხოეთიდან იმპორტირებული საქონელი. დამეთანხმებით ალბათ?! - გეთანხმებით. თქვენ უკეთ იცნობთ საკუთარი მოსახლეობის გამძლეობას ხელკეტების მიმართ. ოფთალმოლოგიური კლინიკებიც დატვირთვით იმუშავებენ. საბიუჯეტო შემოსავლებიც მოიმატებს კლინიკებიდან შემოსული თანხებით. - მართალი ხართ! არც კი მიფიქრია ცრემლსადენი გაზის ადგილობრივ წარმოებაზე. დამაფიქრეთ?! ვცდი ამაშიც ბედს. უკვე ვიცი საკუთარი ხალხის გარდა, სად შეიძლება მოხდეს მისი რეალიზება.… ჭეშმარიტად საღად აზროვნებთ, ბატონო ჩემო. - გმადლობთ, მეგობარო!!! კიდევ ერთს გირჩევდით. იქნებ იარაღის წარმოებაზეც გეფიქრათ?! აქაც დაზოგავდით თანხებს. დანაზოგს კი ისევ თქვენივე ხალხის მკურნალობას მოახმარდით, ან კიდევ, სულაც საკუთარი წარმოების ფონდებში გადაანაწილებთ მიღებულ შემოსავალს სამომავლოდ, რათა უკეთ და დაცულად იგრძნოთ თავი. ეს უკანასკნელი თქვენთვის აუცილებელია! - არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ჩვენს ორგანიზაციაში, რომელსაც უკვე ეგზისტენციალიზმის(*) სახელწოდებით იცნობენ, მართლაც გვჭირდება დაცვითი მექანიზმების შემუშავება. ვგონებ, გაცილებით უპრიანი იქნება, თქვენი თქმის არ იყოს, თანხები მიმართულ იქნას ჩვენივე საწარმოს კეთილდღეობისთვის და, უპირველეს ყოვლისა, მისი დამფუძნებლების სამომავლო იმედების განსახორციელებლად.
საუბარი, მოსაუბრეთათვის მაჟორულ ხასიათში დასრულდა. არც არაფერი ეტყობოდათ მონოტონურ-მინორული განწყობილების. მომავლის მოლოდინში.…
* * *
მომავლის იმედი.
რისი იმედი გვაქვს? უკეთესობის… ვეთანხმები უმრავლესობას!
- ვააა… დავითს ვახლავარ! - მიესალმა ერთ-ერთი მეზობელი ეზოში შემოსულ დავითს. დავითი საერთო საცოვრებლის მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. - სალამი, მეზობლებო! როგორ ხართ? - აქეთ მოიწი, თუ ღმერთი გწამს. რამდენი ხანია, არ გამოჩენილხარ...… სად დაიკარგე, ბიჭო? ეგრე უნდა?... სამეზობლომ მოიწყინა უშენოდ, – ღიმილით მიმართა ოდნავ შევერცხლილმა მამაკაცმა. ისიც დავითის ხნისა იქნებოდა. - მოდი, დათო, მოდი! დაგვილიე ერთი-ორი ჭიქა. თან ვისაუბროთ...… - რას სვამთ? - არაყიცა გვაქვს და ღვინოც! შენ რომელს ინებებ? - ღვინოს დავლევ. – ოდნავ ჩაუგვერდულა ღიმილი დავითმა. – რა ღვინოა? - ჩვენი ოთარას ღვინოა. იცი შენ მისი გემოცა და სიმაგრეც. - ჰოო, ოთარა გემრიელი კაცია და გემრიელადაც ათრობს მისი ღვინო. მახსოვს, პირველად რომ დავაჭაშნიკეთ მისი ღვინო.… - აბა, დღეგრძელობა მისურვებია თქვენთვის და იმ სადღეგრძელოების თანამოზიარეცა ვარ, რომელიც შესვით! ღმერთი გვფარავდეს. – მეზობლის ავტოფარეხში ფეხზე მდგარმა წარმოსთქვა სუფრის გაზიარების სადღეგრძელო. - ჩამოჯექი, დავით. იმედია, გვიკადრებ?! – ვერ შეიკავა თავი მისი კარის მეზობელმა და სიცილი ატეხა. - ბიჭო ახალმა თანამდებობამ ხო არ იმოქმედა შენზე? - რას ამბობ, როსტომ? გეკადრებაა?... – ღიმილითვე უპასუხა მეზობელს. - აბა რას გვეტყვი ახალს? კარს აპრილი მომდგარა…… - აპრილი? კი, მოდის აპრილი! გაზაფხულის მეორე თვეა. ეგაა და ეგ… მეტი არაფერი. - ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? – ხაზი გაუსვა დავითის იუმორს როსტომამ. მეზობლებმაც მხარი აუბეს დავითს. - რამ შეგაშინა, ბიჭო? ისევ იწვიმებს, იქნებ დათოვოს კიდეც ან სულაც აღდგომაც მოვიდეს, უბრალოდ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ! დიდ ხუთშაბათს განვიბანოთ, კვერცხები შევღებოთ. - აქ უკვე სერიოზული ტონით მიმართა თანასუფრელებს გიგამ. - იყუჩეთ, მეზობლებო! – მოწოდების ხმით შეაწყვეტინა მორიგი სადღეგრძელოს წარმოსათქმელად გამზადებულმა დავითმა. - ხო მაძლევთ ბატონო თამადა, ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლებას? - თავისთავად, დავით! - გმადლობ! მეგობრებო, თანამეინახენო! მინდა, ერთი ლამაზი დღის სადღეგრძელო წარმოვსთქვა! იმედს გაუმარჯოს, რომელიც ერთ დღეში საოცარი იდუმალებით ჩაკარგულა და ყოველი ამ დღის დადგომისას ასე აგვაღელვებს ხოლმე, გვახსენებს თავის არსებობას. მოდით აღდგომის დღესასწაული ვიზეიმოთ ყველამ, რომელიც აპრილში გველის! ეგ არის ჩვენი მომავლის იმედი! - იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! – იყო შეძახილი სუფრის ერთი ბოლოდან. - ქრისტე აღსდგა! – იყო შეძახილი სუფრის შუიდან! - ჭეშმარიტად აღსდგა! – იყო შეძახილი სუფრის თავიდან!
შეიკრა სამეული! სუფრაც აიშალა…
* * *
პოლემიკა
- ნასვამი ხარ? - მერე რა მოხდა? ჰო, ნასვამი ვარ! - გაგიშალო? დაწვები? - არა, არ მინდა. დავიღალე, მაგრამ მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს თავს. - ვისთან სვამდი? - მეზობლებთან. - მე კი ვიფიქრე, სამსახურში დალიე. - იქაც გეახელი. – გაუღიმა მეუღლეს დავითმა. - ჩართე ტელევიზორი, ეგებ ახლა მაინც მოეგენ გონს ეს მათხოვრები. ამათაც ჟურნალისტები ჰქვიათ რაა... ასეთ დეზინფორმაციას როგორ ავრცელებენ-ხოლმე? არ სცხვენიათ? სინდისი არ აწუხებთ? - შენ ვისი გიკვირს? შენ თითონ არ მუშაობ მერიაში? - მე რიგითი მუშაკი ვარ, ჩემო კარგო. ესენი კი მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ საკუთარ თავს. ჭეშმარიტი ჟურნალისტები - ჩრდილში მოექცნენ და „ტისკებში” ყავთ ამ ნაგვებს...… - მაშ, რად უსმენ? - უბრალოდ, დღითიდღე ვრწმუნდები, თუ რა რიგ გვიტევენ უბრალო მოქალაქეებს და რით გკვებავენ ქართველობას. ამათ ჩვენ სულელები ვგონივართ ხო იცი? - ნუ გამაცინეეე!!! ამას ახლა მიხვდი? - ეგ ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ საგანგაშო რა არის, იცი? ის, რომ დღეს უკვე თვით სახელმწიფო მოხელეები გახდნენ არამართლმადიდებლები, მყვლეფავები და ბოროტმოქმედები, ბარიგები, მკვლელები, ყაჩაღები... … ღმერთმა დაგვიფაროს, ამათში ყველას ვგულისხმობდე! - შენ ერთი რას იზამ, თუ იცი? - არც არაფერს! - ჰოდა ნერვებსაც ნუ იშლი...… - ადამიანო, შენ მაინც რა დაგემართა? როდის შემდეგ გაგიჩნდა ეგეთი მოსაზრებები? რაღაც ვერ გცნობ?! - დავიღალე დათო, დავიღალეე!!! ვერც ერთს ვეღარ ვიტან, მაგრამ ფაქტია ცუდ დღეში ჩავცვივდით. სისხლად გვადინებენ თავიანთ ნამოღვაწარს და მხოლოდ ერთი გვესმის მარტო: - მე გავაკეთე ეს, მე გავაკეთე ის, მე გავხსენი ეს, მე გავხსენი ის, ერთი და იგივე საწარმოს რამოდენიმეჯერ ხსნიან... მეტი რაღა ჩამოვთვალო? ისედაც ჩემზე უკეთ იცი... – აღშფოთებას ვერ მალავდა დათოს მეუღლე. - მომავალი მეცოდება! – წარმოსთქვა ბოლოს დავითმა და ჩაიძინა!
შესანიშნავი ძილი იცის უიმედობამ……
* * *
სამსახურში მისულს, მაგიდაზე ფოტოები და აუდიო ფირი დახვდა. მოისმინა...… დაათვალიერა...… მიხვდა, რომ ხელკეტს არა, მაგრამ ხელბორკილის ტკივილს აუცილებლად იგემებდა. კაბინეტიდან გამოსულს, მისაღებში დახვდნენ ხელკეტებით შეიარაღებულნი. ხელბორკილიც დაადეს...
მას არაფრის ეშინია!!! უბრალოდ იგრძნო, რომ თურმე საზოგადოების რიგით წევრს მეტი შიშით უმზერენ, ვიდრე პოლიტიკოსებს...… საზოგადოება ძლიერია, ვიდრე სულელი! ეშინიათ...… ეშინიათ? ეშინიათ!
* * *
შიში...… იმედი...… საზოგადოება...… ოსტატი...…
* * *
- მე სახელმწიფო მოხელე ვარ ქალბატონო. - დიახ, ვიცი! რა გნებავთ? - თქვენ იცით, ჩვენ არაფერს ვერიდებით. - ამით რის თქმას აპირებთ? - თქვენი მეუღლე დავაკავეთ. - ღმერთო! ვეუბნებოდი შეეშვი მაგ ადამიანებს, არაფერს მოგიტანს კარგს-თქო! - ვფიქრობ, თქვენც მათ რიგებში მოგიწევთ ყოფნა, თუ ოდნავ მაინც არ შეიკავებთ თავს. ნერწყვი ბურთივით გაეჩხირა ყელში მეუღლეს. - სასამართლო უკვე შედგა, ქალაბატონო! თქვენ გირაოს სახით დაგეკისრათ ორმოცდაათი ათასის გადახდა… - ფუ თქვენს კაცობას! რით უნდა გადავიხადო? - შვილებს მამა ხომ სჭირდება ქალბატონო? აბა წარმოიდგინეთ, როგორები გაიზრდებიან უმამოდ? როცა იციან, რომ ცოცხალია. სჯობს ეგრე იცოდნენ, ვიდრე სხვა მამაკაცს ახალი შეტყობინება არ მოუტანია. მხოლოდ ორი კვირა გაქვთ ვადა. - გასაგებია, უჭირს ბიუჯეტს და გიჭირთ თქვენც. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ხელმარჯვე ოსტატსაც კი ვერ გამოუვიდოდა ერთ დღეში. თქვენ უბრალოდ ის არ გაქვთ რაც მათ აქვთ, - სინდისი! - ჩვენ ვიცით, ქალბატონო, ჩვენი საქმე. თქვენს ქმარს ბრალი წუხელ ღამის სამ საათზე წაუყენეს! - გმადლობთ არ იყო საჭირო დაკონკრეტება. - ველით თქვენს გამოხმაურებას.
* * *
ხელმარჯვე ოსტატი! სახელმწიფო ოსტატები მარჯვენის გარეშე...… სახელმწიფო მოხელეები ეგზისტენციალურ ომში ჩაებნენ!
25 მარტი 2009 წელი
* ეგზისტენციალიზმი - მიმართულება ფილოსოფიაში, მისი ძირითადი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, რწმენა და ურწმუნოება, სიცოცხლის აზრის დაკარგვა და შეძენა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. უღრმესი მადლობა ყველას!!! უღრმესი მადლობა ყველას!!!
21. როგორც იქნა გეწვიე და ნამდვილად დავტკბი - ძალიან საინტერესოდ აზროვნებ, ფილოსოფიურად. გამართულად წერ, ენაც ხელს გიწყობს...მართლა ძალიან მომეწონა ის რაც წავიკითხე ახლა ... მერე უკეთ გაგიცნობ!
" შესანიშნავი ძილი იცის უიმედობამ"…… :) :) :)
როგორც იქნა გეწვიე და ნამდვილად დავტკბი - ძალიან საინტერესოდ აზროვნებ, ფილოსოფიურად. გამართულად წერ, ენაც ხელს გიწყობს...მართლა ძალიან მომეწონა ის რაც წავიკითხე ახლა ... მერე უკეთ გაგიცნობ!
" შესანიშნავი ძილი იცის უიმედობამ"…… :) :) :)
20. მძიმე თემაა... ძალიან კარგად გაქვს თავი გართმეული.... კარგია.....:):):);) მძიმე თემაა... ძალიან კარგად გაქვს თავი გართმეული.... კარგია.....:):):);)
18. კარგია მართლა!!! ყოჩაღ გიგო!!! :) კარგია მართლა!!! ყოჩაღ გიგო!!! :)
17. მომეწონა ჩემო ფილოსოფოსო,ფრიადები შენა ბევრი, ბევრი;) მომეწონა ჩემო ფილოსოფოსო,ფრიადები შენა ბევრი, ბევრი;)
16. აქტუალერი თემაა. მაგრამ გამოსავალი? ვიციი? არ ვიცი. :) აქტუალერი თემაა. მაგრამ გამოსავალი? ვიციი? არ ვიცი. :)
15. გაიხარე, გიორგი! მართლაც რომ დროულია და ძალიან სჭირდება სამშობლოს გულიანი და გონიერი ადამიანები.
უფროდაუფრო კარგად წერ. გაიხარე, გიორგი! მართლაც რომ დროულია და ძალიან სჭირდება სამშობლოს გულიანი და გონიერი ადამიანები.
უფროდაუფრო კარგად წერ.
14. მომეწონა და მოგიკითხე გიგო :) მომეწონა და მოგიკითხე გიგო :)
13. ღმერთო შენ გვიშველე, რადღეში ვართ კაცოოო!!! გაიხარე გიგო....მომეწონა:) ღმერთო შენ გვიშველე, რადღეში ვართ კაცოოო!!! გაიხარე გიგო....მომეწონა:)
12. 55555 დაკარგულო მეგობაროოო 55555 დაკარგულო მეგობაროოო
11. შესანიშნავი ძილი იცის უიმედობამ……
სამწუხაროდ ეგზისენციალურ ვაკუუმში იმყოფება საზოგადოების დიდი ნაწილი ...
კარგია!!! 5 შესანიშნავი ძილი იცის უიმედობამ……
სამწუხაროდ ეგზისენციალურ ვაკუუმში იმყოფება საზოგადოების დიდი ნაწილი ...
კარგია!!! 5
9. მაგარი ხარ გიგო მაგარი ხარ გიგო
8. გიგო წინ მიდის და მე მიხარია გიგო წინ მიდის და მე მიხარია
7. მოგესალმები, გიგო :)
და ყველა საქმეში წარმატება მინდა გისურვო :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. მოგესალმები, გიგო :)
და ყველა საქმეში წარმატება მინდა გისურვო :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
6. გიგო... მიხარია,შენნაირი მეგობარი რომ მყავს...:) არაჩვეულებრივი პატარები გყავს,სურათები ვნახე დღიურში.. გიგო... მიხარია,შენნაირი მეგობარი რომ მყავს...:) არაჩვეულებრივი პატარები გყავს,სურათები ვნახე დღიურში..
5. პირნათლად ვიტყვი: დასაფესებელია.… ----> დასაფასებელია!
კარგია გიგო... ნამდვილად დროულია! გაიხარე! 5 პირნათლად ვიტყვი: დასაფესებელია.… ----> დასაფასებელია!
კარგია გიგო... ნამდვილად დროულია! გაიხარე! 5
4. ვა, ისევ წახვედი...? მე კიდევ მოკითხვას ვაპირებდი... მომეწონა...აქტუალური თემაა, მითუმეტეს ეგზისტენციალიზმი ...5 ვა, ისევ წახვედი...? მე კიდევ მოკითხვას ვაპირებდი... მომეწონა...აქტუალური თემაა, მითუმეტეს ეგზისტენციალიზმი ...5
2. გიგოს გამოჩენას გაუმარჯოს,და ზოგადად, მის პროზას-დღევანდელი პრობლემებით სავსეს და მართალს! გიგოს გამოჩენას გაუმარჯოს,და ზოგადად, მის პროზას-დღევანდელი პრობლემებით სავსეს და მართალს!
1. მოგესალმებით ყველას!!! სათქმელი უნდა მეთქვა!!! საზოგადოება ვერ მოიტყუებს თავს!!! ჩვენ ერთნი ვართ!!! ჯაჭვი უნდა შევკრად!!! იმედები არ უნდა დავკარგოთ!!! სირცხვილია უმოქმედობა!!!
მეც გადავწყვიტე შემოგიერთდეთ!!!
უბრალოდ დრო არ მრჩება მეგობრებო!!! მე ერთი თვით დაგემშვიდობეთ, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა!!!
მაპატიეთ ისევ უნდა დაგტოვოთ!!! შემოგევლეთ თქვენააა!!!
ყველანი მიყვარხართ!!! თავს გაუფრთხილდით!!! თქვენ სამშობლოს კიდევ ჭირდებით!!! იყავით მხნედ!!! გაუძელით შემოტევებს!!! არ აყვეთ პროვოკატორებს!!! მიგულეთ თვენს გვერდით!!! ყველაფერი კარგად იქნებაა!!! მოგესალმებით ყველას!!! სათქმელი უნდა მეთქვა!!! საზოგადოება ვერ მოიტყუებს თავს!!! ჩვენ ერთნი ვართ!!! ჯაჭვი უნდა შევკრად!!! იმედები არ უნდა დავკარგოთ!!! სირცხვილია უმოქმედობა!!!
მეც გადავწყვიტე შემოგიერთდეთ!!!
უბრალოდ დრო არ მრჩება მეგობრებო!!! მე ერთი თვით დაგემშვიდობეთ, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა!!!
მაპატიეთ ისევ უნდა დაგტოვოთ!!! შემოგევლეთ თქვენააა!!!
ყველანი მიყვარხართ!!! თავს გაუფრთხილდით!!! თქვენ სამშობლოს კიდევ ჭირდებით!!! იყავით მხნედ!!! გაუძელით შემოტევებს!!! არ აყვეთ პროვოკატორებს!!! მიგულეთ თვენს გვერდით!!! ყველაფერი კარგად იქნებაა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|