ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ივლისი, 2026


  ჩამოტვირთვა

კვლევა დავათის სტელის წაკითხვის (გაშიფვრის) შესახებ

 
              წაკითხვის (გაშიფვრის)  მიმდინარეობა
დავათის სტელა აღმოჩენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში, ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მზვერავთა რაზმის მიერ 1980 წელს,  VIII–IX საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერში.
  სტელის ზედა ნაწილიში წარმოდგენილია ორი მთავარანგელოზი: ჩვენგან მარცხენა მხარეს გამოსახულია მიქაელი, რადგან მის მარჯვენა მხართან ახლოს ამოკვეთილია ორი ასომთავრული ასო: Ⴋ (მან /მ) და Ⴊ (ლას /ლ). ასოთა თავზე, ორთავეს გამოწვდომი ქარაგმის ნიშანი (ტიტლო) ადევს. დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ის განასახიერებს მთავარანგელოზ მიქაელს (Ⴋ Ⴊ /მ+ლ), ამასთან ორივე მთავარანგელოზი გამოსახულია შარავანდედით. ამ წყობით (Ⴋ Ⴊ  /მლ) მივხვდით წარწერის წაკითხვის მიმართულებას. ჰორიზონტალურ ხაზში  მარცხნიდან-მარჯვნივ და არა, როგორც რ. პატარიძე - ზემოდან-ქვემოთ.
წერდნენ თუ არა მწიგნობრები ამგვარი შემოკლებით, ახ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში? დიახ!  ზოგიერთ კონკრეტულ უძველეს ძეგლზე (იგულისხმება შესაბამისი ქრონოლოგია), ხატსა თუ რელიეფზე მთავარანგელოზის გამოსახულებასთან გვერდით გვხვდება ეს შემოკლება - ႫႪ (მლ). აიხსნება ამგვარად:
ადრეულ ეტაპზე, საეკლესიო ხელოვნებასა და ხატწერაში, ბევრი შემოკლება ბერძნული ორიგინალიდან გადმოვიდა. ბერძნულად  მთავარანგელოზ მიქაელის სახელი იწერება, როგორც  Μιχαήλ. მისი  სახელის დასაწერად ხშირად იყენებდნენ მხოლოდ პირველ და ბოლო ასოებს. ბერძნული პირველი ასოა Μ (მიუ), ხოლო ბოლო - Λ (ლამბდა).
როდესაც ქართველმა ოსტატებმა ბერძნული ხატების ნიმუშების მიხედვით დაიწყეს წარწერების ქართულად გადმოტანა, ბერძნული ΜΛ (მიქაელ) პირდაპირ გადმოაასლეს შესატყვისი ქართული ასოებით, მიიღეს ქარაგმა ႫႪ (მლ). 
მაშასადამე, დავათის სტელაზე მარცხენა ზედა ნაწილში, სრული ასპროცენტიანი სიზუსტით გვაქვს მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულება.
გადავიდეთ მარჯვენა გამოსახულებაზე. მასაც ემჩნევა შარავანდენის მცირე ნაწილის კვალი (თავის მარცხენა მხარეს, თვალის გასწვრივ, ხოლო დანარჩენი დაზიანებულია, არ ჩანს მისი სახელის სიმბოლოები, თუმცა დიდი ალბათობით ეს ფიგურა უნდა განასახიერებდეს მთავარანგელოზ გაბრიელს.
რატომ? ... მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ერთად მოიხსენიებიან, რადგან ისინი ღვთის ნების აღმსრულებელი მთავარი ანგელოზები არიან და ერთობლივად განასახიერებენ უფლის ძალასა და სიყვარულს. 
მათი ერთიანობა ხაზს უსვამს ღვთის ძლევამოსილებას (მთავარანგელოზი მიქაელი) და სიკეთეს (მშვიდობას /მთავარანგელოზი გაბრიელი).
მთავარანგელოზებს ხელთ უპყრიათ ეტრატი, მასზე ამოკაწრულია 37 ასომთავრული ასო. ორს: Ⴉ (კ /კან)-სა და Ⴒ  (ტ /ტარ)-ს  აქვს ქარაგმა, თუმცა შეიმჩნევა Ⴉ-ს თავზე არსებულ ტიტლოს მარცხენა საწყის მხარეს, დაზიანების კვალი (წერტილი).
ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის შემდეგი ტექსტი: 
Ⴉ (კ /კან) - კურთხეულ არს;
Ⴒ  (ტ /ტარ) - ტაძარი;
ერთობლივად: კურთხეოლ არს + ტაძარი.
Ⴉ (კ /კან)-ში, რატომ იგულისხმება ორი სტყვა - კურთხეულ არს?
ჩვენი განმარტება:
ძველ ქართულ ხელნაწერებში ფრაზა „კურთხეულ არს“, იწერებოდა ქარაგმით. პრაქტიკულად მას მხოლოდ ერთი ასოთი Ⴉ (კ  /კან) - ით (ზემოდან ქარაგმის ნიშანი), გამოსახავდნენ.
ფრაზა: „კურთხეულ არს“ (ან მისი სხვადასხვა ფორმა, მაგ: „კურთხეულ არს ღმერთი“), მხოლოდ Ⴉ (კ /კან) ასოთი და თავზე დასმული ქარაგმით გვხვდება  მიქაელ  მოდრეკილის „იადგარში“ (X საუკუნე, 978–988 წლები, ხელნაწერი S-425). 
ასევეა,  სინას მთის ქართულ ხელნაწერებში (IX-X სს.) - სინური მრავალთავები და ლიტურგიკული კრებულები, სადაც „კურთხეულ არს“ მეორდება მრავალგზის, წარმოდგენილი მხოლოდ Ⴉ (კ /კან) სახით.
შემდეგ:
აშოტ  კურაპალატის ეპიგრაფიკულ წარწერებში (IX ს.) - ხელნაწერთა გარდა, ეს პრაქტიკა ქვის წარწერებშიც (ეპიგრაფიკაში) გადადიოდა დროისა და მასალის დასაზოგად.   
მაშასადამე: ეტრატზე ამოკაწრული ასომთავრული ანბანის Ⴉ  (კ /კან) და Ⴒ (ტ /ტარ) ასოები, ქარაგმით იკითხება: „კურთხეულ არს + ტაძარი“! 
ახლა კი წარმოგიდგენთ რ. პატარიძის დასკვნას, დავათის სტელას ამ საკითხთან მიმართებით:
მას ახასიათებდა  საკუთარი ჰალუცინაციური ხედვის ჭეშმარიტებად წარმოჩენა, რითაც განუზომელი ზიანი მიაყენა ქართულ ენათმეცნიერებას, ზოგადად საქართველოს, წინათართა ნაღვაწს, ჩვენს ისტორიას, წარსულს, დღევანდელობას და ა.შ. რაც კი დაკავშირებულია მარადის ტრიადასთან: „ მამული, ენა, სარწმუნოება“!
პირველ რიგში გავიხსენოთ მისი დასკვნა ასომთავრული ანბანის სახელდებასთან მიმართებით და მერე გადავიდეთ დავათის სტელას „რამაზისეულ ზღაპრებზე“.
რ. პატარიძე („ასომთავრული ანბანი“/ გვ. 20):
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავდაპირველი ანბანი არის ასომთავრული ხუცური, მისგან განვითარდა ნუსხური, ხოლო უკანასკნელისაგან მხედრული. საკითხი ისმის მხოლოდ იმის შესახებ, როდის გაჩნდა ასმოთავრული ხუცური“.
ჩვენი განმარტება:
რას ნიშნავს ეს განმარტება თუ არგუმენტი: „ საყოველთაოდ ცნობილიაო“ ?! ... მეცნიერებაზე  პრეტენზიის მქონე ადამიანმა ეს უნდა თქვას თუ დაწეროს?
ლეონტი მროველი („მეფეთა ცხოვრება“):
„ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
ლეონტი მროველს აქ, სადმე უწერია ასომთავრული ხუცურიო?
რ. პატარიძე („ასომთავრული ანბანი“/ გვ. 21):
მოჰყავს მარი ბროსეს ცნობა, რომელიც ამ უკანასკნელს გადაუწერია თეიმურაზ ბატონიშვილისაგან, თუმცა არ უჯერებს:
„არა უწიგნურნი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა ...და  წერილი მათი არსე წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმა წერილთა მათთაგან განჰყო  მხედრობისთვის  თვისისა მხოლოდ ხელითა  წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაითამე“. 
მეცნიერი რამაზ პატარიძე და მისი მიმდევრები მაინც  ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ზემოთ, ტექსტში მოცემული სიტყვა მხედრული  აუცილებლად უნდა გაგვეგო, როგორც ასომთავრული (ისე, მაინც არავინ უთხრა, რომ სიტყვა ასომთავრული ნიშნავს მთავარ ასოებს)?!
შემდეგ:
გადავიდეთ უშუალოდ დავათის სტელაზე, რაზეც რ. პატარიძესა და მის მიმდევრებს შეთხზული აქვთ გაუგონარი სამეცნიერო ტყუილი, რომელიც დღევანდლამდე მიჩნეული იყო ჭეშმარიტებად, რასაც ჩვენ დავუსვით წერტილი ... გავაქარწყლეღ!!!
დავათის სტელას ანბანიდან მან გამოყო სამი ასო: Ⴉ (კ /კან); Ⴒ (ტ /ტარ);  (ჭ /ჭარ) და განაცხადა, რომ ასო  (ჭ /ჭარ)-ს, ისე, როგორც დანარჩენ ორს, თავზე აქვს ქარაგმის ნიშანიო. 
ასო  (ჭ /ჭარ)-ს, რაზეც აპელირებდნენ რ. პატარიძე და მისი მიმდევრები, არავითარი ქარაგმა  თავზე გამოსახული, არ აქვს. ორი ტალღისებრი ხაზი, წარმოადგენს ამ  (ჭ /ჭარ) ასოს შემადგენელ ნაწილს, რაც „დავათის ანბანშიც“ კარგად ირჩევა (  ). როგორც სჩანს, იმ ეპოქის ზოგიერთი ენათმეცნიერი ამ ფაქტმა დააეჭვა და მას შეეწინააღმდეგა, თუმცა  რ. პატარიძე არც ამ ჭეშმარიტებას შეუფერხებია, მან ასეთი ვერსია წამოაყენა:
სამეცნიერო ინფორმაცია:
ქარაგმის ნიშნები რეალურად, ფიზიკურად ამოკვეთილია მხოლოდ ორ ასოზე: Ⴉ (კ)  დ  Ⴒ(ტ).
  (ჭარ) ასოს თავზე ფიზიკურად არანაირი ქარაგმის თუ პატივის ნიშანი არ არის გასმული, მაგრამ რ. პატარიძის კვლევაში ეს მომენტი შემდეგნაირად აიხსნება; 
რ. პატარიძის  „გენიალური ლოგიკა“:
მან მათემატიკური გაანგარიშებისას  (Ⴝ/ ჭ) ასო აიღო არა იმიტომ, რომ მასზე ნიშანი ზის, არამედ იმიტომ, რომ ის არის ანბანის ბოლო, დასასრულისკენ მიმავალი უდიდესი ათასეული (რიცხვითი მნიშვნელობით - 5000).
რატომ დასჭირდა მას რიცხვითი სიდიდე 5 000? უნდა მიეღო რიცხვი 284, თითქოს ეს რიცხვი კოდირებული იყო ამ სამ: Ⴉ (კ /კან), Ⴒ (ტ /ტარ) და  (ჭ  /ჭარ) ასოებში და გვაძლევდა ძვ.წ. 284 წელს.
ანბანურ ცხრილსი Ⴉ (კ /კან)-ის რიცხვითი სიდიდეა 20,  Ⴒ  (ტ /ტარ)-ის 300 და  (ჭ /ჭარ)-ის 5 000, ხოლო ამ ჯამს 5320 თუ გამოვაკლებთ სოფლის დასაბამს, ქართული ქორონიკონით (ქვარონიკონით)  5604-ს, მივიღებთ სწორედ 284-ს, ამასთან არგუმენტად მას მოჰყავდა ისიც, რომ მოქცევის 532  წლიანი ციკლი ამ წელს (ძვ.წ. 284 წ) დასრულდაო, არადა, ეს არის ათი მოქცევა, ანუ მანამდე გავლილი ცხრა მოქცევა, ნეტავ რა ქართულ მოვლენებს ემთხვევა, ხომ არ გამოუთვლია რ. პატარიძეს? 
მერე, ვითომ მყარი არგუმენტირებისთვის, კიდევ უარესი აბსურდული ვერსია წამოაყენა.
რ. პატარიძის ვერსია:
დავათის სტელაზე  (ჭ /ჭარ)-ს  აქვს უძველესი ხაზობრივი, ზემოთ ორად განტოტვილი ფორმა. რ. პატარიძე მიუთითებდა, რომ ეს არქაული ფორმა თავისი სტრუქტურით, უკვე მოიცავდა ჰორიზონტალურ შტრიხებს თავში. ვინაიდან ასოს ზედა ნაწილი თავადვე იყო
ვიზუალურად დატვირთული, ამიტომ მასზე დამატებითი ქარაგმის ხაზის დასმა გრაფემას გადატვირთავდა და წაკითხვადობას შეაფერხებდაო ... ?! ... ღმერთო, ნუ გადაგვრევ!!!  ე.ი.  *ჭ/ჭარ) გრაფემა მუდმივად დაქარაგმებული ყოფილა, მაშინ ნეტავ, როგორ არჩევდნენ მწიგნობრები როდის, რა?
ჩვენი განმარტება:
ხომ ხვდებით? ...    (ჭ /ჭარ)-ის  შემდეგ კია, ასომთავრულში კიდევ სხვა ასოები და მათი რიცხვითი სიდიდეები 10 000-ზე ადისო, მაგრამ „დასასრულისკენ“ ე.ი. წარღვნის პერიოდამდე მხოლოდ  (ჭ /ჭარ)-იაო, ანუ სოფლის დასაბამი, რადგან აითვლება 5604 წლიდან და  (ჭ /ჭარ)-ის მომდევნო ასო Ⴞ (ხ /ხან) კი გახლავთ რიცხვითი სიდიდით 6 000 (ექვსი ათასი), ამიტომ  რა მნიშვნელობა აქვს  ნიშანი ადევს თუ არა  (ჭ /ჭარ)-ს  სტელაზე, ისედაც იგულისხმება და აუცილებლად უნდა იქნას „დაბრძანებული, ზემოთ წარმოდგენილ  ჩემს  სამეულშიო, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ასო „მაგრად სჭირდებოდა“ მისი ჰალუცინაციური გამოთვლებისთვის.
მოდით, მცირე ხნით მოვეშვათ რ. პატარიძის არამართებულ დასკვნებს (როცა სრულად გაეცნობით ამ ნაშრომს, მიხვდებით მისი სამეცნიერო სიყალბის მასშტაბებს, მხოლოდ ბოლო ნაწილში დავუბრუნდებით მის ყალბ დასკვნებს) და მივყვეთ ჩვენს მსჯელობას, როგორ წავიკითხეთ დავათის სტელას ასომთავრული სიმბოლოები. 
სტელას ქვედა ნაწილში წარმოდგენილია ორი ადამიანის გამოსახულება და მარცხენა მხარეს თავს ზემოთ, ასევე მარცხნივ არის წარწერა:

პირველი ორი ასო ჰორიზონტალურ ხაზში, მარცხნიდან-მარკვენა მიმართულებით არის, ასომთავრული - Ⴂ (გ /გალ)  და Ⴓ (უ /უნ) - Ⴂ Ⴓ  (გუ) , შემდეგ მოდის  - Ⴋ (მ/ მან), Ⴀ (ა/ ან) და
Ⴢ (ჲ/ იოტა)  - Ⴋ Ⴀ Ⴢ ( მაი) , შემდეგ  Ⴒ (ტ/ტარ),  Ⴗ (ყ/ყარ) და Ⴢ (ჲ/ იოტა) - Ⴒ  Ⴗ Ⴢ  (ტყი);  მომდევნო სიტყვაა Ⴅ (ვ/ ვინ),  Ⴀ  (ა/ ან),  Ⴢ (ჲ/ იოტა) - Ⴅ Ⴀ Ⴢ (ვაი)  და ბოლო: Ⴘ (შ/ შან),  Ⴄ (ე/ ენ) - Ⴘ Ⴄ (შე);
სრული ვერსია:
1. Ⴂ Ⴓ    (გუ);
2. Ⴋ Ⴀ Ⴢ (მაჲ/ი);
3. Ⴒ Ⴗ Ⴢ (ტყჲ/ი);
4. Ⴅ Ⴀ Ⴢ (ვაჲ/ი);
5. Ⴘ Ⴄ    (შე);
(გუ, მაი, ტყი, ვაი, შე);
1. ხაზი: Ⴂ Ⴓ    (გუ) - გუარამ.
2. ხაზი:  Ⴋ Ⴀ Ⴢ (მაჲ/ი) - მამფალი;
ჩვენი განმარტება:
ვინ იყო გუარამ მამფალი, რატომ უნდა ამოეკვეთათ სტელაზე მისი სახელი და გამოსახულება?
გუარამ (გვარამ)  მამფალი (მმართველობის წლები 830 – 882 წ.წ.) - IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. აშოტ I დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი.
აქვე, გავამხელთ, რომ მეორე - მარჯვენა გამოსახულება ეკუთვნის მის ძმას ბაგრატ I-ს.
ბაგრატ I კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მთავარი (826 – 876 წ.წ.), ძე აშოტ I კურაპალატისა და ძმა გუარამ მამფალისა, რომლებიც იყვნენ თანამმართველები (სტელაზეც ერთად არიან წარმოდგენილნი).
გუარამი ცვალებადი წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლებისა და თბილისის ამირების წინააღმდეგ. ახ. წ.853 წელს იგი სომხეთის მთავარ აბულაბაზად წოდებულ სმბატთან ერთად ებრძოდა  ბუღა თურქს. მათი მოწოდებით მთიულები გადაეღობნენ ცხავატამდის (ცხავატი არის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ
საქართველოში, შიდა ქართლში, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით  სოფ. ქვეშეთამდე) შესულ არაბთა ლაშქარს და სძლიეს მას.
გვარამმა შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას „მამფალის“
ტიტული), სწორედ დუშეთის რაიონშია VIII–IX საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერში დავათის სტელა აღმოჩენილი, იმავე დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც გუარამ მამფალმა ბრძოლა მოუგო არაბებს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად აშენდა დუშეთის რაიონში IX საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ამავე ეკლესიაში მოეწყო გუარამ მამფალისადმი მიძღვნილი სტელა.
„მამფალი“ ძველქართულში (შეგახსენებთ, იგულისხმება ადრექრისტიანული პერიოდიდან), სახელობით ბრუნვაში იწერებოდა  ბოლოში ასო  იოტას (Ⴢ /ჲ) გამოყენებით, რადგან ის ხმოვანფუძიანი სახელია. აი, როგორ იწერებოდა ეს სიტყვა სამივე ისტორიულ შრიფტში:
ასომთავრული:  ႫႠႫႴႠႪႨჂ;
ნუსხური:  ⴡⴢⴡⴠⴢⴜ⴨ⴢ;
მხედრული: მამფალიჲ;
გამოთქმისას ბოლო ორი ასო (იჲ) ერთად ჟღერდა, როგორც ერთი მოკლე დიფთონგი (iy/ მსგავსად სიტყვისა „მამფალ-იი“).
სიტყვის ცვლილება სხვა ბრუნვებში (მაგ. ნათესაობითში):
მამფლისაჲ. 
რატომ დაერთვოდა სიტყვას „მამფალი“ ბოლოში ასო ჲ (იოტა), როცა მას სახელი „გუარამი“ უძღოდა წინ:
სიტყვას „მამფალი“ ბოლოში ასო Ⴢ (ჲ) იმის გამო დაერთვოდა, რომ ძველ ქართულ ენაში არსებითი სახელი + არსებითი სახელი კონსტრუქციის დროს, მოქმედებდა მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების სპეციალური წესი. როდესაც სახელი „გუარამი“ წინ უძღოდა სიტყვას „მამფალი“, საქმე გვქონდა შემდეგ გრამატიკულ პროცესთან:
მსაზღვრელი და საზღვრული: 
ამ ფრაზაში „გუარამ“ არის მსაზღვრელი (საკუთარი სახელი), ხოლო „მამფალი“ - საზღვრული (ტიტული). 
ფუძეკვეცადობა:
სიტყვა „მამფალი“ არის ი-ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიანი სიტყვა, რომელიც ბრუნებისას განიცდის ფუძის კვეცას (მამფალ-ი -> მამფლ-ის).
სახელობითი ბრუნვის ნიშანი:
ძველ ქართულში ხმოვანფუძიან სახელებს სახელობით ბრუნვაში (როდესაც ისინი წინადადებაში
დამოუკიდებლად ან საზღვრულის როლში იყვნენ) აუცილებლად დაერთვოდათ -ჲ (-Ⴢ) ნიშანი.
შედეგი:
წინმავალი საკუთარი სახელი „გუარამ“ კარგავდა ბრუნვის ნიშანს და რჩებოდა უფლექსიო (შიშველი) ფუძის სახით, ხოლო მთელ გრამატიკულ დატვირთვას და ბრუნვის ნიშანს იღებდა მომდევნო სიტყვა. შესაბამისად, სახელობით ბრუნვაში ვიღებდით: „გუარამ მამფალიჲ“ (გუარამ მამფალი).
ტერმინი „მამფალი“ ნიშნავს „მამა-უფალს“ (ქვეყნის პატრონს, მზრუნველს). ბაგრატიონთა დინასტიაში ამ ტიტულს ატარებდნენ ის წარჩინებული უფლისწულები, რომლებსაც არ გააჩნდათ ბიზანტიური საპატიო წოდებები.
მიუხედავად იმისა, რომ იგი  კურაპალატი არ ყოფილა, გიორგი მერჩულე მას მაინც „დიდ მამფალსა“ და „დიდ ხელმწიფეს“ უწოდებდა, მისი დიდი პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების გამო. (შენიშვნა: ისტორიაში არსებობდა სხვა პირი - გუარამ I, ქართლის პირველი ერისმთავარი /VI საუკუნე/, ვინაც ბიზანტიის კეისრისგან ნამდვილად მიიღო კურაპალატის ტიტული, თუმცა ის IX საუკუნის გუარამ მამფალში არ უნდა აგვერიოს).
მაშასადამე, გვარამ მამფალი სწორად წაკვიკითხავს, ანუ, დავათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სტელაც (გამომდინარე მასზე ამოკვეთილი გვარამ მამფალისა და ბაგრატ I-ის გამოსახულებებით) არის ახ.წ. IX საუკუნის, არა უადრეს  ახ. წ. 853 -დან (არაბთა ძლევის თარიღი), არა უგვიანეს ახ.წ.  882 წ-მდე პერიოდისა.
გადავიდეთ შემდეგ სიტყვაზე;
3. Ⴒ Ⴗ Ⴢ (ტყჲ/ტყუეჲ); 
სიტყვა „ტყვე“ ძველ ქართულში, სახელობით ბრუნვაში იწერებოდა, როგორც „ტყუეჲ“, ასო იოტას (Ⴢ) გამოყენებით. ასომთავრული შრიფტით ეს სიტყვა იწერებოდა - ႲႷႳႤჂ.
ანბანური ანალიზი და მართლწერა შრიფტების მიხედვით:
ასომთავრული - Ⴒ (ტ) Ⴗ (ყ) Ⴓ (უ) Ⴄ (ე) Ⴢ (ჲ); 
ნუსხური - ⴲⴗⴓⴄⴢ
მხედრული - ტყუეჲ;
გრამატიკული და ფონეტიკური წესი,  ორმარცვლიანი ფუძე:
ძველ ქართულში სიტყვის ფუძე იყო ტყუე- (ხმოვანზე დაბოლოებული).
ბრუნვის ნიშანი:
ვინაიდან ფუძე ხმოვნით სრულდებოდა, სახელობით ბრუნვაში მას აუცილებლად დაერთვოდა ბრუნვის ნიშანი იოტა  (ჲ /Ⴢ).
გამოთქმა:
სიტყვა წარმოითქმებოდა ორ მარცვლად: (ტყუ-ეჲ), სადაც ბოლო ბგერა იყო მოკლე ნახევრადხმოვანი.
შემდეგი სიტყვა:
4.  Ⴅ Ⴀ Ⴢ (ვაჲ/ი);
ძველქართულში ხშირად გამოიყენებოდა, თუმცა ის წარმოადგენდა არა არსებით სახელს, არამედ შორისდებულს, მწუხარებასა და ტკივილს გამოხატავდა.
ძველ და კლასიკურ ქართულში (მაგ. ძველ ხელნაწერებსა და „ვეფხისტყაოსანში“,  სიტყვა „ვაჲ“ დადგენილია, რომ ასო ჲ-თი (იოტა) იწერებოდა.
ისტორიული ფორმა:
ქართული ანბანის ძველ ვერსიებში ბგერათშეთანხმება „ვაჲ“ გამოხატავდა ძახილს (ტირილისა და გლოვის აღმნიშვნელ სიტყვას).
ანუ ვაი-ში, ასევე შეგვიძლია ვიგულისხმოთ ვაი -ჩემდა.
ესეც მართებულად წავიკითხეთ.
ბოლო სიტყვა:
5. Ⴘ Ⴄ (შე / შემიწყალე/ შემეწიე);
აბრევიატურა „შ~ე“ (ანუ ქარაგმით დაწერილი „შე“, ნიშნავს „შემიწყალე“ ან „შემეწიე“). გვხვდება თითქმის ყველა ტიპის ძველქართულ ხელნაწერსა და საეკლესიო წყაროში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ქარაგმა ქართულ მწიგნობრობაში. 
კონკრეტულად ეს ქარაგმა ფართოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ძირითად წყაროებში:
1. ხელნაწერი ანდერძ-მინაწერები (კოლოფონები); 
2. ეპიგრაფიკული ძეგლები (ქვაზე ნაკვეთი წარწერები);
საქართველოს სხვადასხვა კუთხის (განსაკუთრებით სვანეთის, ტაო-კლარჯეთისა და მცხეთის) ეკლესია-მონასტრების კედლებზე, ფრესკებსა და ქვაზე ნაკვეთ წარწერებში ეს ქარაგმა ხშირად მეორდება.
ეპიგრაფიკულ ძეგლებში, სადაც წერის ადგილი შეზღუდული იყო, ხშირად გვხვდება: „ქ~ე  შ~ე“ (ქრისტე, შემიწყალე). 
უფრო ხშირად ნიშნავდა შემიწყალეს, ამიტომ ჩვენც ამგვარად დავაზუსტოთ - შემიწყალე.
სტელაზე  ამოკითხული ეს წარწერაც  სწორია.
დასკვნა:
დავათის სტელაზე არის შემდეგი წარწერები:
1. მიქაელ;
2. ასომთავრული ანბანი (37 ასო);
3. გუარამ მამფალი ტყუეი, ვაი (ჩემდა), შემიწყალე (შემეწიე);
P.S.
რაც შეეხება დავათის სტელას ქვედა ნაწილზე გამოსახულ ორ ფიგურას და რ. პატარიძის მიერ მათ იდენტიფიცირებას, ჩვენგან მარცხნივ - ფარნავაზ მეფე და მარჯვნივ მირიან მეფე, მართლაც სამეცნიერო ჰალუცინაციაა, ისინი წარმოადგენენ გუარამ მამფალს (მარცხნივ) და ბაგრატ I-ს (მარჯვნივ).
რ. პატარიძე  მიუთითებდა, რომ სტელის ქვედა ნაწილში (თვითონ რომ მირიან მეფედ მიიჩნევდა და აღმოჩნდა ბაგრატ I),  მარჯვნივ, ფეხებთან იყო კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა:
      1.  Ⴕ  ქ  (ქან)      3. Ⴒ ტ (ტარ), 
      2. Ⴖ ღ (ღან)            4.  Ⴙ ჩ (ჩინ)
                                        5.  Ⴚ ც (ცან)
რომელსაც ის კითხულობდა ზემოდან-ქვევით: „ქრისტე  ღმერთის ჟამეული“, ანუ Ⴒ  (ტ /ტარ)-ის  ნაცვლად ჟ (ჟან)-ს, იმიტომ, რომ ზემოთ წარმოდგენილი მისი სამეცნიერო ჰალუცინაციით უნდა მიეღო კონკრეტული წელთაღრიცხვა: ქრისტეს შემდგომი (ქ.შ.),  ანუ ქრისტე ღმერთის ჟამეული (ქ. ღ. ჟ.), რათა
ასმოთავრული ანბანის ასოთა მწკრივში ჩ (ჩინ) და ც (ცან) ასეობის  რიცხვითი მნიშვნელობები ჩეთვალა წელთაღრიცხვის მისთვის სასურველ წლებად - ახ. წ. 311-ად თუ კიდევ სხვად (მოგვბეზრდა მისი სამეცნიერო სისულელეების გასწორება/ „არ განემართების კუდი ძაღლისა და არცა კირჩხიბი  მართლად ვალს), რითაც ვითომდა ადასტურებდა მირიანის მიერ იბერიის გაქრისტიანების ახალ თარიღს.
ჩვენ არ გვაქვს ბაგრატ I -ის ფეხებთან განთავსებული  წარწერის ზუსტი ასლი (ფაქსიმილი), რ. პატარიძის ნაკვლევ-ნაცოდვილარს კი არ  ვენდობით, თუ ვინმე მოგვაწვდის მას, დავიწყებთ მასზე მუშაობას, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ კონკრეტულ ადგილზე ამ წარწერის  არსებობას საერთოდ უარყოფდა და სტელას დაზიანების კვალად მიიჩნევდა.
მიუხედავად ამისა, ზემოთ წარმოდგენილი ეს წარწერა ამ წყობით:
1. Ⴕ  ქ  (ქან)    3. Ⴒ ტ (ტარ), 
2. Ⴖ ღ (ღან)    4. Ⴙ ჩ (ჩინ)
                            5.  Ⴚ ც (ცან)
სტელას ანბანში არის ასო  ჟ (ჟან) და მას რატომ ვერ გამოიყენებდა მწიგნობარი, თუ კი  ტ (ტარ) ასო არ სურდა დაეწერა ზემოთ წარმოდგენილ წარწერაში, რათა მიეღო ქღჟ ასოთა თანწყობა, თუ მას სჭირდებოდა ტ(ტარ) ასოს რიცხვითი მნიშვმნელობა 300 და ჟ (ჟან)-ის რიცხვითი სიდიდე კი იყო - 90, მაშინ ჟ (ჟან)-ს დაწერდა მაგ წარწერაში და როგორც რ. პატარიძე განმარტავს პერგამენტზე წარმოდგენილ  (კან)-თან და ტ(ტან)-თან მიმართებით, რომ ამ ასოების ქარაგმები არა სიტყვათა კვეცადობისათვის არის გამოყენებული, არამედ ასოთა რიცხვით მნიშვნელობებადო, ამიტომ მწიგნობარმა დაწერა ტ (ტარ) ასო და იგულისხმა ჟ (ჟან) ასოო, მაშინ მწიგნობარი რ. პატარიძის ლოგიკით, გინდათ მეთოდოლოგიით ამ წარწერაში წარმოადგენდა ასო ჟ (ჟან)-ს  ასო ტ(ტარ)-ის ნაცვლად კი არა, ორივე ასოს გვერდი-გვერდ და ტ (ტარ)-ს დააქარაგმებდა, ხოლო ჟ (ჟან)-ს დატოვებდა სხვა ასოთა მსგავსად დაუქარაგმებლად, ანუ რა მეთოდიც „მოგიზღაპრათ“ რ. პატარიძემ, ისე მოიქცეოდა. ე.ი. გვექნებოდა ასეთი წარწერა:
ქ ღ ჟ ტ (თავზე ქარაგმით, როლეიც აღნიშნავდა რიცხვით სიდიდეს - 300) ჩ ც და არა ისე, როგორც ამას რ.პატარიძე განმარტავს:
თურმე ქ - ასოში აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ ქრისტე, ღ - ასოში  ღმერთი, ტ ასოში 300 და ამავდროულად ჟ ასოც, თავისი შინაარსით - ჟამეული, მერე ისევ ასოები ჩ და  და მორიგი სამეცნიერო ჰალუცინაცია..
ძალიან გვიჭირს ამ აბსურდზე დროის ფლანგვა, მაგრამ? ... რ. პატარიძე რომ არა, დავიღუპებოდით!
ჩვენ მაინც გავეცანით ამ წარწერას, გვაქვს ვერსია, ოღონდ არა ჩანაცვლებული ჟ(ჟან)-ით, ისე, როგორც ეს წარმოდგენილია ზემოთ ტ (ტარ)-ით, მაგრამ არ გავასაჯაროებთ, განვმარტეთ უკვე, ფაქსიმილის არქონის გამო.
ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ თავს და ქვეყანას!
P.P.S.
დარწმუნებულნი ვართ, ამ კვლევის წამკითხველი ყველა ენათმეცნიერი ჩვენზე გაბრაზდება, არა რ. პატარიძეზე ან მათზე, ვისაც დღემდე მიაჩნია, რომ ქართული ანბანური დამწერლობა თითქოს ვიღაც მწიგნობარმა „ხის ჩეროში“ წამოწოლილმა შექმნა.
რა არაადამიანურ შეურაცყოფას აყენებენ ჩვენს წინაპრებს - ქართველებს, რომლებმაც პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო (ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკოსი, ჰეროსი, ეგროსი, კავკასოსი, ლეკოსი, ეგ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვაი-მეცნიერები რომ ზღაპრად მიიჩნევდნენ ამ ისტორიულ ცნობებს) დააარსეს სოფლის დასაბამიდან, ქართული ქორონიკონით  მეექვსე მოქცევის 221-ში (თეიმურაზ ბატონიშვილი) - ძვ.წ. 2723 წელს, იმ ჟამეულს, რომლის დაახლოებით თვრამეტი საუკუნის შემდგომ გამოჩნდნენ ის ეთნოსები, თქვენ, რომ ფიქრობთ თითქოს მათგან „გადააშპარგალკეს“ ჩვენმა წინაპრებმა ანბანური დამწერლობა და საერთოდ, თურმე ევროპა ყოფილა აკვანი თუ „აკვნის დედა“ კაცობრიობის ცივილიზაციის დაარსებისა (რაც გააბათილა თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა და დაადასტურა ქართველთა  უპირველესი ანუ Y დნმ ქრომოსომის  G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელთა როლი)  და თურმე „სანთლები უნდა ვუნთოთ“ ჩვენი ისტორიის გამყალბებლებს.
ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ, ათი წელია წესიერად არ  „გაგვიტეხია ღამე“, თვალები ამოგვიღამდა წიგნებში თავჩარგულთ და კომპიუტერთან მჯდართ, პატივი ეცით სხვის შრომას!
ავტორები:
ალექსანდრე ტაბატაძე
თემურ ტაბატაძე
22 ივნისი 2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები