ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2026


ლამაზების დასია

ეკა, მაკა, თიკა, ლიკა,
მერი, ნინო, ნათია,
ყველა სიყვარულისთვის და
სიკეთისთვის ანთია.

რა ვქნა, მიყვარს ვინც ჩვენია,
ვინც შველივით ნაზია...
უცხოს ჩვენი მირჩევნია,
ღმერთო, რა ლამაზია!

აქ სიყვარულს, სილამაზეს,
სიკეთესაც ფასი აქვს...
ვინც სამყაროს გვილამაზებს,
ლამაზების დასია!

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები