ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2026


გაციებული სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი
გაციებული სონეტი

(ჩემი გაციება არ შეიძლება,  ვწევარ და ასეთ სისულელეებს ვწერ!)

უცებ რომ ქვეყნად  ყველას ის ტანსაცმელი ეცვას,
რაც პიროვნულად ღირს.
ერთ დღესაც  ასე მოხდეს, ვინღა დაიწყებს ღრეცას?
ჰალსტუხი უნდა ვირს?

ან  ყველას სახლი ჰქონდეს საფერად მოწყობილი,
იქ ედგეს, სადაც ხამს.
ვინმეს  შეხედავ? - უცებ უჩანდეს ეშვი-კბილი.
ან  წამში ცნობდე  ხამს.

და ფულად  ყველას სწორედ იმდენი  ედოს,
მისას უდრიდეს ფასს.
რას იპოვიდა ზოგი  თავისთვის საიმედოს?
რა  უშველიდა ფარსს?

თავს  ამ ფიქრებით ვიქცევ,  იმედი? - აღარც რისი.
გარეთ? - მზე! აღარ ცრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები