 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნარკოზის სონეტი
(სონეტის დრამატიზაციაში ვვარჯიშობ, დედი, ისე, სტამბულის კაჟივითა ვარ!)
სამკალი - მართლა უხვია, კალია-ღაა მომკალი. - ჭრილობა გადაუხვია?- - ნერსის ხმა, ხელში - ბოკალი,
ბოკალში - ლიმონათია, არა რამ ალკოჰოლი და ეკუთვნის, ღამე ათია. რაღაცა მესმის ჰოლიდან?!
ადგილობრივი ნარკოზი? - ალბათ მთლიანი ერჩია. ხახა მაქვს ამონაგოზი. რა მტკივა? რაღაც - ფერდშია!
ახლა თუ არ ხარ მომკლავი, ღმერთო, სჯობს გამიხმო მკლავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|