ვარდების სურნელს მაგონებ, როცა გიყურებ ვშვიდდები, ამ გადავსებულ ვაგონებს, ვარდით ავავსებ გპირდები, გავძარცვავ ისევ სამყოფელს, აქ დარი დარობს აგვისტოს, სხვა ვერ ვუყავი ამ სოფელს, ბედი ისედაც არ მინდობს, გული სიჩქარით რომ მიცემს, ალბათ სიშორის ბრალია, მე ამ სამყაროს კვლავ მივცემ სიტყვებს, რომ ვამბობ კვალია, ნაფიქრი ქალი მაოცებს, აქ ჩემიანად გიპოვე, და თუ შენ კიდევ მაკოცებ, ვერ შემაშინებს სიშორე, შენ რომ ყმაწვილი დამარქვა, ვერ შეველევი ზნეობას, მინდა ზნე იყოს გარდაქმნა სხვა მე არ მინდა სხვაობა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|