#ლექსები
ნინო დარბაისელი
კაირო. გიზა (სონეტი)
ქვეყანა ძილს რომ დაიმძიმებს, ჩემთან გამოდი, დე, მიეძინოთ მუეძინებს ბნელ საღამოთი!
და ანათებდნენ მეჩეთები, აქ სიშორეში, შემოვილიე მე - “ჩათები”, აღარ მოვეშვი!
ვიხილოთ ღამის პირამიდა - მართლა ახლოდან. მე ხეტიალი - შენთან მინდა, მინდა ვახლო თან
ხელი გრილ კედელს, ხაოს მისას- - მარადჟამისას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|