ჩამოვიღვენთე, როგორც სანთელი, მელის ოშკი და მელის ხახული... სიზმარში მლოცავს გრიგოლ ხანძთელი - დედასამშობლოს მოჭირნახულე.
ისევ ჩამოწვა შავი ნისლი და დრო ისევ გადის სიმწუხარეში... მე არსად წავალ ჩემი მიწიდან, ყველაფერი მაქვს მშობელ მხარეში.
მსურს მოვილოცო ტაო-კლარჯეთი, სალოცავების მადლით ავივსო... როცა მოვკვდები, მჯერა: დავრჩები ამ ქვეყნის გულში სამარადისოდ.
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|