ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2026


* * *

სალაზარი ისევ გზადაგზა ეძებდა საიმედო ადამიანს,როცა მას მის დეიზი შეხვდა შემთხვევთ,სწორედ იმ ქუჩაზე სადაც სალაზარი გაიზარდა.მშვიდი,წვიმიანი დღე იყო როცა დეიზი მარკეტიდან გამოვიდა,ფეხი დაუცდა და პირდაპირ სალაზარის ფეხებთან დაეცა.დეიზი მალევე მოეგო გონს როცა მას სალაზარმა ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.ორივემ გაკვირვებული თვალებით შეხედეს ერთმანეთს და გაეღიმათ.სალაზარი ღარიბ ოჯახში იზრდებობდა მას არ ებადა რამე ისეთი რის გამოც დაგამახსოვრებდათ თავს,მაგრამ თავმდაბალი და გულმოწყალე ადამიანი იყო.დეიზი საშუალო ფენის წარმომადგენელი და ამავდროულად ამაყი და სახელოვანი მამის შვილი იყო რაც მისთვისაც გახდა სიამაყის საბაბი მომავალში.მოკლედ ასე გაიცნეს ერთმანეთი სალაზარმა და დეიზიმ.ორიოდე წლის შემდეგ სალაზარსა და დეიზის უკვე ნათლად ჰქონდათ გრძნობები ერთმანეთის მიმართ გამოხატული,მაგრამ სალაზარის სიჯიუტის გამო მათ ვერც ერთი დღე ვერ გაატარეს ისე რომ მათი კამათის ხმა ქუჩის ბოლომდე არ მისულიყო.
ერთ მზიან დღეს სალაზარი ჩვეული ნაბიჯებით მიაბიჯებდა შინისკენ როცა დეიზის განწირული ხმა გაიგო,შეცბა და შეშინდა სალაზარი,ძალა მოიკრიბა და დეიზის სავარუდო სამყოფელისკენ გაიქცა რა დროსაც დაინახა რომ დეიზი აივანზე იდგა და გადმოხტომას აპირებდა.
-მიშველე გთხოვ...
ეძახდა დეიზი სალაზარს.
სალაზარი ხმას ვერ იღებდა ,ვერ გაეგო რატომ იდგა იქ აივანზე დეიზი და რატომ აპირებდა გადმოხტომას.ორიოდე წუთის შემდეგ სალაზარი დეიზისთან სადარბაზოდან ავიდა და ოთახის კარი შეანგრია.შემზარავი სურათი დახვდა სალაზარს ოთახში.ახალგაზრდა კაცის გვამი ეგდო იატაკზე და სისხლში ცურავდა,შეეშინდა სალაზარს თუმცა დეიზისკენ  წავიდა რა დროსაც დეიზი აივნიდან გადახტა და მთელი ძალით დაენარცხა მიწას.სალაზარი გაოგნებული იდგა ორ გვამს შორის,დეიზისა და მის საყვარელს მარტის შორის რა დროსაც პოლიცია მოვიდა და სალაზარი შემთხვევის ადგილს გაარიდა.
ამ დღის შემდეგ 40 წელი იცხოვრა სალაზარმა,ყოველ დღე აგონდებოდა ტრაგედიის დღე და მაინც დეიზის მისტიროდა მის ტრაგიკულად დაღუპულ საცოლეს რომელმაც უღალატა და სხვა კაცში გაცვალა.როგორც გამოძიებიდან დადგინდა მარტიმაც თავი მოიკლა.გაურკვევლობაში დარჩენილი სალაზარი იქვე მდებარე სკვერის ხშირი სტუმარი გახდა.სკვერში ხშირად ისეთ ამბებს ისმენდა ხოლმე გამვლელებისგან რომ მისი ცხოვრებისეული ტკივილი ავიწყდებოდა ხოლმე და სხვა რამეზე გადაერთვებოდა,ძველ ბინაში ბრუნდებოდა და წიგნების კითხვაში აღამებდა.ერთ დღეს სალაზარი სკვერში აღარ გამოჩნდა,გავიდა კვირები და სალაზარი დაკარგულად გამოცხადეს ადგილობრივმა გაზეთებმა.ორი კვირის შემდეგ სწორედ იმ ადგილას იპოვეს მისი ცხედარი სადაც დეიზის პირველად შეხვდა მარკეტის მიმდებარედ.ქალაქში ყველას ემახსოვრება დეიზი,სალაზარი და მარტი...ამჯერად მათი ტრაგიკული აღსასრულისთვის...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები