ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2026


დრო საკუთარი თავის ტბორია

დარტყმებმა შექმნეს ელვა ლენტური,
უდროო „როკი“ და დრო „ბითია“.
მონარქის ფრთების ეკვივალენტი
ფუძის ნიავთან ფარდობითია.

მაცუოს ნიავს ვატან უჩივას —
არაფერია, სადაც დებული.
და ლენტურ ელვას სულ გაუჩინა
სიომვე ელვა განშტოებული.

ჩრდილოეთი ჭამს თავის ბორეასს,
დრო იშლებოდა მწარე სიოდან.
დრო საკუთარი თავის ტბორეა,
ტბორსაც თავისი ჩრდილი სციოდა.

შეცნობა მზეა და სამსახური;
აბსურდისტობა — ფუძეს მკის ბრბოში.
მიმყავს ჰაერით — ქვა ქარსახული,
და დრო საკუთარ თავს ჭამს კიბოში.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები