ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტინ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 აგვისტო, 2026


სიტყვაძუნწი ამბები შენზე ( თ....მ...)

გარეთ სეზონური წვიმებია
ცაზე კი ღრუბლები კარამელის,
და ზამთრის ჩიტივით ცივდებიან
ეგ მკრთალი თითები  საყვარელო.

რომ თითქოს ტიტანებს ვეჭიდები
რომ ჰადესამდეა გზა იოლი,
ჩნდება პაწაწინა ნაოჭიდან
მთელი კოლორადოს კანიონი.

რომ ეს შეღამებაც ჟარგონია
სადღაც გაელვებით წამიერი.
და ვარ ჩამომდგარი ვაგონივით,
რესლებდაჟანგული ვაგონივით
ისე ამაზრზენად ცარიელი..

რომ კვლავ სეზონური წვიმებია
ცაზე კი ღრუბლები კარამელის,
და ზამთრის ჩიტივით ცივდებიან,
მწარე სიტყვებივით მძიმდებან
ეგ მკრთალი თითები  საყვარელო...



-----

მთელი ღამე საშინლად წვიმდა,
ვიდექი რაფასთან
და ვუყურებდი გარდაცვალებას...
სულის_ რომელიც სხეულიდან გასვლას ცდილობდა.
ჰო! მე ვიყავი,
უგულო და ამაყი ზეცა
და დალიბრული თვალებიდან მსდიოდა ცრემლი.
როცა მითხარი რომ უბრალოდ
ჩემგან მიდიხარ,
ვიმეორებდი რომ კაცები აღარ ტირიან...

-----


ჩემში არაფერია,
მხოლოდ თვალებში ამომდის მზეები.
და დახეთქილი ხელებით თუ სტრიქონებს ვწყემსავ
მაშინ იწამე,
რომ ღრუბლებიდან ამოვიზარდე
და მხოლოდ შენი ცივი მზერა მაცვია ტანზე.
როდესაც მთვარე ზღვის ტალღებზე ცურავს მორივით
შეგაშინებენ ფიქრები და დაიწყებ წრილას.
არაფერია ჩემში საერთოდ,
დამაქვს ხეების სიმარტოვე
როგორც ხელფასი…
რომელსაც ვიღებ გამთენია
და ვეღარ ვფლანგავ.
არაფერია ჩემში საერთოდ,
გთხოვ დამივიწყე…
როგორც ზღაპარი ბავშვობაში რომ გიყვებოდნენ.


-----
...

გთხოვ დავიწყე
და წამოდექი…
გასხვისთავებას
ხელი აღარ შემოაშველო,
არ გაგიკვირდეს,
ყველაფერი ხარ ასე რომაა,
ჭირს წაუღია
მთელი ქუჩის მითქმა - მოთქმები ,
თუ სიკვდილია
გაორებით.  იყოს !ასე რომ
ეს უშენობით მოვლენილი არსებობაა..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები