ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2009


შორია, შორია, შორია...

მუდმივად ცას ვებღაუჭები,
მუდმივად ზეცისკენ მივიწევ...
შენ კი, თუ დღეს გეხამუშები,
ხვალ უკვე თითქმის მივიწყებ...

მე მაინც ცას ვესათუთები,
ისიც მიღიმის - პირით მზე.
მზის იქით ღმერთს ვესაუბრები,
მზის აქეთ ტყვიას ვიმიზნებ.

მთისკენ გამირბის გონება,
ცის სასთუმალი მგონია -
ნაკურთხი უფლის ქონება.
ბარში კი, მხოლოდ ფონია.

მთაში გავდივარ ამაღამ,
მამის კვალს დავედევნები,
ბევრი დრო დამრჩა განაღა?!...
გზაში ჰყავს სიკვდილს მდევრები.

სინათლე,
სინათლე,
სინათლე -
სულ ერთი ნაბიჯი გვგონია..
თუმც კი, არსებობს სიმართლე,
რაც ჩვენ
ვერ მოგვიგონია...

სილაღე,
სილაღე,
სილაღე -
ერთი ნაბიჯი სილაზე -
მხოლოდ ფონია...

სიმართლე,
სიმართლე,
სიმართლე -
სულ რაღაც ნაბიჯი სიმდაბლე -
შორია,
შორია,
შორია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები