ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2026


ნაცნობი ქარი



ოხ ეს ორპირობა ქარსაც კი ცოდნია,
ჩემთვის სხვაგვარია ახლა ეს ზაფხული,
გზებზე მივაბიჯებ და აზრებს ცოდვიანს
დავსდევ ნაპერწკალად ისევ დაზაფრული.

გარეთ გარიჟრაჟი და ფიქრის ღაღადი,
გულმკერდს მიბჯენილი თურმე ეს თოფია,
როცა მომენატრა ჭალებში ნავარდი,
ღელეს აყვირებულს დავსდევდი ცოფიანს.

გულის კარნახია ყოველი სამარხი,
ახლა სილაშიაც აღარ რომ ვთამშობ,
ყანები დამრჩენია უთუოდ საფარცხი,
ბუნება ჭაობია და ზღვებად განგაშობს.

ოდას გალესილსაც, ფარ-ხმალით ვეწვიე,
ოდა მთვარიანი, ოდა სიჭაბუკის,
მერე  ყველა სტუმარს მე გადავეხვიე,
რამდენს დავთვრებოდი ალბათ ღემრთმა უწყის.

ოხ ეს ორპირობა ქარსაც რომ სცოდნია,
განგაშს აყოლილი დამიცხრა მტევნები,
აქაც საიქიო,უკან არ მოდიან,
ძალზედ დამძიმდაო ეგ თქვენი ჭევრები,

გულში ეკალბარდი, მზით რომ გაიხარა,
ალბათ პაპისეულ ბაღნარებს ვუცქერდი,
მთვარემ გარიჟრაჟზე მზეც კი დაიბარა,
მე კი დამიბერდა საჩინო გულმკერდი...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს