ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2026


* * *

მარტოდ ყოფნისთვის სასარგებლო გამოღვიძება.
მე დღეს ვიბრძოლე გაღვიძება უსიხარულოდ,
დაქროდა ქარი და მივყავდი მდორე დინებას,
იბრძოდა გული,დარჩენილი უსიყვარულოდ.
მართლაც რომ სუფევს, ძილი არის ახლა წამალი,
როს მართალ გულებს გაღვიძება დღეს უწერია,
დავდივარ მარტო და გავთელე ყველა სავალი,
განგებას ვჩივი,ბედისწერას მოუწყენია,
სადაც აღმართებს, ვარდის სურნელს და თეთრ ხელმწიფეს,
ჩემი დილისთვის მოსალმება გადუწყვეტია,
ყველა ქლიავი დააყარეს და თან გაკრიფეს,
ბევრი ჭრილობა დაგვიმარცვლეს,ცაც კი რეტია.
ამ გამხნევებას, უცილობლად ავად ვუცქერი,
რომ განზე დგომით სიცოცხლეა,გარიჟრაჟია,
დავდივარ მარტო მაგრამ კიდევ ასე სულ მთელი,
ყოველი სიტყვა გაცინებად და თან შარჟია,
მე ყოველ მარცვალს რომ მოვიმკი ესეც იცოდეთ,
თუმცა სათესავ ამ ჭრელ ყანებს წვიმა ებრძოდა.
სიკვდილის შიში და წვალება,რაღა სიცოცხლედ,
სადაც მანდილსაც ფერთა გამად თეთრი ებოძა...
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები