მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2026
სონეტი - ჩვენ
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სონეტი - ჩვენ!
ჩემთაობელებს უკვე
ხანდაზმულები გვქვია.
სად გაქრა სიჭაბუკე,
რა წისქვილს დაუფქვია?
ქვეყნად რა აღარ ვნახეთ,
ეპოქებს მოვესწარით,
გვცნობენ გარდასულ სახედ,
ნებით ტკბილს არ ვცვლით მწარით?
ხმაურიც კარგად ვიცით
ჩვენ - ართქმას ნაჩვევებმა,
ვერ მოგვატყუონ ფიცით
კაცობის ნარჩენებმა.
სიცოცხლის სიხალისევ,
ვინც დავრჩით, ვდგავართ ისევ!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
სიცოცხლის სიხალისევ,
ვინც დავრჩით, ვდგავართ ისევ!
ასი წელი სიხარულითა და მხნეობით .
სიცოცხლის სიხალისევ,
ვინც დავრჩით, ვდგავართ ისევ!
ასი წელი სიხარულითა და მხნეობით .
მუხა.
2026-09-02 01:24:57
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
17.10.2026 14:38:11