ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2026


მზის უკანასკნელი დაბადება


ქარმა მასშივე დამარხა გუგა,
არყოფნის ჩრდილებს შიგნიდან გლოვობს,
შეეწება ნაპრალი ნუგეშს —
სინათლის ნაშთი რომ შეაგროვოს.

მზეს ნამი უკან წყალსავით მოსდის,
ცამ უნდა კვეცოს მზის ჟონვა ფართე.
მზე სისხლით ისე გაავგაროზდა —
კოსმოგონიურს აფრქვევდა ნათელს.

სივრცის გულიდან, ვით ნაპერწკალი,
პირველქმნილი ხმა გაცდა გალიას.
ლაჟვარდისფერი დაიფრთხო კანი —
მზემ საკუთარი ჩრდილი დალია.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები