ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2009


სადამდე შეიძლება მივიდეს ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება

    როდესაც კონვენციურ ლექსს ვკითხულობთ, ჩვეულებრივ,ვუკვირდებით რითმასაც.ვარკვევთ,რამდენად  ახალია,როგორ  ერგება ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას. არის უამრავი კარგი ლექსი,რომელის სულაც არ გამოირჩევა ორიგინალური რითმებით,არის ლექსებიც,სადაც ორიგინალური  რითმების სიჭარბე  ვერაფერს შველის.
ზომიერება  და კომპოზიციის გრძნობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე სანდო მოკავშირეა.
ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება საბოლოოდ  ირონიულ-პაროდიულ ლექსამდე მიდის  და ამის გამოცდილება უკვე არსებობს ქართულ პოეზიაში.
რა იწვევს კომიკურ ეფექტს  ასეთ შემთხვევებში? ამ კითხვაზე ,ჩემი ფიქრით,პასუხი ასეთია.
ლექსის ტექსტის ''შესავსებად'' ორიგინალური რითმის მოძიების შემდეგ ავტორს უხდება მუშაობა იმაზე,რომ შინაარსი მოარგოს  მას.ეს მოურგებლობა,საგანთა მოვლენათა ,სიტუაციათა შორის,რასაც ფროიდი  ანეგდოტის  სპეციფიკაზე მსჯელობისას კომიზმის საფუძვლად მიიჩნევს,ქმნის  სწორედ კომიკურ ეფექტს ლექსში,რადგან ,ამასთანავე , ბადებს მოულოდნელობის ,უჩვეულობის განცდას მკითხველში    ტრადიციული  თემებისა და  გამოსახვის საშუალებათა ერთფეროვნების ფონზე ახალ თემასთან ან ახალ , წინასწარგამოუცნობ  შინაარსთან ,სიტუაციასთან შეხვედრის გამო ,მაგრამ  უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან  ლექსში შექმნილი მხატვრული კომიკური ეფექტი და კომიზმი,რომელიც წარმოიშობა წარუმატებელი ლექსის შემთხვევაში და მიემართება ავტორის შემოქმედებით უმწეობას,მარცხს.ამაზე ოდესმე ცალკე ვისაუბრებთ,ან უმჯობესია,თავად მოიძიოთ  დეიმურაზ დოიაშვილის  არც თუ დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნი ''ჭანტუროლოგიური შტუდიები''/,თბილისი,2008/ ახლა კი...

ამას წინათ ერთ საიტზე ასეთი ლექსი დაიდო:


X X X


ხელები მძიმე, როგორც ტორები,
ალბათ შეჩვეულ ტკივილს ვტოვებდი,
მაქვს სიმსუბუქე მონაპოვები.

ახლა ბევრი ვარ, ალბათ შენ მეტი.
ცა - დედამიწის ლურჯი ბერეტი,
სხეული როგორც რაღაც ზედმეტი...


ამ ლექსმა ვერსიფიკაციული თამაშის ხასიათზე დამაყენა.
გამომივიდა მონორითმული,/ჩვიდმეტერთეულიანი/ ლექსი.
ეს თავისებური რეკორდია, მაგრამ რად გინდა!
ასე ხომ დაუსრულებლად შეიძლება თამაში,თუკი არ დაიზარებ.
საქმე - სათქმელის ქონაა!

მილიტარული სალაღობო რატის და რიტას

თავზე - ბერეტი,ხელში -' 'ბერეტა''.
ტიპი რაღაცამ გააბოროტა...
ამ სანახავმა განაბა როტა,
როგორ აუღონ მას აბაროტი!
მოდი და გული გაუთბე,რიტა,
თორემ მის ტვინში ჩქარდება რეტი,
მიუხმატკბილე:-''ჩიო სტაბოი,რატი?'
თამამად უთხარ ,''და უბირი, ტი!''
ან შეაშინე, ''ნაშიხ ბირუტო''!
შენ ხომ რუსი ხარ,ან ბურიატი,
მაგრამ საბარე ,საკაბარეტე,
ხარ მექსიკური, სავსე ბურიტო,
რადგან გიხდება ეგ გაბარიტი.
შემოგხვევია ეგ კაბა,რიტა...
/ნეტა ამდენი ვილაყბე რატო?/

გაკვირვებული ამბობს ბორატი:
- ეს თუ ლექსია, მართლა ,ბარო,ტო!

- - - - -- - - - - - -
ბორატი - გახმაურებული ფრივოლური დოკუმენტურ-კომედიური კინოსერიალის მთავარი პერსონაჟი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები