*** ჩემი აივნიდან შენი კორპუსი ჩანს. ღამე როდესაც ჩამოდგება შენ არასოდეს აღარ მოხვალ. ღამე როდესაც ჩამოდგება გაინათებენ კორპუსები ფანჯრებს ასფერად.
ვეღარ გამანდო ძველებურად ყველა ნაღველი, ხოლო შენ კიდევ რაღაც დაგრჩეს სალაპრაკო. არავინ იცის რა მოხდება, ანდა რა გველის, ყველა ამბავი, რაც მომხდარა, ზღაპრობს, არაკობს. ნეტავ რა ფიქრი არ გასვენებს, გათრობს, გახელებს. ნეტავ შენ ვის ვერ შეეჩვიე-მე ვინ ვერ მგავდა. დადგება ღამე და კოშმარებს ამოახველებს. დრო წასალეკად გამზადებულ ზღვას დაემსგავსა.
აი მთაწმინდა, წვიმიანი ხედი თბილისზე. აი თეთრი მზე-მოწყენილი ღრუბლის თოჯინა. ვინც მარტოდ მარტო დავტოვე და ვინც არ მოვიდა მასზე ვფიქრობ და მას ვერ ვივიწყებ.