 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მჟავე ცომი - Sourdough
ჩემი ბოლო გატაცება არის მჟავე ცომი. საფუარის სოკოს ვუვლი, შინ მაქვს ერთი ომი.
ვაცხობ პურებს. ნუ დაგვდევო - ბრაზით, არა ქებით - დაგვასუქე ამ პურებით, ზედაც - კარაქებით.
ჩემი - შაქარუჭმელია, ნაღდი, ორგანული, თავზე ნაზად მარლა ფარავს, არ მყავს დაგმანული.
რომ თამამად გაიზარდოს, სივრცე ჰქონდეს გაზის, ეჰ, რას იზამ, როცა თავზე ცომის დედა გაზის!
რა სჭირდება? - მოფერება, დღეში სამჯერ კვება! ყურადღება მოაკლდება? - იმავე დღეს კვდება.
თუ მივდივარ სადმე, რა ვქნა? - მოკლავს სიმარტოვე. მივაბრძანებ გადიასთან, მოსავლელად ვტოვებ.
მხოლოდ ერთხელ, უფუარის დრო და ქმნა თუ არის, მაცას ჭამა მირჩევნია, არა - ნაფუარის!
მაწვნის დედას, ან ძმრის დედას განა ასე ვუვლი? ყველას დედა რატომ უნდა? გვჭამს უდედოდ მუმლი?
ძმარს ვაშლისას თურმე შველის, თუ დაეხვა ქინქლი, მთავარია მაინც დედა! …შორს ფიქრებით მივქრი: - დედაჩემი როგორაა? - გული გაწკარუნდა. - ნეტა ფრთხილობს? ასაკშია, რამე ხომ არ უნდა?
ვიდრე მყავხარ, მაგარი ვარ, რას მიქვია მტრები! გხედავ, გისმენ ვირტუალში, მაგრამ მენატრები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ზარქუა, მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. მრავალი სიკეთე თქვენ! მუხა, ზარქუა, მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. მრავალი სიკეთე თქვენ!
2. კეთილია ძალიან. თავფურცელზე უნდა იყოს აუცილებლად კეთილია ძალიან. თავფურცელზე უნდა იყოს აუცილებლად
1. რა ტკბილი, გემრიელი, ალალი ლექსია. რა ტკბილი, გემრიელი, ალალი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|