ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2026


სარკეს ქვემოდან


გზებმა ახალი გზები მიჩქმალეს,
ღამემ შეგრძნება დაკარგა დილის.
უგონოდ მივსდევთ შუქის სიჩქარეს
და გვავიწყდება სიჩქარე ჩრდილის.

ცვლიდა პოეტი ჟესტებს და სივრცეს
და საკუთარ ჩრდილს ამხელდა კარგად.
ჩვენ ყოველ წუთას რაღაცას ვიძენთ
და ყოველ წუთას რაღაცას ვკარგავთ.

მდგომარეობა დამალავს პოეტს
და საკუთარ ჩრდილს დაათრობს სასმლით.
ჩვენ კი სიცოცხლეს ჩვენითვე ვტოვებთ
და ყველას გვმალავს ჩვენივე ასლი.

კისერი, როგორც ნამსხვრევი ვაზა,
ელოდებოდა მის მოჭრილ ყვავილს.
მზე გაიხლიჩა ხორციდან ნაზად
ხოლო სიჩუმეს დასცინის ყვავი.

მთვარე აძინებს ქალაქის სარკეს,
სარკე იღვიძებს ჩვენივე სახით.
ყველა ჩვენგანი თვითონ ყრის ანკესს,
სარკეს ქვემოდან ამოჰყავს ხალხი.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს