ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2026


კაირო- ივერია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კაირო - ივერია

კაიროვ, ყვითელ მტვერში მცურავო,
შენი სახლები  - უსახურავო

ზეცისკენ  რკინააშვერილები,
სულ ბეტონები და შვერილები.

თითქოს მიწიდან - ცის გამხვრეტები,
ნიშნავს, თუ სახლში ვერ დაეტევი,

აქ დამატებითს დაადგამ  სართულს,
ფიქრებში გართულს მაგონებს ქართულს.
 
სხვაგვარად  გიჟღერს ბანი-ებანი,
ჩვენც გვიყვარს  ასე მიშენებანი,

რაც ნიშნავს არა დანგრეულ წარსულს,
გაუხარელს და მწარედ დათარსულს,

არამედ იმედს უკეთესისას,
ხვალის სამკალის  უკვე თესვისას.

შორია რომი და იმპერია,
დუნე ნილოსი, არ - ტიბერია,
რისხვა იქიდან მონაბერია.
კაიროული ეს  რია-რია,
დილიდანვე რომ სილისფერია,
აქაურობის შესაფერია.
კაცი- კაცს მიჰგავს, ბერი - ბერია,
ერი- ერია - ცისიერია,
ზოგჯერ სამსგავსოც არაფერია
და მაინც ძნელი დასაჯერია,
აქ სახლზე ფიქრი რად მომერია,
გული რა სევდას დაუსერია?
სად - ეგვიპტე და სად - ივერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები