ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2026


გაიღიმე

გაიღიმე, მთელი გულით გაიღიმე..
შენს ჭრილობებს გადახედე მივიწყებულს..
ფეხზე დგახარ, ღრმა ძილიდან გაიღვიძე!
ნაბიჯს ძალა შეემატა.. ლანდად ქცეულს..

დაივიწყე, ყველა დარდი დაივიწყე..
ყველა ბოლოს იმას იმკის, რასაც სთესავს..
და წარსულის წყენებს მინდა არ ითვლიდე!
სამართალი უფლისაა, ვიცი, ხედავს..

მე თუ მართლა ფეხზე ვდგავარ - მთელი ძალით
( არაერთჯერ მიღალატეს და გამწირეს.. )
ჩემს გულმკერდზე დღეს შვილები მივიკარი
ჩამეკონნენ და ცხოვრება  მათ გამითბეს..

დღეს თვალები მაცილებენ იმედებით ,
მომლოდინე მზერა მინდა გავამართლო!
ვუფერადო ჩემს ბეღურებს პეიზაჟი,
უზრუნველი მომავლის გზა დავანახო..

გაიღიმე, მთელი გულით გაიღიმე..
შენს ჭრილობებს გადახედე მივიწყებულს..
ფეხზე დგახარ, ღრმა ძილიდან გაიღვიძე!
ნაბიჯს ძალა შეემატა.. ლანდად ქცეულს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები