ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუ.თოვლი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2026


***

ცისფერ ჰორიზონტს ვუყურებდი,
ცისფრად ქუხდა და არ მახსოვდა
რომ წუთისოფლის ქარტეხილებს,
ვსვამდი და ტკივილი თან დამქონდა.

ის, რაც გულის კუთხეს მიკაწრავდა,
ტალღებს შევაჩეჩე — განვიკურნე.
ის, რაც გამიტყდა და ვერ ამოვთქვი,
წამში გადავწერე-გადავყარე.

ახლა სილაღით და აღმაფრენით,
ჩემი სხეული რომ შევიყვარე,
ფეხის შრამიდან დაწყებული,
ფიქრი, ფიქრთა შორის დავიამე.

ახლა გისმენ და არ ვბერდები,
აღარ მეფიქრება, აღარ ყვირის -
ხმა, რომელიც გადავფარე -
სხივით, ცისფერ ჰორიზონტს რომ ვუყურებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები