ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი2
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2026


(არ) დავიწყების

ცხოვრება თავის ნაბიჯით მიდის,
სიცოცხლის წუთებს წამებად ითვლის.
(არ)დავიწყების მტვერი ედება
ყველა მოკვდავის დროსთან შეხებას.
მოგონებებად ქცეული ჩვენი
გვარ-სახელები საფლავის მშვენი,
რჩება ფიქრებად, რჩება ოცნებად,
მწვავე ტკივილად, სულში ლოცვებად.

იქნებ შენს გულში დავრჩე მთლიანად,
არა ნახევრად, არა იარად,
სითბოდ, სინათლედ, სიცოცხლის მფენად,
ყოველთვის შენად, ყოველთვის შენად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები