ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2026


გამხნევდი გულო


ერთხელ მსხმოიარ ბაღნარში ქალი ვიხილე,ასული,
მერე რეჩხიან გულმკერდით დავრჩი სახლამდე წასული,
გულისთქმამ ისე მაშინა,როგორც ბაღნარში ვენახი,
შეშლილი სახით ჩამოველ ბარში ვიარე შენამდის,
გულ არ მომიკლა უფალო,გულზე ზარი მაქ შველისა,
სიცივის გამო დავტოვე ეს სენორიტა მელისა,
მერე გავხედე, ხალხებმა არა იცოდნენ დანდობა,
იქამდე მთხოვეს ბაღნარი,თოვლი რომ იწყებს დადნობას,
ბაღნარში გული დავკიდე როგორც გიდელი სავსეა,
ყოველი ავი მზერა და ყოველი ფუძე მასეა,
იმ ქალს არ ჰქონდა სამოსი,ჩემი ნაბადი ვახურე,
მერე მეფემაც შესძახა ერთი სიტყვიდან მსახურებს,
გულში ეკალად დამჩემდა იმ ბაღნარების გაყიდვა,
იცოდნენ, მძევლად ასული გადუქცევიათ საყიდლად,
მერე ერბო და კისელი შემომთავაზა ასულმა,
უარი ვერ ვუთხარ ხელმწიფეს,ამ სიშორეზე წასულმა,
დავტოვე ჩემი სამყოფი,გულში ცისკარი მეფობდა,
მე იმ გოგონას მაგივრად ცივი სამარე მებოძა,
ახლა დავტირი ხელმწიფეს გულში მარტივი ალია,
და განშორებით იცოდეთ რომ აგვეხილა თვალია...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები