 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 სექტემბერი, 2026 |
ეს გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინ, გაზეთ,, ლიტერატურულ საქართველოში” სხვებიც მაქვს, მოსაძებნია
ნინო დარბაისელი სტრონი სიტყვაში ჩაკარგულ სიტყვათა მცნობელი (ოპუსები პაატა ნაცვლიშვილზე) მცნობელი/მცნობარი – ეს სიტყვა ვეფხისტყაოსნიდან ალბათ ყველას ახსოვს, თუმცა ამჟამად უფრო არქაულ ლექსიკას მივაკუთვნებდი.... ან იქნებ არა არქაულს, მიძინებულს თუ მთვლემარეს, არამედ ცოცხალს, პროფესიონალურს... ხომ დღემდე ასე იწოდება საგანგებო ნიჭით დაჯილდოებული ის ადამიანი, რომელსაც დოლის დროს შეუძლია გამოიცნოს, რომელი ბატკანი რომელი ცხვრისაა. რომ შეეკითხოთ, როგორ ახერხებს ამას, ახსნით ვერ ახსნის, ალღო კი შეუმცდარი აქვს. პაატა ნაცვლიშვილი რომ როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული თუ დასჯილი, უნიკალური პიროვნებაა, ინტელექტუალია, ამაზე ორი აზრი არც არსებობს, მაგრამ ჩემი ფიქრით იგი, როგორც პოეტი, შემოქმედი უფრო ინტუიციას ემორჩილება. ამჟამად ჩემი მიზანი არ არის პაატა ნაცვლიშვილისმთელი პოეტური შემოქმედების მიმოხილვა, ან მისრომელსამე პერიოდზე ფოკუსირება, არც რომელიმეერთი ნაწარმოების ანალიზი, ამიტომ ჩემი შთაბეჭდილების პირობაზე, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ პ. ნაცვლიშვილის პოეზია ასეთ ხაზს მიუყვება: გვიანი რომანტიზმი (ქრონოლოგიური გაგებით),გვიანრომანტიზმი – მოდერნიზმის ნაზავით, ადრეული პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტები და ამჟამინდელი - პოსტმოდერნიზმი. ეს წყვეტადობა შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ პირადადჩემი ცოდნა ვერ მოიცავს მისას ყველაფერს. მივუბრუნდეთ ისევ სათაურს, იგი თითქოს ტავტოლოგიურია, არა? სიტყვა – სიტყვები. საქმე ისაა, რომ მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებითი ხერხი სწორედ ასე ხასიათდება. იგი ახდენს სიტყვის არა მორფემებად დეკონსტრუირებასდა შემდგომ კონსტრუირებას რაიმე ახალი წესის შესაბამისად, არამედ ბოლომდე შლის სიტყვას, ფონიკამდე დადის. ჯერ, (პირველ საფეხურზე)მთლიანად აუქმებს შინაარსობლივ პლანს. მისთვის ასო-ბგერები თანაბარვალენტოვანი თუ თანაბარუფლებოვანნი არიან, შემდგომ საფეხურზე, ანუ ახალ კონსტრუქციაში ისინი ახალი, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი შინაარსით იტვირთებიან. ეს – თავისთავად საინტერესო, თავშესაქცევი ამბავია, მაგრამ აქამდეყასე თუ ისე, თანამედროვე კომპიუტერული პროგრამაც მივა, ინტელექტუალური ეტაპი დაძლეულია, აი, შემოქმედებითი, კრეაციული ამოცანა კი ჯერ არ დამდგარა. პირობითად, თეორიული დაშვების ფონზეშეიძლება ვთქვათ, რომ ამ მომენტიდან იწყება შემოქმედება, თორემ პრაქტიკულად რა რას უსწრებს ან მოსდევს, ხშირად თავად ავტორსაც გაუჭირდება თქმა. ჩვენ თეორიას მივყვეთ, წარმოვიდგინოთ, რომ ავტორს წინ უდევს ფურცელი, რომელზეც ადრესიტყვაში ჩაკარგული აწ კი აღმოჩენილი „ახალი“სიტყვებია ჩამოწერილი. აქ არის ორი მიმართულება: 1. სიტყვათა შორის კონოტაციური თუ ასოციაციურიშესაბამისობების, კავშირების დადგენა ავტორს საშუალებას მისცემს თამაშური ლექსის აგებისა, კრეაციისა. ამისი გარკვეული, კარგი ტრადიცია ქართულ პოეზიაში გვაქვს და პაატა ნაცვლიშვილი ინტენსიურად ამდიდრებს მას, 2. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობაზე უფრო საყურადღებო შეუსაბამობებია?მე ვფიქრობ, რაკი იუმორის საფუძველში ძირითადად, სწორედ შეუსაბამობები დევს, მივიღებთ ირონიულ-პაროდიულ პოეტურ ტექსტს, ტექსტს, რომელიც „ახალი წესით ახალ თამაშს თამაშობს“. ჩემი გაგებით. სწორედ ეს არის პოსტმოდერნი, რომელიც ზემოთ ვახსენე. წინამდებარე პუბლიკაცია – სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სხვადასხვა დროს დაწერილი ოპუსების ნაკრებია, მცირე გამოხმაურებანი მის ნაწარმოებებზე.მკითხველს რომ რეცეფცია გავუადვილო, ოპუსებში ვცდილობ, მოკლედ გამოვკვეთო პოეტური ტექსტის ის მხარეები, რომელიც, ჩემი ფიქრით, ყველაზე მნიშვნელოვანია და ასეთი საერთო ქვესათაურით ვდებ ხოლმე. „რას მივაქციოთ ყურადღება“. 1. პრევენცია ყოველ ხუთშაბათს პაატა ნაცვლიშვილი თითოლექსს დებდა ფეისბუქზე, – მასალას ახალი პოეტური კრებულისათვის. ვიდრე ახლა ერთ მათგანს გაგაცნობდეთ, მინდა, მკითხველებს, ვინც მის პოეტურ შემოქმედებას ჯერ კარგად არ იცნობენ - პრევენციის მიზნით, გავუზიარო საკუთარი გამოცდილება: – პაატა ნაცვლიშვილის გადაბმით კითხვა საზიანოა თქვენი პოეტური რეცეპტორებისათვის, აუცილებლად მოიწყვეთ საფუძვლიანი პაუზები, დროდადრო გადაიკითხეთ გალაკტიონი, ვეფხისტყაოსანი, შექსპირის სონეტები, ქართული და უცხოური კლასიკა ორიგინალებსა და თარგმანებში, იფრთხილეთ, ასევე, ვიდრე განსაზღვრავდეთ „პაატაურების“ თქვენს ინდივიდუალურ დოზას, რადგან ამ ავტორს აქვს ერთი თვისება, მის მერე ყველაფერს გემო ისე ეცვლება, თითქოს ახალ ნაყინნაჭამზე – წყალი დაგილევია … წყალი – სიცოცხლის ერთი უმთავრესი პირობა! მახსოვდა, რომ ამ ლექსმა ფეისზე მკითხველთაგამორჩეული ყურადღება დაიმსახურა. ახლა მოვძებნე და თქვენი მონა-მორჩილის კომენტარიც დამიხვდა: „ჟანრი პაროდიულია. როგორც ჩანს, მკითხველთა ერთ ნაწილს ორიოდე სიტყვა ეხამუშა. იქნებ იმიტომაც ჩასვა ავტორმა, რომ სწორედ ეს რეცეფცია უნდოდა გამოეწვია მკითხველში. გაერღვია მოსალოდნელი მონოტონია. ჩანაფიქრი ხომ პირველივე სტროფიდან –გამჭვირვალეა. სწორედ იმ ხამუშა სიტყვებს „უჭირავთ“ ლექსი, რომ ტრივიალობას ასცდეს. გაგახსენებთ, ეს თამაში მოწაფეობისასაც და მოზრდილობისასაც გვიყვარდა – დარგის, გაკვეთილის ტერმინოლოგიის გამოყენება სათქმელის გადმოსაცემად. ავტორმა კი ამჯერად პოეტურ თამაშად შემოგვთავაზა იგი და წარმატებითაც.“ აი, პაატა ნაცვლიშვილის „ხუთშაბათის ლექსი-47“, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა 2020 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა და მერე ალმანახ „პირველი სხივის“ მე-4 ნომერშიც დაიბეჭდა. სიყვარული გეოგრაფიის გაკვეთილზე 55 წლის წინათ შენ ხარ პატარა, როგორც მონაკო, გული გაქვს დიდი, როგორც კანადა, ხდება, – შენ თვითონ უნდა მონახო, ხდება, – მოგიდის თავისთავადა. ხარ სანატრელი იაპონია და სასურველი წმინდა ელენე, ჩემი მერანი შენთვის პონია და არ გაღელვებს შენ მაგელანი. ხარ ახლობელი აფხაზეთივით და შორეული, ვით აფხაზეთი, აქეთ წერითი... იქით ზეპირი... შვედური კიბე... კედლის გაზეთი... ხან დამშვიდდები, როგორც შვეცია, ხან გაორდები, როგორც კორეა, ჩვენ ჯერ არ ვიცით სიტყვა „შევეცი“, ანდა „ნევროზი“, ანდა „ქორეა“. ხარ მიმხრობილი ჯამაიკა და ნეიტრალური შვეიცარია, ვინ დაიქადნა, რო დაიქადნა, ვინ ვის უმღერა მაშინ არია. შენ ხარ ძლიერი, როგორც აშშ, უძლური, როგორც სამხრეთ ჯორჯია, ვით სსრკ, შენ ხარ საშიში, თუმც ეგ კლანჭები ჯერ კვლავ ნორჩია. ზოგჯერ ცივი ხარ, როგორც ფინეთი, ზოგჯერ ცხელი ხარ, როგორც გვინეა, ჩვენ ჯერ არ ვიცით სიტყვა „მინეტი“, არ ვიცით, ვინ ვის საგვირგვინეა. ხან ბაღნარი ხარ, ვით ჰოლანდია, ხან უდაბური, როგორც საჰარა, ჩემთვის ოცნება და მოლანდება, შენ იფურჩქნები სხვის გასახარად. მე კი თითქოსდა კოლონია ვარ, საფრანგეთის თუ ბრიტანეთისა, შენ გრიგალი ხარ, მე კი ნიავი, ძნელად რომ ესმით ერთმანეთისა. მივიწყებული ლინკი გაიხსნა (სად იყო „ლინკი“, ანდა „საიტი“!), ხარ ორ ნაბიჯზე, როგორც აის ხე და ცხრა ზღვას იქით, როგორც ტაიტი. ჩემი პეგასი იმ ხეს აბია, და აწევს სევდა უზარმაზარი... მაგრამ მთავრდება გეოგრაფია და ისტორიის მოგვიხმობს ზარი. 2. ავდარიანული პაროდია რას მივაქციოთ ყურადღება: პოეტური პაროდია საერთოდ თანამედროვე ქართული პოეზიის სუსტი მხარეა. არადა, ამ მხრივ არცთუ ცუდი ტრადიცია გვაქვს.დასტურად თუნდაც „თაგუნას“ მიერ შეთხზული ძლიერი პაროდია გამოდგებოდა, „ეშმაკის მათრახში“რომ გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისფერი ყანწების“პირველი ნომრის გამოსვლიდან ცოტა ხანში, პაოლო იაშვილის ოსკარ შმერლინგისეული ფრივოლური კარიკატურით (გვედო ამას წინათ). ჩვეულებრივ, ლიტერატურული პაროდია - მეორადი ტექსტია, რადგან არსებობს რაღაც, მეტნაკლებად ცნობილი პირველადი ლიტერატურული ტექსტი,რომლის პაროდირებაც ხდება. წინამდებარე პაროდია პაატა ნაცვლიშვილისამიემართება არა უშუალოდ რომელსამე ლიტერატურულტექსტს, არამედ უფრო სოციალურ კონტექსტს, რომელშიც პაოლოს ტექსტი აღმოჩნდა. ალბათ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იგი მიემართებაკონკრეტული ლიტერატურული ტექსტის, პაოლო იაშვილის „ელენე დარიანის დღიურების“ გამო, შექმნილ სოციალურ ტექსტს და ამით არის იგიგანსაკუთრებული და საყურადღებო. მინიმალური დანახარჯის ფასად – მაქსიმალური ეფექტი – ეს, ასე ვთქვათ, პროგრესის ზოგადი ფორმულა ამ პაროდიის ხასიათს ზუსტად ერგება. მასში სულ რამდენიმე სიტყვაა გამოყენებული. იამეთ! არა - უარყოფითი ნაწილაკის გათამაშება ლექსში,ჩემი აზრით, ინსპირირებულია ერთი გარემოებით. სახელი „ელენე დარიანი“ – სამჯერ შეიცავს უარყოფას, ერთხელ – ქართულად და ორჯერ რუსულად. პოეტური თამაშების მოყვარულებს ვთავაზობ, თავად აღმოაჩინონ ეს. პაატა ნაცვლიშვილის „უცაბედი ლექსი-10“, რომელიც ფეისბუქზე 2022 წლიც 15 მაისს გამოქვეყნდა: დარიანული არა-კი (+18) არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა! ა-რა! ა-რა! არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა! არა! არა! არა! არა! არა! არა! რას სულელობ! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა! არა! არა! არა-მეთქი არა! არა! არა! არა!!! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არაფერი გამოგივა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა-მეთქი!!! ა-რა!!! ა-რა!!! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არც იფიქრო! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ხო გითხარი! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არასოდეს! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! მეტი როგორ გითხრა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ვერ გაიგე? არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! სულ ტყუილად იხარჯები! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! რაც არ უნდა მოინდომო, არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! წავალ ახლა!!! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! რას აკეთებ! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ღმერთო ჩემო! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! გასწი ხელი! არა! არა! არა! არა! არა! არა! ხელი! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ხელი-მეთქი! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! გეხვეწები! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ახლა არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ახლა არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! ახლა არა! არა! გეხვეწები! ახლა არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! კაი! არა! არა! არა! არა! კაი! არა! არა! არა! კაი! არა! კაი! კაი! კი-კი! არა! არა! კი-კი! არა! ფრთხილად! არა! კაი! არა! არა! არა! და ბოლოს ავტორის შენიშვნა (უყვარს პაატა ნაცვლიშვილს სქოლიოები ლექსების ბოლოს): „ლექსი, რაღა თქმა უნდა, ქალის დაწერილია მრავალი წლის წინათ. თავიდან მასში მხოლოდ ერთი სიტყვა იყო სხვადასხვა ინტონაციითა და მოდულაციით გამეორებული. მე ის ახლახან უცაბედად გამახსენდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ჩავამატე და უბრალოდ გავაშლიფოვკე“. ვინც არ იცის, რას ნიშნავს აქ ბარბარიზმი „გავაშლიფოვკე“, მათთვის დავძენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ლიტერატურისმცოდნეთა თუ ლიტერატურის მოყვარულთა ერთი წრე დაბეჯითებით ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ პაოლო იაშვილის დარიანული ციკლი სინამდვილეში ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილმა დაწერა და პაოლომ მხოლოდ გააშლიფოვკა, როგორც წერს თავად ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილი. 3. პოეტიკა და პოლიტიკა ვინ უფრო მეტობს, შექმნილი თუ შემქმნელი? შეიძლება, შექმნილმა შემქმნელს გადააჭარბოს? ეს კითხვა საუკუნეების მანძილზე აწუხებს მოაზროვნეებს. არა, ფილოსოფოსობას არ ვაპირებ, ერთიდღევანდელი, ფეისბუქური ამბავი მინდა მოგითხროთ. ირიჟრაჟა თუ არა, დავუყევი ფეისბუქის საერთო კედელს და რას ვხედავ! – „მცდარბეჭდილის საძმოში“ ( გვერდია ასეთი), ალექსანდრე ელერდაშვილის მასსავით „გამოუსწორებლად“ ენთუზიასტ ვაჟს – ვახოს ახალი ანაგრამები დაუდია, კომპიუტერული პროგრამირების შედეგად შექმნილი. თანაც – პოლიტიკურ თემაზე. ვიდრე იმ პოსტს გაგაცნობდეთ, ერთ ოპტიმისტური პროგნოზი მინდა გაგიზიაროთ. ეს ოხერი პოლიტიკა მარტო პოეტიკაში კი არა, უკვე ისე ღრმადაა შეჭრილი ჩვენი არსებობისა და არსების ყველა შრეში, წინსავალი აღარ დარჩენია და მოვლენათა განვითარების ლოგიკა მკარნახობს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში სრული დეპოლიტიზაცია მოელის ჩვენს საზოგადოებას. როგორ და რანაირად, – აი, ამას კი აღარ მკარნახობს პატივცემული ლოგიკა. ახალა ვახო ელერდაშვილის პოსტს გაგაცნობთ: „მოულოდნელი საპრეზიდენტო ანაგრამები: • დაგიმსახურა გამსახურდია • შევარდნაძე შეაძვრენდა • სააკაშვილი საკილავშია • გამრავლე მარგველა • სამოსელი სალომესი P. S. შევარდნაძე შეანძრევდა და სააკაშვილი კლავიშისაა – ცენზურამ დაბლოკა“. ამას წინათ რამდენჯერმე კიდევ ედო სხვადასხვა რაღაცეები... რა და ვინ გამახსენდებოდა ამის წამკითხავს პირველ რიგში? ვინც თქვა, ვინმე პოლიტიკოსიო, მწარედ შეცდა. თქვენ რა ბრძანეთ? დიახ, დიახ, ზუსტად გამოიცანით, პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც ამ საქმის ანუ ანაგრამებისა და პალინდრომების ვირტუოზია, ადრეც, ამის მსგავსი პოსტი რომ დაიდო მცდარბეჭდილის საძმოში, ვცადე მისი ... რა ჰქვია?! „დათაგვა“... არა„თაგის დადება, არა, მონიშვნა... თუ რაცაა და პაატას თურმე რაღაც, ისეთი ფუნქციები აქვს დაყენებული თავის გვერდზე, რომ არ გამომივიდა, ავდექი და ლინკი გავუგზავნე პირადი შეტყობინებით. გაირკვა, რომ ვახო და პაატა ერთმანეთს იცნობენ და ვახოს კომპიუტერული პროგრამის ანაგრამებზეკიდეც უსაუბრიათ. თითქოს რაღა უნდა დარჩენილიყო აქ დასაზუსტებელი. მე ჩემთვის ჩავთვალე, რომ კი მომწერა პაატამ, ძიებისა და აღმოჩენის სიამოვნებას ამის გამო ვერ მოვიკლებო, ტრადიციულად, გულები და სიყვარულებიც გავცვალეთ, მაგრამ, თქვენგულწრფელად გეტყვით, და არ გამცეთ, რომ სადღაც,მეათე ფიქრად მაინც გამიელვა. ამ ჩვენს პაატას ამდენი რომ უშრომია, აგერ, ჩემო ბატონო, კომპი იმავესაქმეს წამებში აკეთებს... თითქოს მე – მე კი არა, სხვა ვიყო და არ ვიცოდე, რომ ლექსის შესაქმნელად მხოლოდ ტაეპის ბოლოკიდურთა მარჯვე მიგნება, რითმა იქნება თუ სხვა, ჯერ კიდევ არაფერია და მეტიც, სერიოზული შემოქმედებითი სამუშაო იქნებ სწორედ მაგ ათვლის მომენტიდანაც იწყება. შემოვიხედე ისევ, მომივიდა „მცდარბეჭდილის საძმოს“ გვერდიდან შეტყობინება, პაატა ნაცვლიშვილმა პოსტი დადოო, შევდივარ და რას ვკითხულობ: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლა მაგგგარი რამ არის ეგ შენი პროგრამა! თუმცა, როგორც ამბობ, შენი პროცესორი ვერ ერევა 11-ნიშანზე მეტს. აი, ჩემს ბუნებრივ პროცესორს კი 12-, 13- და მეტ-ნიშნიანი სიტყვებიც კი თამაშად და უჩანს მღერად, თანაც ყოველგვარი პროგრამული მხარდაჭერის გარეშე. რაკი ამჯერად პრეზიდენტების ანაგრამები გამოგიშვია საასპარეზოდ, მეც ჩემებს გავიხსენებ. ამათგან შევარდნაძისა ძველისძველია, მარგველაშვილისა კი ამ საღამოს სახელდახელოდ შევთხზე კომპლექტის სისრულისათვის. ალბათ ამიტომაც არის ის ყველაზე სუსტი. შენეული ცენზურისა რა გითხრა და, თვითცენზურა აქამდე არ მაძლევდა ამ ყველაფრის გამოქვეყნების უფლებას. შენი ანაგრამებით გავძალგულოვანდი (აჰა, ასეც ვიცოდი: როგორ დაუნდობლად გამიწითლა ეს მშვენიერი სიტყვა მცდარბეჭდილმა!). მოკლედ, დააჭაშნიკე შენი „საპრეზიდენტო ანაგრამებით“ ინსპირირებული ჩემი „საპრეზიდენტო პაატაურები“: + + + ვირმა რა იცის, წლევანდელ ქლიავს, თუ რით სჯობია გ ა ი ს ა დ ხ უ რ მ ა, რაც გინდა თქვი და, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენვე მოვკალით გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა. + + + კეთილი სიტყვა შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ი ს ა ხშირად ქცეულა შ ა ნ ძ რ ე ვ ი ს ა დ ა. + + + სამოთხის ხისა არავინ იცის ა ს ა კ ი ვ ა შ ლ ი ს, თვინიერ ჯობსის, ნიუტონის და ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ს. + + + ძაფი ქსოვაში გალია, ხოლო მ ა რ გ ვ ლ ა შ ი ვ ე ლ ი დავითი იჯდა გელათს და დუშეთს – მ ა რ გ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი. + + + ზოგი ულვაშში იცინის, ზოგს უთრთის უ ლ ვ ა შ ი ბ რ ა ზ ი ს, ორთავ წამწამზე ჰკიდია, როგორც ჩანს, ზ უ რ ა ბ ი შ ვ ი ლ ს ა.“ აი, ასეთ გამობრწყინებებს რომ რომ შეხვდებოდა, ჩუბჩიკა, ანუ თენგიზ მირზაშვილი ზეაწეული საჩვენებელ თითის წრიული რხევით წამოიძახებდა ხოლმე „ვისშიი პილოტაჟ“... მაპატიეთ, მცადბეჭდილის საძმოს წევრებო და თქვენც, დანარჩენო მკითხველებო, რუსულად რომვიმეორებ, ასე მისი დაბალი ხმა მიდგას სმენით მეხსიერებაში და თარგმანში, აღარ მესმის... აწ პირველსავე სიტყვას მივიდეთ. ადამიანმა შექმნა კომპი, პაატა – ადამიანია, ანუ მასში მოცემულია როგორც ზოგადად ადამიანური ნიშნების ერთობლიობა და მათი მიმართებანი, რასაც მისი არსების 99 პროცენტი უჭირავს, ასევე 1 პროცენტი ინდივიდუალური, უთავბოლო ნიჭიერება ლამის ყველა სფეროში, რასაც კი ხელს მოჰკიდებს. კონკრეტული პაატა, როგორც თვალნათლივ დარწმუნდით, ამჯერად კომპს სჯობნის. თავისი მხრით, კომპმაც შეიძლება აჯობოს სხვა დროს პაატას, ერთ ან მრავალ ადამიანს და სწორედ ამიტომაც გამოიგონეს, მაგრამ მე მჯერა, ზოგადად ადამიანსა და ადამიანური გონების შესაძლებლობებს ვერასოდეს გადააჭარბებს. ანუ ჩემის ღრმა რწმენით, შექმნილი შემქმნელზე მაინც ნაკლებია. პოეტიკაში – ასეა. პოლიტიკისა – არა ვიცი, რა! 4. „წერილი“ - ორმოცდაათი წლის მერე რას მივაქციოთ ყურადღება ეს არის ლექსი პროზად. თუ გინდათ რიტმული პროზა უწოდეთ, პრინციპში იგივეა. რიტმი ეყრდნობა ე. წ. დიდბესიკურ საზომსა (5/5/5) და მის კომბინაციებს. კონტექსტუალურად თავსდება რომანტიზმში, თუმცა მოდერნიზმზეც შეიძლება პირობითად საუბარი, თუ გავიაზრებთ, რომ ეს არის – პოეტური აღსარება. მთლად სატრფიალო ლირიკამდე არ დაიყვანება თუ არ აიყვანება, თუმცა დიდი დოზით კი მოიცავს მას. ჩემმა თაობამ – ზეპირად ვიცოდით. შეიძლება მართალია, რომ ადამიანის არსებაში დაბადებითვე ჩატანებულია სწრაფვა – იყოსვინმესთვის, მანამდე ალბათ უცნობის, არანათესავისთვის ძლიერ, ძლიერ სასურველი და თავადაც ვინმესადმი ძლიერი, ვნებიანი ან უვნებო სწრაფვა ეძალებოდეს, მაგრამ სინამდვილეში,ადამიანი – სიყვარულს – სწავლობს. სწავლობს უწინდელი პირადი თუ სხვათა გამოცდილებიდან, წიგნებიდან, ფილმებიდან, ახლა უკვე ინტერნეტიდან… უცნაურ რამეს ვამბობ, არა? მოდით, დავუფიქრდეთ! ერთია, შეგიყვარდეს, გიყვარდეს და მეორეა –იცოდე, როგორ! უცოდინრობით, სიყვარულის ანაბანას არცოდნის გამო, რამდენ არშემდგარ სიყვარულს, წყვილთადანგრეულ ერთობას შევსწრებივარ პირადად მე…. რამდენი დაქალისთვის მითქვამს – შინაგანად კარგი ადამიანია. უყვარხარ, როგორ არა, მაგრამ არ იცის, ან ამ გრძნობას ან შენ ან თავს რა მოუხერხოს; არც გამოხატვის ფორმებზე გაუგია რამე. ამიტომ იმპულსურად მოქმედებს და რაც არ უნდა ქნას ან თქვას, სისულელეზე სისულელეს ამატებს-მეთქი… თუმცა ამ ანბანის ცოდნა კი არის გარანტია იმისა, რომ სიყვარულს შესძლებთ? შეაძლებინებთ? გაუძლებთ? …და აქ უკვდავი ფრაზა ,,სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!” (ნ. დუმბაძე) ჩვენ – შეყვარებულ საკუთარ თავს ამ ,,როლური მოდელით” ვაგებდით, ვაგებდით წარმატებით თუ წარუმატებლად. ასეა თუ ისე, ეს იყო და არის ჩემი თაობის სიყვარულის ანაბანა. სხვამ – იქნებ სხვა უკეთესიც იცოდეს! გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ გარემოებას: (და აქ მთლიანად მოვიყვანე პაატა ნაცვლიშვილის „წერილი“, რომელიც იმდენად ცნობილია, რომ აქ მის თუნდაც ნაწილობრივ ციტირებას აზრი არა აქვს.) ეს არის პაატა ნაცვლიშვილის იმ ცნობილი „წერილის“ საავტორო ვარიანტი (პაატა ნაცვლიშვილის წიგნიდან „სიყვარულის დასაწყისი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1986). ფართოდ გავრცელებული რომელიცაა, იმას არ ენდოთ! 5. პოეტური აღსარება ანუ კონფესიონალური პოეზია პოსტში, რომელიც პაატა ნაცვლიშვილის „წერილს“ეძღვნებოდა, „პოეტური აღსარება“ ვახსენე. არასპეციალისტ მკითხველს იქნებ ეს ფრთიანი გამონათქვამი, ან რაიმე კომპლიმენტიც ეგონა, ლიტმცოდნეებისათვის კი ეს მარტივად გასაგები ტერმინია. მე იგი უბრალოდ, ასე ვთარგმნე ქართულად, ისე კი თანამედროვე ლიტმცოდნეობაში„კონფესიონალიზმად“ იწოდება. პოეტური კონფესიონალიზმის წარმოშობა ახალ ამერიკულ პოეზიაში უკავშირდება ძირითადად გასული საუკუნის ორმოცდაათიან, ადრეულ სამოციან წლებსდა ენ სექსტონისა და სილვია პლეთის მასწავლებლის, რობერტ ლოუელის სახელს. ძალიან მარტივად, რას წარმოადგენს იგი. საკუთარ განცდათა წრფელად გადმოცემა პოეზიას ოდითგანვე ახასიათებდა. აქ თითქოს ახალიც არაფერია. სხვა ამბავია, რომ პოეზიაში, როგორც სიტყვიერი ხელოვნების დარგში საქმე გვაქვს არა ყოფით, არამედ ხელოვნების ენაზე „ნათამაშევ“ გულწრფელობასთან, ყოფითი იქნება თუ სხვა რამ გვარისა. ამაზე სხვა დროსაც ბევრი გვისაუბრია ამ გვერდზე და სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მაშ რით განსხვავდება ჩვეულებრივი –მხატვრულად გულწრფელი პოეზია კონფესიონალურისაგან? მე ვფიქრობ, ეს არის ლირიკული სუბიექტისადმი ავტორისეული მიდგომა. გავიხსენოთ: ავტორი და ლირიკული სუბიექტი, რომელსაც მკითხველები არცთუ იშვიათად, იდენტურად მიიჩნევენ, რეალურად შეიძლება არა მხოლოდ არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს, არამედ საპირისპირონიც იყვნენ. გააჩნია ავტორისეულ ინტენციას ანუ წინასწარ ჩანაფიქრს. ტრადიციულად, ავტორი ესწრაფვის თავისებურ „ზე-მე“-ში წარმოგვიდგინოს თავისი ლირიკული სუბიექტი, მაშინ როცა კონფესიონალისტი ავტორი წარმოგვიდგენს მის არცთუ მომხიბლავ, პირიქით, მკითხველისათვის შემაკრთობელ-შემაშინებლადწრფელ, ნამდვილ, „მოუპირკეთებელ“ კონტრადიქტორულ ქცევასა და ბუნებას, წარმოგვიდგენს მის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერ მოტივებს შეულამაზებლად (მაგალითად, ს. პლეთის „მამი“). კონფესიონალისტი ავტორის გამოსახვის საგანიაარა – ადამიანი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს, გარემოს მიერ დადგენილ ნორმათა მიხედვით, არამედ ადამიანი – როგორიც არის იგი ამ ნორმათა გარეთ და სიღრმეში, სინამდვილეში. მარტივად: იგი არ ცდილობს, თავის სუბიექტს „მომგებიანი როლი მოარგოს“, წარმოაჩინოს სხვებზე ამაღლებულად, უცოდველად, პირიქით, მისი ცოდვილი მხარე, მოტივები მეტადაც კი აინტერესებს. კონფესიონალისტ პოეტთაგან ყველაზე დიდი ფიგურა ქართულ პოეზიაში გვყავს ბესიკ ხარანაული, მის შემდგომ და არა მხოლოდ მის კვალად (!) თანამედროვე ქართულ პოეზიაში კონფესიონალური ხაზი უფრო და უფრო ძლიერდება. ეს არ შეეხება მხოლოდ ქართულ პოეზიას. შეიძლება ითქვას, რომ იგი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აზიურ ლიტერატურებშიც ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა იგი იმ ქვეყანათა ლიტერატურებში, სადაც პოეზია ტრადიციულად ტაბუთა და აკრძალვათა მკაცრ ველში იყო მოხვედრილი. პაატა ნაცვლიშვილის „წერილი“ – პოემა (როგორც ავტორი უწოდებს მას), რომელიც ძირითადად გვიან რომანტიზმს მიეკუთვნება, ჩემთვის ამ ჟანრის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია. სწორედ ამ ადრეულობის გამო, მას ნაკლებად ახასიათებს თუნდაცთანამედროვე ქართული კონფესიონალური პოეზიისთვის დღესდღეობით დამახასიათებელი მკვეთრი რადიკალიზმი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა მუხა, მადლობა ჰარალე. კი შემხვედრია ადრიდანვე თქვენი ნიკი, მაგრამ ვიფიქრე, როგორ შეიძლება, ლექსებს დებდეს და მე წაკითხული არ მქონდეს- მეთქი. ვნაცე და დავწყნარდი, პროზაიკოსი ყოფილხართ, მე კი თანამედროვე პროზას არ ვკითხულობ, კლასიკაში ვარ ჩარჩენილი. ან წაკითხვას რა აზრი აქვს, შეფასების კრიტერიუმებისაც თუ არაფერი გამეგება. შესაბამისად, ნუ მიწყენთ, რომ არც თქვენი წამიკითხავს რამე. მრავალი წარმატება თქვენ! მადლობა მუხა, მადლობა ჰარალე. კი შემხვედრია ადრიდანვე თქვენი ნიკი, მაგრამ ვიფიქრე, როგორ შეიძლება, ლექსებს დებდეს და მე წაკითხული არ მქონდეს- მეთქი. ვნაცე და დავწყნარდი, პროზაიკოსი ყოფილხართ, მე კი თანამედროვე პროზას არ ვკითხულობ, კლასიკაში ვარ ჩარჩენილი. ან წაკითხვას რა აზრი აქვს, შეფასების კრიტერიუმებისაც თუ არაფერი გამეგება. შესაბამისად, ნუ მიწყენთ, რომ არც თქვენი წამიკითხავს რამე. მრავალი წარმატება თქვენ!
5. კარგი სტატიაა, თუმცა ამჯერად მის ავ-კარგიანობაზე გასაგები მიზეზის გამო არ ვისაუბრებ. აცხონოს ღმერთმა... აქაც ვუსამძიმრებ მის მეუღლეს. კარგი სტატიაა, თუმცა ამჯერად მის ავ-კარგიანობაზე გასაგები მიზეზის გამო არ ვისაუბრებ. აცხონოს ღმერთმა... აქაც ვუსამძიმრებ მის მეუღლეს.
4. წავიკითხე ბოლომდე ეს ლექციათა კრებული , რომელ გონებაში ეტევა ამდენი ცოდნა-განათლება. ამ პუბლიკაციით თქვენ პატივი მიაგეთ'
პაატა ნაცვლიშვილის ხსოვნას. ნათელი და სანთელი მის სპეტაკ სულს.
ა წავიკითხე ბოლომდე ეს ლექციათა კრებული , რომელ გონებაში ეტევა ამდენი ცოდნა-განათლება. ამ პუბლიკაციით თქვენ პატივი მიაგეთ`
პაატა ნაცვლიშვილის ხსოვნას. ნათელი და სანთელი მის სპეტაკ სულს.
ა
3. დასაწყისი წავიკითხე და გავჩერდი იმდენად საინტერესოა კომეტრიანად რომ ხვალ გულდასმით უნდა გავაგრძელო ... დასაწყისი წავიკითხე და გავჩერდი იმდენად საინტერესოა კომეტრიანად რომ ხვალ გულდასმით უნდა გავაგრძელო ...
2. #ლექსები
ნინო დარბაისელი პაატა ნაცვლიშვილზე ნატირალი
გულგასიებულზე ხმა-ღა ამიხავდა, სათქმელი რაღა შემჭამს მეტი, რო, თქვენ მანდ ერთმანეთი მაინცა გყავთ და მე რა ვქნა, ვის გამოვეტირო?!
დღეს იტყვის მრავალი, თავზე მყვებოდაო, ერთი - იმათ შორის ხომ მეცა ვარ, დამპირდა, ჩემს ტომებს განახებო, დაო, აქედან - სანახავად - როგორ მომეცალა!
რა ვქნა, აღარ ვიცი! ნეტა გაეტანე, ტროტუარზე მიმავალი - რაიმეს, ანდა ყოფილიყავ ადვილად სადანე, როგორ გაგვიწვალდი, ვაი, მე! თან ახლოვ - თან აღმძვრელო უცხო რიდის, სიტყვა შენსაფერი - მე ვერ გამომიდის! #ლექსები
ნინო დარბაისელი პაატა ნაცვლიშვილზე ნატირალი
გულგასიებულზე ხმა-ღა ამიხავდა, სათქმელი რაღა შემჭამს მეტი, რო, თქვენ მანდ ერთმანეთი მაინცა გყავთ და მე რა ვქნა, ვის გამოვეტირო?!
დღეს იტყვის მრავალი, თავზე მყვებოდაო, ერთი - იმათ შორის ხომ მეცა ვარ, დამპირდა, ჩემს ტომებს განახებო, დაო, აქედან - სანახავად - როგორ მომეცალა!
რა ვქნა, აღარ ვიცი! ნეტა გაეტანე, ტროტუარზე მიმავალი - რაიმეს, ანდა ყოფილიყავ ადვილად სადანე, როგორ გაგვიწვალდი, ვაი, მე! თან ახლოვ - თან აღმძვრელო უცხო რიდის, სიტყვა შენსაფერი - მე ვერ გამომიდის!
1. თქვენ მანდ ერთმანეთი მაინც გყავთ და მე - აქ - ვის შევტირო!
პაატა ნაცვლიშვილი ძალიან განიცდიდა, რომ ყველა ჩვენგანის საყვარელი მისი ვრცელი წერილის ვერსიები არასწორად იყო გავრცელებული ინტერნეტით. ჩემი შეგულიანებით, ახლიდან აკრეფილი მისი ავთენტური ვერსია, გამომხატველი ავტორის ნებისა, დევს აგორაზე. არამც და არამც არ ვამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ მეხსიერებას მიენდნენ, აკრიფეს და ინტერნეტ- სიცოცხლე მიანიჭეს ჩვენი ახალგაზრდობის თანამდევ იმ ქმნილებას, შემდეგ კი გამზიარებლებმა ცვალეს და ცვალეს, რის შედეგადაც შეიქმნა თავისებური , მოკლე ინტერნეტ- ფოლკლორული ვერსია, პირიქით, მადლობა ეკუთვნით ამისათვის! …მაგრამ გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ნამდვილი ტექსტი და პატივი ასე მივაგოთ პაატა ნაცვლიშვილის ხსოვნას. გადმოვიტან აქ. მექნება ტექსტი მალე.
აი, ესაა, მადლობა ქ- ნ ირმა ელერდაშვილს მოძებნისათვის
#ქართული_პოეზია_დღეს #პაატა_ნაცვლიშვილთან პაატა ნაცვლიშვილი
წ ე რ ი ლ ი
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ, ძვირფასო, და ჩემ წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ, იქნება ათასი წელი. ათასი წელი იქნება ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი უძირო თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, როგორც ცენზორი ფილმიდან ჭრიდეს ყველაზე უფრო უწმაწურ კადრებს. იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება თბილისში ჭორი!
გახსოვს? – ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე... ...ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას. გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ...
შენ გიხაროდა შენი არსება... შენ ის გეგონა შენი ერთგული, ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად. (კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ, იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.) ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.
რატომ გეგონა, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, ძალიან კარგად ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი! არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე. ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი. დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის. მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები. დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები... მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით. შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია. გთხოვ, მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია, ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა, შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია, კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან; მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ. მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და, მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა, გავიგო, ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტავ, რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი? პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ, არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისევე გადიქცეს კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვნე საჭირო სიტყვა!
ასეა, თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო... არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება, – საბედისწეროდ! არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს, მე ისევ მინდა, შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვეროდეს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა, ალბათ, არაფერს დარდობ. მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი, კარგო. უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო. ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენ შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმაზე თითებს აღარ შეგახებ. სულაც არ მინდა, ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა, შენი პასუხი ზეპირად ვიცი: მხრებს აიჩეჩავ, წარბს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სუყველა იმედი გაქრა და ეს წერილი სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია. შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე, სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე, როგორც იყო ჩვენს გამოცვლამდე, ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი. შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა, რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს, არც დამიკარგავს არასდროს თითქოს. მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი, „იყო და არა იყო რას“ მსგავსი, და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი. ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, შენ მე არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს... უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები, მერე სუყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან. არ ვიცი. ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში. სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი. მე შენ მაშინაც მემახსოვრები, შენს ხსოვნაში რომ აღარც ვიქნები და დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის. ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა. (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე!) ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენკენ, რომ დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის ბებერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს... ბარემ, გადავდგათ თითო ნაბიჯი და მე ლეთეში დაგახრჩობ მერე!..
მე სხვათა შორის გავიარე შენს ცხოვრებაში, შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა: — რა გემართება! ვერა მცნობ? მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს... ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა რა ვიცი, ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი, რომ არაფერი დამესიზმრება — ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ.
უკვე თენდება. თენდება უკვე — ღამე ქალივით ნებდება დილას, წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები, დაჰკიდებია ბალახს და მინას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს... გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი.
მე მენატრები, როგორც ბავშვობა. (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი!) მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება, მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს... უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო!
მე ვარ მდინარე. ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ. (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა!)
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა, ჩემი თუ სხვისი... შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი. მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ქრება პორტიდან გასული გემი! შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება. არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი!
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს. ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი. მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით. მგონი, ვიღაცამ ჩართო რადიო – ჩემკენ მოიწევს ბებერი გრიგი... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ, გთხოვ, მაინც გახსენი იგი! მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!..
ეს არის, ალბათ, უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი, სიმთვრალე მალაპარაკებს... მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს, თუნდაც, მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას! დღეს გავიხსენე სუყველაფერი, რაც მეგონა, რომ აღარც მახსოვდა: რაც მახარებდა, რაც მაღონებდა, რაც მაცინებდა, რაც მატირებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მართობდა!..
P.P.S. მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს, ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს... ასე თავდება ყველა წერილი, დე, ეს წერილიც გათავდეს ასე: მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი. თვითონ არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი... აჰა, თარიღიც: ახლა დგას ათას ცხრაას სამოცდა ცამეტი წელი. გთხოვ მაპატიო, გთხოვ, მაპატიო, გთხოვ, მაპატიო გაკრული ხელი...
პაატა ნაცვლიშვილი საავტორო ვარიანტი (პაატა ნაცვლიშვილის წიგნიდან „სიყვარულის დასაწყისი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1986)
თან რა ფოტო ერთვის! მადლობა???? Paata Natsvlishvili თქვენ მანდ ერთმანეთი მაინც გყავთ და მე - აქ - ვის შევტირო!

თან რა ფოტო ერთვის! მადლობა???? Paata Natsvlishvili
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|