ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
25 სექტემბერი, 2026


ცხოველების სახელები

ცხოველების სახელები

                სპილოს შვილის სახელი
                ნეტავ ვინმემ იცის?
                დიახ ჩემო პატარა
                მას ხომ ჰქვია *სპლიყვი*,
               
                აბა ახლა არწივის
                მეტყვით შვილის სახელს?
                დიახ გეტყვით, მას ჰქვია
                პაწაწინა *მართვე*   

                ყვავს გაუჩნდა *ბახალა,*
                მტრედებს თურმე *ხუნდი*
                შველმა ბევრი იფიქრა
                და შვილს დაარქვა *ნუკრი*,
               
                აქლემებმა *კოზაკი*,
                  ინდაურმა *ჭუკი,*
                  ლომმაც, ვეფხვმაც *ბოკვერი*,
                    ვირს კი შერჩა *ჩო- ჩო- რი*
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები