თავი 2 დედაპლანეტელი სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/
ამ პლანეტაზე ჩემი პირველი გამოჩენა, ადგილობრივებისთვის მართლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. არა მათზე დიდი არაფერი ფურორი არ მომიხდენია, ეგ კი არ იფიქროთ... უბრალოდ მგონი პირველი არსება ვიყავი რომელიც იძულების და სასჯელის გამო კი არა, საკუთარი ნებით იყო ამ ველობზე მოსული. წარმოიდგინეთ პლანეტა, სადაც ყველა არსება გარკვეული სასჯელის გამო ცხოვრობს იქ. ყველა მათგანს რაღაც ცოდვა აქვს რის გამოც აქ მოხვდა. ზოგი კრიმინალია, ზოგი ეკონომიკური დამნაშავე, ზოგიც ჩამოქვეითებული მოხელე, რომელთაც მიუსაჯეს გადმოსახლება. მაგალითად გუბერნატორი ავიღოთ, კორუპციაში ამხილეს მეორე რგოლის ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ პალნეტაზე. თან მეორე რგოლის მმართველი წრის შიდა დინასტიური წარმომადგენლობიდან იყო დანიშნული თავის პოსტზე. ბოროტი ხმები ამბობენ ოპონენტებმა მოუწყვესო, ასეა თუ ისეა ფედერალურმა სასამართლომ კორუპციის ფაქტი დაუდგინა. მსგავს პიროვნებებს კიდევ ციხეში ჩასმის მაგივრად ასეთ პლანეტებზე აგზავნის ფედერაცია სასჯელის სახით გარკვეულ პოსტებზე. ქუჩის პატრულებიც კი (თუ კი ისინი ქალაქში არსებობენ, ჩვენსაში მაგალთად არ არიან), რაღაც სასჯელის გამო მოხვდნენ აქ. იმიტომ რომ ეს პლანეტა არის მეოთხე რგოლს მიღმა არსებულ ერთ-ერთ მიყრუებულ ვარსკვლავურ სისტემაში. მის მახლობლად არც სავაჭრო გზები გადის, არც რაიმე კულტურული ან სულიერი ცენტრი არ არის. უბრალოდ ერთ დროს ამ კვადრანტში სამეცნიერო ექსპედიციამ აღმოაჩნა ყველაფერი, გაწერა ერთიან ფედერაციულ რეესტრში რომ არის სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა, რომელზედაც რესურსების მოპოვებაც კი შეიძლება. რის შემდეგაც მსგავს ადგილებში გაკოტრების პირას მისული ან ჯარიმაზე გასული კომპანიები იწყებენ მუშაობას. იმიტომ რომ ასეთ სიშორეზე ცივილიზაციის შეტანისთვის ფედერაციული ხელისუფლება მსგავს კომპანიებს, სერიოზულ ეკონომიკურ შეღავათებს უწესებს. მაგრამ სიშორის გამო ნებით სამუშაოდ აქ იშვიათი ვინმე მოდის. ამიტომაც მსჯავრდებულებს ანაწილებენ. არა მათაც არჩევანი აქვთ, თუ უნდათ იმ თავის სამშობლოში მოიხდიან სასჯელს. თუ გისოსებს მიღმა ჯდომა არ სურთ, მაშინ ასეთ ადგილებში უშვებენ. თან არ იფიქროთ რომ უფასოდ ამუშავებენ. მიუხედავად იძულებისა საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს ყველას. ასეთი ურთიერთობით ყველა მოგებული რჩება. სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯები აქვს საპატიმროების შენახვაზე, ახალ ადგილებსაც ითვისებს და ცივილიზაციას აშენებს, ის კომპანიებიც ფეხზე დგებიან, რამე შიდა ფაქტორის გამო თუ არ ქონდათ პრობლემა ისედაც. ასევე კმაყოფილები არიან მსჯავრდებულებიც, ასე თუ შეიძლება ითქვას... ბოლოს და ბოლოს სადღაც ოთხ კედელში გამომწყვდევას, ან სიკვდილით დასჯას მართლა ჯობია თავისუფლად იცხოვრო მსგავს ადგილზე. თანაც უმრავლესობა რატომღაც იცვლება ფსიქიკურად. მაგრამ სიშორე მაინც ცუდად მოქმედებს სიტუაციაზე. წარმოიდგინეთ რომ პირველი რგოლიდან აქამდე 6000 პარსეკი მანძილია, ჰიპერსივრცული გადამცემებით გაგზავნილი სიგნალებისთვისაც კი დღეა საჭირო რომ ჩავიდეს ადგილამდე. ხოლო ხომალდები ზოგჯერ მთელი თვეც რჩებიან ჰიპერსივრცეში სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწევენ. მე კიდევ გამიმართლა თუ ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ წრიული გალაქტიკის ცენტრიდან ერთ მხარეს არის დედაპლანეტაც და ესეც... ცნობისთვის ამ პლანეტასაც არა აქვს სახელი. ასევე კოდით აღინიშნება p2060CFQ. ისეთი გამოსათქმელია ენას მოიტეხავ. ამიტომაც ადგილობრივები პირდაპირ ლოდად მოიხსენიებენ. არც არის გასაკვირი, პლანეტარული ხმელეთის დიდი ნაწილი აქ ხომ უდაბნოა. სადღაც 40%-ზეა მარტო უხვი მცენარეული საფარი, ისიც ხელოვნურად ნარჩუნდება უმეტეს წილად. ხოლო ოკეანეს მთელი ზედაპირის სულ 30% უკავია. ისე პლანეტაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, სინამდვილეში დიდი გაზის გიგანტის მთვარეა. რის გამოც სრული ღამე აქ ძალიან იშვიათად დგება. გრავიტაციაც შედარებით მცირეა ვიდრე ჩემს მშობლიურ დედაპლანეტაზე, რაც საკმაოდ მიადვილებს ცხოვრებას. მოკლედ სადღაც ერთი ციკლის უკან ჩამოვაღწიე ამ პლანეტამდე. მოგზაურობა საკმაოდ ხანგრძლივი გამომივიდა. თითქმის ნახევარი წელი დამჭირდა. მიზეზი, ფინანსური რესურსების მაქსიმალური დაზოგვაა. ერთი ის იყო კარგი რომ, მთელი მოგზაურობისთვის საჭრო საგზურის თანხა ერთიანად მქონდა გადახდილი დედაპლანეტაზევე. თან თანხის დიდი ნაწილი სახელმწიფო დაფინანსება იყო, პლიუს იმის გამო რომ რამდენიმე თვით ადრე გადავიხადე, საერთო რაოდენობით 40%-იანი ფასდაკლებაც გამიკეთეს. შედეგად ჩემი გადასახდელი საკმაოდ შემცირდა. სამაგიეროდ ამ სიიაფის გამო დასაწყისისთვის მეორე რგოლამდე მივედი ეკონომ კლასის ტრანსპორტით, რასაც 1 თვე დასჭირდა. იქ მომლოდინეთა რიგში ჩამსვეს. მთელი მეორე თვე ველოდე ადგილს ვარსკვლავმფრენზე. საბოლოოდ როგორც იქნა მომცეს კრიოკაპსულის საგზური. ფრენა 3 კვირა გაგრძელდა. მივაღწიე მე-3 რგოლამდე, ისევ 2 კვირიანი მოლოდინი და საბოლოოდ ბილეთი ხომალდზე რომელსაც კრიოკაპსულები არ ჰქონდა. მომიწია მთელი თვის გატარება უკვე ხომალდის დაკეტილ სივრცეში მანამ მეოთხე რგოლის სატრანსპორტო კვანძამდე ჩავაღწევდი. იმისთვის რომ მგზავრები ჭკუიდან არ შერყეულიყვნენ, ადგილობრივი ეკიპაჟი გვაიძულებდა გვერბინა წრიული ბორტის გარშემო, პლიუს ყოველ დღე იყო სავალდებულო შეჯიბრება რომელიმე ვირტუალურ თამაშში. მაინც დაკრა დეპრესიამ ხელი ზოგ მგზავრს. მე სიმართლე გითხრათ მოსაწყენად არ მეცალა, ჯერ ერთი მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ ღონისძიებებში, მერე კიდევ უამრავი მასალა მქონდა შესასწავლი სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩამოვიდოდი. ბოლოს მე-4 რგოლის პორტში მომიწია კიდევ მთელი კვირა ყურყუტი, მანამ ამ პლანეტისკენ მომავალი ტრანსპორტი შეივსებოდა. ეს ტრანსპორტიც შერეული სისტემის იყო, ერთბაშად გადაჰქონდა ტვირთები და გადაჰყავდა მგზავრებიც. რა თქმა უნდა კრიოკაპსულების გარეშე. ისევ ერთი კვირა გზაში. თუმცა უკვე მარტივად ასატანი იყო ბოლო მოგზაურობა. ბოლო-ბოლო დასასრულისკენ მიდიოდა ყველაფერი. თუმცა არ იფიქროთ პირველივე გაჩერება ლოდზე იყო. ამ ვარსკვლავურ სისტემაში რამდენიმე მოპოვების უბანია სხვადასხვა პლანეტებზე თუ ასტეროიდებზე. სანამ სათითაოდ არ ჩამოარიგა ყველა თავის დანიშნულების ადგილზე, მანამ არ მივიდა ლოდამდე. თან მე ვმალავდი გზაში რომ მსჯავრდებული არ ვიყავი. მესამე რგოლისკენ მომავალს რომ წამომცდა, დაძინებამდე მთელი მგზავრები დამცინოდნენ. გაღვიძების მერეც საკუთარ სახელზე ადრე ეგ გაახსენდათ, რომ ნებაყოფლობით მივდიოდი ამ მოუსავლეთში და კიდევ დამცინეს. ხო და მივხვდი რომ ენაზე კბილის დაჭერა სჯობდა. ერთი ისიც გამიმართლა რომ ლოდზე მარტო მე და ჩემი დროიდი მოვდიოდით, დანრჩენი ლოდისთვის განკუთვნილი ტვირთი იყო მხოლოდ. ტრანსპორტი დაფრინდა ამ პლანეტის დედაქალაქში რომელსაც სახელად ბოლონი ქვია. ჩემი ქალაქისგან განსხვავებით, ჯერ რომ სახელი აქვს, მერე კიდევ მწვანე საფარით დაფარულ გარემოშია აშენებული, ქალაქის ქუჩებიდანვე ჯუნგლები იწყებოდა. დედაქალაქიდან ჩემს დასახლებამდე კი ადგილობრივი სარკინიგზო მაგისტრალით სარგებლობა დამჭირდა. რომელმაც ასევე რამდენიმე დღე წაიღო. საბოლოოდ ბაქანზე გადმოსული, ფეხზე ძლივს ვიდექი. რომ არა რებუ რომელმაც მთელი ბარგი აიკიდა, სავარაუდოდ სადგურზევე დავეგდებოდი ღამის გასათევად. პირველად ადგილობრივები სადგურზევე გავაოცე. მოსაცდელში პოლიციელმა საბუთები შემიმოწმა. გაკვირვებული ატრიალებდა ჩემს აიდი ბარათს, რამდენიმეჯერ ჩადო ხელახლა წამკითხველში. - უკაცრავად ზუბუ... ზუბუ ხო? - დიახ. - რომელი მუხლით ხართ და სად მოგისაჯეს? - არ ვარ მუხლით. - რას ნიშნავს? აბა აქ რატომ ხარ? - მიწის ნაკვეთი ვიყიდე და საკუთრების სანახავად მოვედი - რა ქენი? - მიწის ნაკვეთი ვიყიდე-თქო. ქალაქის სამხრეთითაა... - მანდ რა ჯანდაბა გინდა? - რა მნიშვნელობა აქვს? - ისედაც ძლივს ვდგავარ უკვე ფეხზე საუბრის თავი არ მაქვს. - თქვენ იცით მაინც სად ხართ? - თქვენ წარმოიოდგინეთ და ვიცი... მიშვებთ თუ მაკავებთ? - გაკავებთ? ეგღა მაკლია. სახლი გაქვს უკვე? სად აპირებ ღამის გატარებას? - სასტუმროს ნომერი მაქვს დაჯავშნული. - მანდ მაგარი ცუდი სიტუაციაა, თუ მიკადრებ ჩემთან წამო სახლში. ოთახი მაქვს ცარიელი და იქ დარჩი სანამ უკან წახვალ - სად უკან? - როგორ, მიწას რომ ნახავ სახლში აღარ მიდიხარ? - არა ოფიცერო აქ ჩამოვედი საცხოვრებლად. - პირველად ვნახე გამოთქმა თვალები შუბლზე აუვიდა რეალობაში. - თქვენ მგონი ჭკუასთან მთლად დალაგებულად არ უნდა იყოთ... - და კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩემი ბარათი წამკითხველში. - გადამრევთ... ფსიქიატრიაზეც არაფერი წერია. იმ ადგილის... აი რომ იყიდეთ, სურათები მაინც ნანახი გაქვთ? იქ გეოლოგებმა რაც გამოიკვლიეს მადანი არაა. რატომ იყიდეთ ეგ რაღაც... აი რა გავაკეთო ახლა? ფეხზე ძლივს ვდგავარ ისედაც და ეს კიდევ ჭკუას მიკითხავს. - ბატონო ოფიცერო, თუ არაფერი დამიშავებია გთხოთ დამიბრუნოთ აიდი და წავალ სასტუმროში, გამოძინება მჭრდება. ბარათი ისე მომცა ოფიცერს აღარფერი უთქვია, მაგრამ სახეზე ნათლად ეწერა რომ ფსიქიატრიულიდან გამოქცეულად მიმიჩნევდა. შემდეგ სასტუმროში მიყურებდნენ აშკარად მიღმიერი სამყაროდან მოსულივით... მაგრამ აღარაფერს დაგიდევდით. როგორც იქნა საწოლამდე მივაღწიე. როგორც რებუმ მითხრა დაახლოებით 20 საათი მძინებია. - აღარ გაგაღვიძე მასტერ ზუ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ეგ ძილი წამალი იყო. სასტუმროს სასადილო არ ჰქონდა, მეპატრონემ მირჩია რომელიმე ბარი მომენახა. აი სწორედ მაშინ იყო პირველად რომ მოვხვდი მაგ ბარში სახელად „მარილიანი თევზი“. არც იქ დახვედრილ უსუფთაობაზე გამიმახვილებია ყურადღება, არც იმაზე რომ შეზარხოშებული კამპანიის ღრიანცელი იყო, მთავარია ჩემთვის მისაღები საკვები დამიდეს მაგიდაზე, ჩემი საყვარელი სასმელით. დანარჩენი უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ჭამას რომ მოვრჩი აღმოვაჩინე რომ მთელი დარბაზის ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. გამიკვირდა არ დაგიმალავთ. ყველა დადუმებული მიყურებდა როგორც რაღაც უცხო ხილს. მივხვდი... პატარა ქალაქია, ხმები მალევე ვრცელდება, ის 2 კონტაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ მთელი მოსახლეობის ყურადღების ცენტში აღმოვჩენილიყავი. არ დაგიმალავთ ეგრევე წასვლა მომინდა. უცხო გარემო, არავის იცნობ. იცი რომ ყველა მათგანი სხვადასხვა მუხლით მსჯავრდებულია. ზოგი მკვლელია, რეციდივისტი, ქურდი, მამაძაღლი... რას გაიგებ რას მოიმოქმედებენ? მე რითი ვიცავ თავს? კი ბატონო ჯიბეში პისტოლეტიც მიდევს და ბარგში კიდევ ენერგეტიკული თოფებიც, მაგრამ მაინც უცხო ხარ, აქ ყველა ერთიმეორეს იცნობს. რომელ ერთზე გეყოფა შენი იარაღი? მიმტანს დავუძახე ანგარიშისთვის, მოგვიანებით გავიგე რომ ის მიროს მეუღლის და იყო. საკმაოდ გამომხატველი თვალებით და სახეზე კარგად გამოხატული ემოციებით. მორბენალი სტრიქონივით იკითხებოდა მის თვალებში ჩემს მიმართ აზრი... როგორც კი გავისტუმრე, ეგრევე წამოვდექი და გასასვლელისკენ გავემართე. უცბად ზურგიდან მესმის - ზუბუ ხომ? ეჰ... აღარ გამომივა გასვლა, უნდა გავჩერდე. იტყვიან ლაჩარიაო. ყოველი შემთხვევისთვის ქამარში ჩადგმული პისტოლეტის ტარი მოვსინჯე. - დიახ, პრობლემაა რამე? - და მოვტრიალდი მკვეთრად. ველოდები რომ სიტუაცია კონფლიქტამდე მივა. - რა თქმა უნდა პრობლემაა - მიპასუხა ერთ-ერთმა ბარში მჯდომმა და გვერდზე მყოფებს გადახედა. - მართალია რომ შენი ნებით ხარ აქ? - დიახ. ჩემი ნებით ვარ აქ. მიწა ვიყიდე და ჩემს საკუთრებაში ჩამოვედი. - სერიოზული სახით შევხედე მოსაუბრეს - ამაში რა პრობლემას ხედავთ? - ეს უკვე კბილებში გამოვცერი. - ახალგაზრდა ბიჭი ხარ. ალბათ ნიჭერიც - დარბაზში ყველამ ჩაიფხუკუნა - მაგრამ აშკარაა რომ სერიოზულად შეგეშალა ადგილის არჩევა. იცი ის რა ადგილია შენ რაც იყიდე? აუუფფფფფფფ... ის ოფიცერი არ მაკლდა? ახლა ეს. - თქვენ მე მიცნობთ უკვე ვატყობ, მე არც ერთ თქვენთაგანს არ ვიცნობ... - ლენსი მქვია - წამოდგა ფეხზე მოსაუბრე და ხელგამოწვდილი წამოვიდა ჩემსკენ. მეც ჩამოვართვი ხელი და სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი რა მექნა. ახლაღა აღმოვაჩინე რომ აგრესიის მაგივრად ყველას სახეზე თანაგრძნობა ეხატა. - ვიცი რა ადგილიცაა, ამ პერიმეტრის ყველა კუნჭული მაქვს შესწავლილი ვირტუალურად, ვიცი რა შემადგენლობაცაა მიწაში. - მაპატიე ზუბუ. რად გინდა ეგ მიწა? რა უნდა გააკეთო მანდ? - მიწათმოქმედება უნდა ვაწარმოო. ლენსმა გადახედა დარბაზს გაკვირვებულმა. დარბაზში მყოფებმაც ერთმეორეს შეხედეს და ატყდა ხარხარი. ყველა იცინოდა ლენსის გარდა. - მოიცადეთ... მოიცადეთ ხალხო ერთი წუთით... - მოითხოვა ლენსმა, დარბაზი როგორც იქნა მიწყნარდა - ეს სასაცილო არაა. რამდენი გადაიხადე ამ მიწაში თუ საიდუმლო არაა? - რა მნიშვნელობა აქვს? - იმედია გროშებად გაქვს ნაყიდი, იმიტომ რომ მეტი არც ღირს ეგ მიწის ნაგლეჯი. მაგრამ იმედია რომ ხუმრობ. მითხარი რომ ხუმრობ და რაღაც სხვა ინფორმაცია გაქვს მაგ ტერიტორიაზე. ოქრო გეგულება თუ რამე სხვა? - არა არ ვხუმრობ, მართლა მიწათმოქმედებას ვაპირებ. - ახალგაზრდა ხარ ჩემთან შედარებით და ნუ მიწყენ ამ მიმართვაზე. შენ მაგრად მოგატყუეს შვილო. გაიხედე გარეთ. რამდენიმე სახეობის კაქტუსის გარდა აქ არფერი არ იზრდება. ვერაფერს მოიყვან. პირადად მაქვს მაგ ტერიტორიაზე კვლევა ჩატარებული. არაფერი არაა. აი პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. საერთოდ არაფერი არაა. ამ რაიონში ერთადერთი წყლის რესურსი ქალაქის ტერიტორიაზეა. ისიც არტეზიული ჭებია და დაბურღულია საკმაოდ ღრმად. თუ მაგდენი გაქვს რომ მასე დაბურღო კიდე შესაძლოა წყალი იქონიო მაგრამ სხვა წყლის რესურსი უახლოეს 500 კილომეტრში ზედაპირზე ფიზიკურად არ მოიპოვება. აქაურები თუ სადმე გავდივართ აქედან, თან მიგვაქვს წყალი. მიწათმოქმედებას კიდევ სწორედ წყალი სჭრდება. პლიუს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ცუდი კლიმატია, ალბათ არ გითხრეს ეგ როდესაც ყიდულობდი მიწას. აქ წლის სეზონები არაა როგორც ბევრ სხვა პლანეტაზე, ძირითადად ერთნაირი კლიმატია, მაგრამ არის ჩავარდნები, როდესაც ერთბაშად ან ძალიან ცხელი ამინდი დგება რაღაც დროით, ან მინუსებში მიდის ტემპერატურა მოულოდნელად. ამ დროს რას აპირებ? - მე ჩემი გეგმები მაქვს. როცა გავაკეთებ მერე განახებთ უკვე შედეგს. - ღმერთებმა ხელი მოგიმართონ ჩემო მეგობარო, მაგრამ... ასევე ხდება ხოლმე რომ ქვიშის ქარიშხალია, ერთ-ერთი უბედურება, 2 ციკლის უკან იმდენი მოიტანა რომ მთელი ქალაქი დაფარა მეტრიანი ფენით. თვეზე მეტი გაგვქონდა ქვიშა. რომელი ბაღი შეძლებს ამ დროს გადარჩენას? ამავე დროს, აქ არსად არაა საჭრო ოდენობის ბაქტერიაც კი რომ ოთახში ქოთნის მცენარე გამოზარდო. არა თუ დიდი პლანტაცია. - ეგ ჩემი პრობლემაა რას როგორ გავაკეთ... - არა მეგობარო, მარტო შენი არაა, ჩვენიც არის. - შემაწყვეტინა ლენსმა - აქ ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ და თუ აქ სახლდები ჩვენი წევრი ხდები. არ მსურს ჩემი ძმის თვითმკვლელობას ან გალოთებას მოვესწრო. გიყურებ კარგი ახალგაზრდა ჩანხარ. რატომ გაიფუჭე ასე ცხოვრება? მოკლედ... მე ბრიგადირი ვარ კარიერში. მოდი ჩემთან აუცილებლად გიშოვი ადგილს. - დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დამჭირდება. - ოჰ ახალგაზრდობავ... - თავი გაიქნია და დახარა ლენსმა. - ჩემს თავს მაგონებ არ დაგიმალავ. მეც შენნაირი ჯიუტი ვიყავი, მაგრამ ჩემი სიჯიუტის შედეგად მივიღე გადასახლება 10 ციკლით აქ... კარგი მეგობარო. თუ რამე დახმარება დაგჭირდეს არ მოგეხათროს. დაგეხმარებით რითაც შევძლებთ - და ლენსმა კიდევ გამომიშვირა ხელი. - კიდევ დიდი მადლობა - ჩამოვართვი მეც. დარბაზი აღარ იცინოდა. უფრო მეტი თანაგრძნობით მიყურებდა. გამახსენდა დედაპლანეტა. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს ახლობლებმა ზუსტად იგივე აზრის საუბრები მქონდა თან არაერთთან. მით უმეტეს გადაირია ბებია როდესაც გაიგო სად მოვდიოდი. რომ გამოვდიოდი, ზურგს უკან დარბაზი ახმაურდა. ვერ მოვითმინე და კართან გავჩერდი გარედან. ხმაურში შემდეგი აზრი გამოიკვეთა. რა უნდა ელაპრაკო, დედაპლანეტელია. ცა ქუდად მიაჩნია და მიწა ქალამნად, ეტყობა მდიდარი მამიკოს ბიჭია და ყველაფერი გონია რომ გამოუვა. ან დიდი ფული აქვს წაგებული და აქ იმალება, ან პირიქით, დიდი ფულის გასათეთრებლადაა აქ თორე რომელი იდიოტი დახარჯავს აქ ფულს. რაც უნდა ილაპრაკონ. მთავარია მოტივაცია არ დავკარგო. მე ხომ გეგმა მაქვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|