ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2026


ცრემლმლაშესი. პერ ლაშეზი. (სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი
ცრემლმლაშესი. პერ ლაშეზი


(სონეტი)

სასახლე თუ საფლავები
სხივ-სირმით იფარჩება,
ლუვრის მერე აქ დავები,
ბოლოს მაინც  ქვა რჩება!

გალავანზე  - ვინც  აქაა,
ყველას გვარ-სახელია.
მარმარილო - მაინც ქვაა,
ცივია თუ ცხელია.

მტრედიც - არის, ყვავიც - არის,
სხვა ჩიტებიც  დავლანდე,
ძაღლის ნახვაც  გულს უხარის,
საფლავების დავლამდე.

აქეთ  რა მექაჩება?!
კაცი კვდება  - ქვა რჩება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები