ბოლოს საკუთარ არსებობას მე დავიბრალებ, ამ თვითრჩეულმა ლაბირინთმა დამწვა სრულიად. ნუ დაწერ, ბორხეს. თავისი აქვს სიტყვას სიბრმავე — შენ რაც უნდა თქვა, თქმისთანავე აქ წარსულია.
ფუძის სიჩუმეს შევეხე — და სიჩუმემ მიცნო, ამ არყოფნიდან ჩანს ნიავის ნაიარევი. ჩემი არყოფნის სარკეებში ვხედავ არადანს — უმზეოდ სიზმრის გრამატიკას ქსოვენ ___ ფანრები!
მე შეუმჩნეველ წერტილივით მოვგავარ ალეფს, სარკეში ჩრდილი უცხო ღმერთთან განტოლებულა. ჩემს თავთან ვიცი — ფატალურად ვიქნები მალე ცარიელი და საბოლოოდ დატოვებული.
წარმოსახვაში ვეფხვი მორბის ისევ — ზოლებით. მას სახელს ვარქმევ, ეს სახელი ვეფხვმა დამარქვა. ჩემს სიჩუმეში მიყვირიან სულნათოვლები, სანამ ამ ყვირილს სისხლსაძირკვლო ძვალში ვაქვავებ.
დამლაშებული ჯოჯოხეთი სულნათოვლია, დაბადებაში ხორცის მზეა — სისხლით შებმული. შობა სიკვდილის ხელწერაა — ცრუ ავტორია — და ჩემი ჩრდილი ჯოჯოხეთის ნულში იფშვნება.
მშიერ არყოფნას ლაბირინთში ძლივსღა მივათრევ, ამ ნუმინოზურ ჯოჯოხეთში უკრავს გზამკვლევი. თვალებიდან კი გაირიყა მრუმე სინათლე და ხედვის ფორმა გახდა უკვე უკანასკნელი.
ამ უკანასკნელ სიჩუმესაც როგორმე მოვხევ და პოეზია ჩრდილს დაიჭამს, ჰო, როგორც ზმნის ზმნა. ბორხესის წიგნში მე ბორხესი მიკითხავს ბორხესს — და ვგავარ ახლა ამ წაკითხვის მეორე სიზმარს.