რომ ჩავატიო ბენზინის საკმარი ფული ქართული, უნდა ვიყიდო რეზინის, - ტყავის გავყიდო საფულე.
კვირაში ორ დღეს მენავთე ნაკლებ მოგებას ნახულობს, ბენზინს დააკლებს ერთ 10 თეთრს, ქრისტიანია - მარხულობს...
ხელისუფლება არ იმჩნევს ფასების ასეთ მატებას, ორ-სამ იდიოტს აირჩევს ჯდება და ედებატება.
კოჭებს უგორებს მორიგე მოღალატეს და ნაციხარს, შენ კი, ხმა თუ ამოიღე, ავტომატურად ნაცი ხარ!
ეჰ, ჯობს საფულეს გამოვცლი, ტყავისას შევცვლი რეზინით. და მეტი რომ არ წამომცდეს პირს დავიგუბებ ბენზინით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|