ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2026


სიზმარი

    ფერები აირია ხმაში და წყალმა აირეკლა ყველაფერი, რასაც ხმაური ქმნიდა. აზვირთდა ბლანტი ტალღები, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. მზე გადაყლაპა ამ ბლანტმა სითხემ, დაღამება უნდოდა, მაგრამ ჯერ დრო არ იყო დაღამების. მზეგადაყლაპულმა დრომ იძულებით ამოანთხია მთვარე, ვარსკვლავები, მერე კი ქარმზომით ქარიშხალს უმატა ნელნელა.
    თავი ამატკია ამდენ ფერთა ხმაურმა. ტკივილისგან, ნისლიანმა ბუნდოვანებამ უფრო და უფრო იმატა: მომაწვა კისრის დაბლა, გამოიარა მთელი სხეული და თვალებში სიცხადემ ერთიანი სახე მიიღო. მაღვიძარამ დარეკა.
    თენდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები