ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2026


ყველაფერი ერთ ლარად

არა, გოგო,ხორცის მაღაზიას რა გამახსნევინებს ამ სიცხეში?! ლამის გალღვეს ჯიხურის კედლები!! დაილოცოს ყავის მომგონი, ზამთარ-ზაფხულ განწყობას გვიმაღლებს!! გემრიელად დაფქვილი მიირთვით, ახალი ჩამოფქული!! ალო! ხო შვილო! კლიენტი მყავს! აი, ბებო, კამერა ჩაგირთე! დედიკო წავიდეს პამპერსის საყიდლად და ფიზიო-თერაპიის თანხაც აიღოს ბანკომატიდან! ნახე, საფქვავს რამხელა ხმა აქვს, მაღაზიაში "ყველაფერი ერთ ლარად"  5 ლარად ნაყიდ ტრაქტორსაც ასეთი ხმა უნდა ჰქონოდა! ლარი ემყოფინოთ ამათ ქელეხში!! მოეხალოთ გვერდები ამ დამწვარ ყავასავით!! დიდ სუპერმარკეტებში გარბიან, შენი
მწარეაო! კარგი აღარავის უნდა, დამწვარი ვის გავატანო?! მაგრამ მარცვალი რომ არ ვარგა?! ბები, ფერადი ბუშტი გაგიბერე, ხელთათმანით!! ცხვირი სად აქვს ბებოს?! უი აღარ ჰქონია, -არ იყნოსოვო ჩვენი სიმყრალე!! დიახ, ქალბატონო, სამი ლარისაა, შეგიფუთეთ, მაგას ვიკადრებ, გრამი დაგაკლოთ?! ბებო, მანდ იჯექი, გაიკეთე აბა პირბადე, როგორც გასწავლე!! მოხვედი შვილო?! რა მოგიტანოთ საღამოს? ბოსტნეული? ქათამი? რაც მომეწონება?! ეხ, ქეთინო! დავდგები დახლთან აბა რას ვიზამ, წადი შენ, აჭამე  დედაშენს! ოხრახუში გაგიყიდე საჭმელად რომ გახვედი, ფულს ხვალ მოგცემ თუ არ გეჩქარება?! ხო, რძალია ეგ გოგო ჩემი, მაგრამ შვილზე უკეთესია!! სახლს ისე აწკრიალებს, ბავშვს ისე უვლის, სადილს გოგო, ერთი ქათამით სამნაირს აკეთებს! საფქვავი უკვე გავწმინდე, ბოქლომიც დავადე, ვიყიდი ახლა ბოსტნეულს, რძეს და წამოვალ!!
    რა უჰაერობაა, შვილო!! ფანჯარა გამოაღე!! როგორაა ჩემი შვილი, წამოაყენე ეტლიდან? ჭამა საჭმელი? გამოიყვანე, იქნებ დამელაპარაკოს, ან ტელევიზორს შეხედოს! კარტოფილი შეგიწვავს!! დაგეწვა შვილო? მომიყვანე ბავშვი!! თმა დაივარცხნე!! რა მოხდა, ტიროდი?! მოდი ჩემო ვაჟკაცო,  მაჩვენე ახალი კიჭები!! კიდე დაგირეკეს სკოლიდან? სხვას მიიღებენ თუ არ გახვალ?! გადი და იმუშავე, ორივეს მივხედავ!! ამათი მიტოვება რომ არ გინდა, თორემ!!  ცოტაც გავიჭირვოთ, დავაყენოთ ბიჭი ფეხზე და ყველაფერი მოგვარდება!! მიხურე მაცივარი ბებო, ცარიელია!! უხ, ვაიმე, დედა!! ტრაქტორს დავადგი ფეხი!! არაუშავს ბებო, ხვალ ტანკს გიყიდი ლარიანებში!!

2022 წელი  მირკა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები