ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2026


კლიმაქსური სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

კლიმაქსური სონეტი


აღარაფერი მიხარია,
აღარც  ფრთები მაქვს.
ქედი?! - სიმძიმით ნახარია.
ვაბრალებ კლიმაქსს.

- რაღა დროს ჩემი კლიმაქსია!
თავს შევუძახე.
სადარდებლების  მიდევს  სია,
ლხინი - ვერ ვნახე,

ან იქნებ იყო. ნალხინარი
ვის აგონდება;
ვისღა მოესმის  ხმა ნარნარი?
- რჩება გოდება.

მფარველ ანგელოზს გაეღვიძა!
- უნდაო ძიძა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები