 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 27 მარტი, 2009 |
მიწვევა
,,...ღმერთთან დადიოდა ნოე.’’ დაბ. 6.9.
,,დღეს უფალმა მიმიწვია...’’ ...?!... შვიდი წყვილი ჭრელი თვალი ნოეს უნდოდ მიაჩერდა... ,,ზღვაზე რომ გაგვესეირნა...’’ ,,ზღვაზე?!... ნოე, რომელ ზღვაზე?!...’’ ცოლის ხმაში შიში რეკდა... ექვსმა წყვილმა ჭრელმა თვალმა კი ერთმანეთს გადახედა... ...ირონიამ გაიელვა... ,,მამას სიბერე ერევა?!...’’ ნოე თავისას მიჰყვება: ,,დღეს უფალმა მიმიწვია, ზღვაზე რომ გაგვესეირნა...”
,,მამა, კმარა... ვერა ხედავ, დედა ღელავს!’’ ,,რატომ ღელავს? უფალი ჩვენ, ყველას, გვხედავს... და გვიფარავს... აი, დღესაც...’’ ,,მამა, კმარა!’’ სემის ხმაში ბრაზის ნაპერწკალი კვესავს... მაგრამ ნოეს მწვანე თვალთა ელვარება მშვიდად ფერფლავს... ,,აი, დღესაც მიმიწვია, და რა მთხოვა?!... სახლისხელა დიდი კიდობანის შეკვრა.’’ შვიდი წყვილი ჭრელი თვალი მას კვლავ უნდოდ მიაჩერდა... ,,დიახ, მთხოვა, თან ამიხსნა, რა, როგორ და რისთვის უნდა, რათა ზღვაზე იტივტივოს...’’ ,,რომელ ზღვაზე, ნოე, ბოდავ?!’’ და ცოლის ხმას ცრემლი ნელა ერეოდა... ,,ქალაქში ვართ, გესმის?!!! ჰო, და... ზღვას აქ ვერც შენ და ვერც ვერვინ ვერასოდეს ვერ იხილავს!!!’’... ნოე მშვიდად გადახედავს, მაგრამ თითქოს ვერას ხედავს... ის ჩურჩულებს, მის ხმაში კი ზღვა მოღელავს:
,,უფალს უნდა კიდობანში ვიყოთ ყველა, როცა წარღვნა ყოველივეს გადალეკავს...’’ ... შვიდი წყვილი ჭრელი თვალი ნოეს მწვანე თვალთა ელვას ვეღარ თმობდა... ***
...ზღვა არც ისე ძლიერ ღელავს... ...წვიმდა... წვიმდა... ...ისევ წვიმდა... წყალს მიჰქონდა... რა მიჰქონდა?... თუ მოჰქონდა?... დღეს რაღაცა შეიცვალა... წყალს მოჰქონდა... ზღვას ნაპირის სევდა ღლიდა... ნაპირი კი... მისი ძებნით დაღლილ რაინდს მწვანე სიზმრით ამშვიდებდა.
2006წ. 31 იანვარი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნიჭიერი ხარ! 5 ნიჭიერი ხარ! 5
11. ლამაზიააა :) ლამაზიააა :)
10. ზღვას ნაპირის სევდა ღლიდა... ზღვას ნაპირის სევდა ღლიდა...
9. ზღვას ნაპირის სევდა ღლიდა...
მაიკოს მოკითხვა და ბევრი ღიმილი:):):) ზღვას ნაპირის სევდა ღლიდა...
მაიკოს მოკითხვა და ბევრი ღიმილი:):):)
8. ყველას დიდი მადლობა! :):):) ყველას დიდი მადლობა! :):):)
7. რომელ ზღვაზე, ნოე, ბოდავ?!’’ და ცოლის ხმას ცრემლი ნელა ერეოდა... ,,ქალაქში ვართ, გესმის?!!! ჰო, და... ზღვას აქ ვერც შენ და ვერც ვერვინ ვერასოდეს ვერ იხილავს!!!’’... ნოე მშვიდად გადახედავს, მაგრამ თითქოს ვერას ხედავს... ის ჩურჩულებს, მის ხმაში კი ზღვა მოღელავს:
მათე ძალიან მომწონს შენი გაცოცხლებული ბიბლია...ძალიან ცოცხალია, თითქოს დღეს ხდება...5555555555 რომელ ზღვაზე, ნოე, ბოდავ?!’’ და ცოლის ხმას ცრემლი ნელა ერეოდა... ,,ქალაქში ვართ, გესმის?!!! ჰო, და... ზღვას აქ ვერც შენ და ვერც ვერვინ ვერასოდეს ვერ იხილავს!!!’’... ნოე მშვიდად გადახედავს, მაგრამ თითქოს ვერას ხედავს... ის ჩურჩულებს, მის ხმაში კი ზღვა მოღელავს:
მათე ძალიან მომწონს შენი გაცოცხლებული ბიბლია...ძალიან ცოცხალია, თითქოს დღეს ხდება...5555555555
6. 5 მათე ბიჭს :) საინტერესო ნაწერების და კომენტარების :) ავტორს.. 5 მათე ბიჭს :) საინტერესო ნაწერების და კომენტარების :) ავტორს..
5. ძლიან კარგია ძლიან კარგია
4. წყალს მიჰქონდა... რა მიჰქონდა?... თუ მოჰქონდა 5 წყალს მიჰქონდა... რა მიჰქონდა?... თუ მოჰქონდა 5
3. საოცარი განცდებია... საოცარი განცდებია...
2. შესანიშნავია , :)
:)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. შესანიშნავია , :)
:)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
1. ,,უფალს უნდა კიდობანში ვიყოთ ყველა, როცა წარღვნა ყოველივეს გადალეკავს...’’ ... შვიდი წყვილი ჭრელი თვალი ნოეს მწვანე თვალთა ელვას ვეღარ თმობდა... 5!
,,უფალს უნდა კიდობანში ვიყოთ ყველა, როცა წარღვნა ყოველივეს გადალეკავს...’’ ... შვიდი წყვილი ჭრელი თვალი ნოეს მწვანე თვალთა ელვას ვეღარ თმობდა... 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|