მივდივარ... ყოველთვის ხმაურიან და ბობოქარ მატარებელში ეხლა სიჩუმე გამეფებულა... სიჩუმე, რომელიც კიდევ უფრო მზარავს და მენატრება ბრბოს ყაყანი, რომელიც ერთ დროს ასე მაღიზიანებდა. გავცქერი ჩაბნელებულ ქუჩებს და წარმოასხვაში ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა სურათები... სურათები წარსულის, მომავლის... და რაც ყველაზე საშინელია – ტკბილი მოგონებები კიდევ უფრო ამძიმებენ ჩემს გულზე მთელი სიმძლავრით ჩამოკიდულ ლოდებს და მომავალზე ფიქრი კი.... უფრო სწორედ მომავალზე, რომელიც უნდა წამართვან, რომელიც საერთოდ არ გავს იმ მომავალს, რომელიც წარმომედგინა...
მატარებელი აგრძელებს სვლას და მე მხოლოდ მისი ხმა მესმის. საბედნიეროდ მობილურიც დამიჯდა. მართალია, მთრგუნავს მარტოობა, მაგრამ არანაკლებ მთრგუნავს ნამტირალევი ხმები, და ყალბი გამხნევებები, სიყვარულის განსაკუთრებული სიმძაფრით გამომჟღავნება, რომელსაც გამომშვიდობების სუნი ასდის... თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვააა... მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი პატარა, შემდეგ იყო ბრძოლა, გამარჯვება, შიგადაშიგ დამარცხებებიც და ისევ ბრძოლა...
ახლაც ბრძოლა იწყება, ოღონდ ეხლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა, რომელიც უკვე წაგებულია. მივდივარ და ვტოვებ ჩემს საყვარელ კომპიუტერს, ჩემს ახალ ციფრულს, სასწავლებელს, რომელშიც ეხლახანს ჩავაბარე, ახალ სამსახურს, სადაც ორი კვირის წინ გადმოვედი, ანაბარს პროკრედიტ ბანკში და რაც მთავარია უამრავ საყვარელ ადამიანს, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვიხილო. სკაიპშიც ოპტიმისტური წარწერა დავტოვე: “მე დავბრუნდები”, თუმცა ამის ყველაზე ნაკლებად მჯერა. წავალ... წავალ და რამდენიმე თვეში დავიწყებასაც მივეცემი, სადღეგრძელოებში მომიხსენიებენ როგორც გმირს და..... სასაცილოა... ან საერთოდ რა აზრები მიტრიალებს თავში. ვცდილობ ვიფიქრო ხალხზე, ვინც მიყვარს და ვისი ღირებულებაც ამ მძიმე წუთებში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი... ვიცი გამიხსენებენ. გამიხსენებენ როგორც ერთ არარიგით მოკვდავს, რომელსაც ამდენი რამ დარჩა გასაკეთებელი, რომელსაც ასე უსამართლოდ მოუჭრეს გზა და ასე უღმერთოდ გაუყენეს ჯოჯოხეთის წყეულ ბილიკებს. დანიშნულების ადგილამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და მეც უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ სიკვდილის ცხელ სუნთქვას ჩემს სხეულზე... ვგრძნობ როგორ მივიწევ ზეცისკენ... მივდივარ და გტოვებთ... და იმედს ვიტოვებ ამ ყველაფერს ოდესმე მაინც წაიკითხავთ და გაიგებთ თუნდაც ოდნავ მეტს ჩემს შესახებ... გაიგებთ რომ რეალურად შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, რომ ჩემით გეამაყათ, რომ მწყუროდა სიცოცხლე, ბედნიერება და...
ჩემი ჩურჩული მესმის. ვხვდები, რომ უკვე ხმამაღლა ვფიქრობ. ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ქვედა ყბა და ტუჩები მლაშე სითხით მისველდება. ვტირი? აქ? მთელი ამ ხალხის წინაშე? თუ ადრე ჩემი ცრემლები მხოლოდ მე მინახავს, სარკეში, ეხლა ამას ყველა ხედავს, თუმცა რაღა აზრი აქვს... ნერვიულად ვიკვნეტ ტუჩებს... “თქვენი ბილეთი” ბოხი ჩახლეჩილი ხმით თავზე მადგას ახალგაზრდა, ჩასუქებული გამცილებელი ქალი და ხელს მიშვერს. მე თავს ვაბრუნებ მისკენ, ისე რომ თვალებში არ ვუყურებ და ბილეთს ვაწვდი.. ვგრძნობ რომ რაღაც უცნაურად დიდხანს გაუგრძელდა დგომა, მაგრამ თვალებში მაინც არ ვუყურებ... “ყველაფერი კარგად იქნება” თითქოს მთელ სხეულში მისვლის მისი სევდიანი ხმა და მხარზე მის თბილ ხელს ვგრძნობ.... ვგრძნობ როგორ მეჩრება ყელში რაღაც ბურთისმაგვარი და მთელი ძალით ვუჭერ ხელებს მის უხეშ, ჭუჭყიან ხელს. მე ვტირი...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვერდით ვიღაც მძიმედ ეშვება. “რა საშინელებაა” მესმის ხმა, აშკარად მე მესაუბრება. თავს ვუქნევ. “რამდენი უდანაშაულო ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ომმა, ან ვის ვებრძვით” აგრძელებს ნერვიულად, “ეხლახანს ჩემი მეზობლის ბიჭი გაიწვიეს რეზერვში, ისეთი, რომელმაც იარაღის ხმარებაც არ იცის, ღმერთმა იცის რა ბედი ეწევა, რა უაზროდ უნდა მოკვდეს”... ნერვიულად მეცინება. ”მეც რეზერვისტი ვარ ქალბატონო და ეხლა სწორედ იქ მივდივარ” თითქოს სადღაც შორიდან მესმის ჩემი ხმა. მისკენ არ ვიხედები, ქალბატონი ჩუმდება.
უკვე აღარ ვტირი. უბრალოდ ვცახცახებ და ეს არ არის შიში. ეს არის მოულოდნელობისა და გაურკვევლობის შეგრძნება. შეგრძნება ბოღმის, უმწეობის და არარაობის. საშინელებაა გაცნობიერება იმის, რომ ხარ მარიონეტი, რომელიც უმოწყალოდ უნდა განადგურდეს სპექტაკლის ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდეს. ვხვდები, რომ მძულს ეს სისხლიანი თეატრიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და ყველა უმწეო მარიონეტი საკუთარი თავის ჩათვლით!
თენდება. ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდება თანადგომა, ისე მარტო ვარ როგორც არასდროს. გამორთული ტელეფონიც ავისმომასწავებლად დუმს...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენი ბაზა არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორიც დავტოვე 1 თვის წინ, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასე მალე მომიწევდა დაბრუნება და მითუმეტეს ასეთ ვითარებაში... თითქოს ისევ ავივსე ენერგიით და ვამხნევებ შიშისგან დაზაფრულ ხალხს. იმდენად ვერთობი ამ ყველაფრით რომ ჩემი თავი მავიწყდება... “გამთენიისას ცხინვალში შევყავართ” მესმის აღშფოთებული ხმა, რომელიც მრავლდება და ბრბოს დიდ ჩოჩქოლად იქცევა. ჩემთვის სულერთია, მე უკვე გამოვიტირე საკუთარი თავი, მე ხომ ერთი სიკვდილი უკვე გავათავე (ამ ფრაზას ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე, რომ არც კი იციან მისი რეალური მნიშვნელობა. მე უკვე ვიცი...) თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, უკვე ყველა რაღაცაზე საუბრობს, მხოლოდ მე არ მტოვებს უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს რაღაც საშინელი უნდა მოხდეს, თითქოს სიკვდილი აქვეა ჩასაფრებული და მოთმინებით ელის თავის მსხვერპლს. ცარიელი იარაღებით სანგრის წინ ვწევართ და ათასგვარ სისულელეზე ვსაუბრობთ დროის გაყვანის მიზნით, არცთუ უშედეგოდ. თითქოს სასოწარკვეთის პირველმა ტალღამ უკვე გადაიარა... მართალია ყველამ ვიცით, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ არც ისეთ საშინელს, რაც ამის შემდგომ ხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვხედავ მხოლოდ ჩვენს თავზე მფრინავ ორ შემზარავ სხეულს, რომლებიც რაღაც მოელვარე ბურთებს ყრიან. ”გვბომბავენ”!!!! - ისმის განწირული ხმა და მომენტალურად ყველაფერი იცვლება. მე ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ვფიქრობ, თავდაცვის ინსტინქტები ავტომატურად ირთვება. ვერ ვხედავ რა ხდება, ვინ საით გარბის ან სად უნდა გაიქცეს, მივსდევ ბრბოს და მზად ვარ ყველაფრისთვის. ბოლო რაც მახსოვს ძლიერი წნევაა, რომელიც რამდენიმე მეტრით წინ გვაგდებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა სანგარში ვარ, სადღაც ნესტიან კუთხეში მიგდებული და გონს ვერ მოვსულვარ, ხმებიც თითქოს შორიდან მესმის... გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა, თითქოს სიზამრში ვარ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება. თითქოს მალე გავიღვიძებ და გავაგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას, ამ ყველაფერთან შედარებით კი უბედნიერესს. ვნანობ ჩემს ყველა უკმაყოფილებას რაც იყო აქამდე და თავს სიტყვას ვაძლევ რომ ბედნიერი ვიქნები, თუ რათქმა უნდა ჩემი ცხოვრება აქ არ დასრულდება. “აქედან ფეხი არავინ მოიცვალოს” მესმის ვიღაცის აცახცახებული, მაგრამ მაინც ომახიანი ხმა. “დაღუპულებს როცა გათენდება მაშინ მოვძებნით. დაღუპულებს?! ეს სიტყვა თითქოს ტყვიასავით მივლის სისხლში, შემდეგ კი წვრილ ნამსხვრევებად იფშვნება და ყველა უჯრედს მტკივნეულად ესობა. თითქოს თავში მთელი ძალით დამკრეს ჟანგიანი კონდახი და გამომაფხიზლეს. ვერაფერს ვხედავ, თითქოს ყველაფერი ერთ დიდ შავ ტალღად იქცა და ამოტრიალდა... მესმის როგორ აწვდიან ინფორმაციას ვიღაცას. Mმე კი ვერც ვაცნობიერებ რომ ვინმეს ტელეფონი გამოვართვა და დავრეკო. თითქოს ვხედავ როგორ დაირაზმა ასობით მანქანა, სავსე სასოწარკვეთილი მშობლებით და ჩვენსკენ მოექანებაა. ვგრძნობ რა ხდება მათ გულებში და მათთან ერთად მტკივა. მინდა წამოვდგე, გავიქცე, ვიყვირო, მაგრამ ძალა აღარ შემწევს...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თენდება ყველაზე შემზარავი დილა ჩემს ცხოვრებაში. ახლა როგორც არასდროს, ისე არ მინდა გათენება, არ მინდა ვნახო ის, რაც სანგრის გარეთ დამხვდება... ჯგუფებად გავყავართ სანგრებიდან. გვერდს ვუვლი ნაწილებად დაფლეთილ რეზერვისტებს და გულიც ათასობით ნაწილად მეფლითება. რაღაც ზებუნებრივი ძალა მაიძულებს ვიარო, თითქოს ზომბირებული ვარ და ვიღაც უხილავი პულტით მმართავს. გამოვდივართ ველიდან და თვალწინ გვეშლება მანქანებთან შეჯგუფული ხალხის მასა. ვუახლოვდებით. მესმის როგორ ეკითხება ნერვიულად შავებში ჩაცმული ქალი ყველა გამოსულ რეზერვისტს ხომ არ უნახავთ მისი შვილი, პასუხად კი ყველა მხრებს იჩეჩავს და თავდახრილი აგრძელებს გზას. არავის შესწევს ძალა პირში მიახალოს მწარე სიმართლე... მესმის როგორ კივის ახალგაზრდა ქალი განწირული ხმით, ვხედავ როგორ ასულიერებენ ვიღაცას. მივიდვარ და მინდა ამ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოვშორდე, იმიტომ რომ მეტი აღარ შემიძლია, ვგრძობ რომ ცოტაც და მკერდში რაღაც იფეთქებს და ჩემი სიცოცხლეც მათ ხანმოკლე სიცოხლესთან ერთად დასრულდება!...
და აი ვხედავ ნაცნობ მანქანას და ნაცნობ სახეებს მინდა ვიყვირო, მინდა გავიქცე, მაგრამ არ შემიძლია. მესმის ხმები, რომ ყველანი ვაბარებთ იარაღს და სახლებში გვიშვებენ, მე კი იარაღი ისევ ხელში მაქვს ჩაბღუჯული, ჩემი ჟანგიანი ავტომატი, რომელიც ყოველ მეხუთე ტყვიაზე იჭედებოდა. უკვე მხედავენ და ჩემსკენ მოემართებიან მთელი სისწრაფით. ვგრძნობ როგორ მეხსნება მხრებიდან უმძიმესი ტვირთი და მიწას ენარცხება. მასთან ერთად მეც მოწყვეტით ვენარცხები მრავალი უდანაშაულო სისხლით მორწყულ მიწას. მტკივა ყველა უჯრედი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შიგნით, სულის სიღრმეში მტკივა. ყელში თითქოს რაღაც მაქვს გაჩრილი და მახრჩობს. წამები თითქოს საუკუნეებად იქცნენ, მე ველი... და უაზროდ ვაშტერდები მშვიდ, ლურჯ ცას, რომელიც თეთრი ფაფუკი ღრუბლებით დაფარულა. ვერ ვფიქრობ... უბრალოდ ვგრძნობ ვგრძნობ, რომ უკვე აღარ წვავს სიკვდლის ცხელი სუნთქვა ჩემს სხეულს. ვგრძნობ, რომ სულ რაღაც წამებში ამიტაცებენ ხელში, ჩამტენიან მანქანაში და გამაქანებენ შორს, შორს ამ ტკივილისგან, კოშმარისგან და სასოწარკვეთისგან. ვგრძნობ, როგორ მიყვარხართ ყველანი, ვინც აქ ხართ და ვინც შორს, მაგრამ ეხლა, ამ წუთსაც ჩემზე ფიქრობთ და ამაოდ ცდილობთ ჩემთან დარეკვას ვგრძობ, რომ ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დასრულდა, მაგრამ ვერასდროს ამოვშლი მეხსიერებიდან. ვგრძნობ გაუსაძლის ტკივილს და ისე მინდა ვიტირო, როგორც არასდროს, მაგრამ ყელში გაჩრილი ბურთი არ მაძლევს ამის ნებას. ვგრძნობ, როგორ ძლიერდება ფეხის ხმა. ვგრძნობ, როგორ იფარება ჩემს თავზე ცა, მრავალი ნაცნობი, ცრემლმორეული სახით. ვგრძნობ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ერთ ბედ ქვეშა ვყოფილვათ მე და შენ... ზუსტად ეგ გადამხდა მეც თავს... 8 აგვისტოს ღამე სენაკის რეზერვისტთა ბაზაზე... ნაწარმოებს რაც შეეხება!! მე ამას ვერ შევაფასებ, მისი შეურაწყოფა იქნება ჩემგან ეს. ერთ ბედ ქვეშა ვყოფილვათ მე და შენ... ზუსტად ეგ გადამხდა მეც თავს... 8 აგვისტოს ღამე სენაკის რეზერვისტთა ბაზაზე... ნაწარმოებს რაც შეეხება!! მე ამას ვერ შევაფასებ, მისი შეურაწყოფა იქნება ჩემგან ეს.
18. მივდივარ და ვტოვებ ჩემს საყვარელ კომპიუტერს, ჩემს ახალ ციფრულს, სასწავლებელს, რომელშიც ეხლახანს ჩავაბარე, ახალ სამსახურს, სადაც ორი კვირის წინ გადმოვედი, ანაბარს პროკრედიტ ბანკში და რაც მთავარია უამრავ საყვარელ ადამიანს, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვიხილო. სკაიპშიც ოპტიმისტური წარწერა დავტოვე: “მე დავბრუნდები”, თუმცა ამის ყველაზე ნაკლებად მჯერა.
უკვე აღარ ვტირი. უბრალოდ ვცახცახებ და ეს არ არის შიში. ეს არის მოულოდნელობისა და გაურკვევლობის შეგრძნება. შეგრძნება ბოღმის, უმწეობის და არარაობის. საშინელებაა გაცნობიერება იმის, რომ ხარ მარიონეტი, რომელიც უმოწყალოდ უნდა განადგურდეს სპექტაკლის ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდეს. ვხვდები, რომ მძულს ეს სისხლიანი თეატრიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და ყველა უმწეო მარიონეტი საკუთარი თავის ჩათვლით!
მესმის... ძალიან მომეწონა და მთელ ტექტს დავაკოპირებდი...
მივდივარ და ვტოვებ ჩემს საყვარელ კომპიუტერს, ჩემს ახალ ციფრულს, სასწავლებელს, რომელშიც ეხლახანს ჩავაბარე, ახალ სამსახურს, სადაც ორი კვირის წინ გადმოვედი, ანაბარს პროკრედიტ ბანკში და რაც მთავარია უამრავ საყვარელ ადამიანს, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვიხილო. სკაიპშიც ოპტიმისტური წარწერა დავტოვე: “მე დავბრუნდები”, თუმცა ამის ყველაზე ნაკლებად მჯერა.
უკვე აღარ ვტირი. უბრალოდ ვცახცახებ და ეს არ არის შიში. ეს არის მოულოდნელობისა და გაურკვევლობის შეგრძნება. შეგრძნება ბოღმის, უმწეობის და არარაობის. საშინელებაა გაცნობიერება იმის, რომ ხარ მარიონეტი, რომელიც უმოწყალოდ უნდა განადგურდეს სპექტაკლის ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდეს. ვხვდები, რომ მძულს ეს სისხლიანი თეატრიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და ყველა უმწეო მარიონეტი საკუთარი თავის ჩათვლით!
მესმის... ძალიან მომეწონა და მთელ ტექტს დავაკოპირებდი...
17. არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი, თორემ ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს... უბრალოდ სიტყვა "ბრძოლა" დიდად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც იქ იყო და ეს მგონი არ უნდა იყოს ზედმეტად რთული მისახვედრი.
აქ უბრალოდ შევეცადე გადმომეცა, თუ რაოდენ დიდი გასნხვავებაა ნამდვილ მებრძოლსა და რეზერვისტს შორის (რომელმაც იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდა ნორმალურად) და რამდენად დიდი სისულელე და საბედისწერო შეცდომა იყო, ამ ორი ცნების სინთეზი...
გამგებმა გაიგო უკვე და სხვების აზრს უბრალოდ პატივს ვცემ და მხოლოდ!
არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი, თორემ ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს... უბრალოდ სიტყვა "ბრძოლა" დიდად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც იქ იყო და ეს მგონი არ უნდა იყოს ზედმეტად რთული მისახვედრი.
აქ უბრალოდ შევეცადე გადმომეცა, თუ რაოდენ დიდი გასნხვავებაა ნამდვილ მებრძოლსა და რეზერვისტს შორის (რომელმაც იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდა ნორმალურად) და რამდენად დიდი სისულელე და საბედისწერო შეცდომა იყო, ამ ორი ცნების სინთეზი...
გამგებმა გაიგო უკვე და სხვების აზრს უბრალოდ პატივს ვცემ და მხოლოდ!
16. მაპატიე მარა შენ მხარდამხარ ბრძოლას არ ვისურვებდი მაპატიე მარა შენ მხარდამხარ ბრძოლას არ ვისურვებდი
15. ძალიან შთამბეჭდავია, ისევ თვალწინ დამიდგა ის საშინელი დღეები. გაოცებული ვარ შენი ნიჭით. აბა შენ იცი ველოდებით ახალ შედევრებს ძალიან შთამბეჭდავია, ისევ თვალწინ დამიდგა ის საშინელი დღეები. გაოცებული ვარ შენი ნიჭით. აბა შენ იცი ველოდებით ახალ შედევრებს
14. ომში დედის ერთა როგორ წახვედი?ეს ომი კი არა სასაკლაო იყო.... კარგი გადმოცემის უნარი გაქვს...რომ ვკითხულობდი თითქოს იმ მატარებელში შენთAნ ერთად ვიყავი... ომში დედის ერთა როგორ წახვედი?ეს ომი კი არა სასაკლაო იყო.... კარგი გადმოცემის უნარი გაქვს...რომ ვკითხულობდი თითქოს იმ მატარებელში შენთAნ ერთად ვიყავი...
13. ...მტკივა ყველა უჯრედი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შიგნით, სულის სიღრმეში მტკივა...
ასეთ დროს ყოველთვის გაიხსენე, როგორ ტკიოდა ღმერთს, რომელიც ჯვარს ვაცვით და შენი ტკივილი დანელდება.
მომეწონა შენი ფიქრები:))) ...მტკივა ყველა უჯრედი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შიგნით, სულის სიღრმეში მტკივა...
ასეთ დროს ყოველთვის გაიხსენე, როგორ ტკიოდა ღმერთს, რომელიც ჯვარს ვაცვით და შენი ტკივილი დანელდება.
მომეწონა შენი ფიქრები:)))
12. ძალიან გულწრფელია და მომწონს ძალიან გულწრფელია და მომწონს
11. ალბათ ყველაზე კარგად შეძელი გადმოგეცა განცდილი,წამით დამაბრუნე იმ საშინელ რეალობაში,არ მინდოდა ,მაგრამ... კარგია როცა წაკითხული გაძლევს საშუალებას შენც მის მონაწილედ იგრძნო თავი.და ბოლოს, უბრალოდ ძალიან კარგია. ალბათ ყველაზე კარგად შეძელი გადმოგეცა განცდილი,წამით დამაბრუნე იმ საშინელ რეალობაში,არ მინდოდა ,მაგრამ... კარგია როცა წაკითხული გაძლევს საშუალებას შენც მის მონაწილედ იგრძნო თავი.და ბოლოს, უბრალოდ ძალიან კარგია.
10. მომეწონა არ ვიცი რა ვთქვა საშინელებაააა ;( მომეწონა არ ვიცი რა ვთქვა საშინელებაააა ;(
9. გაიხარე... სულ ცოტაა შესასწორებელი პუნქტუაცია და... N3 თამარ ბუკია იქნები! :)) აქ თუ ვინმემ იცის პუნქტუაცია - ის ყველა მე ვარ და არ გაგიკვირდეს, თუ სქესის დადასტურებასაც მოითხოვენ შენგან!
ხალხნო, გიხაროდეთ, - არგონავტი - არაჩვეულებრივი მოქართულეა! დიიიდი 5 შენ! :) გაიხარე... სულ ცოტაა შესასწორებელი პუნქტუაცია და... N3 თამარ ბუკია იქნები! :)) აქ თუ ვინმემ იცის პუნქტუაცია - ის ყველა მე ვარ და არ გაგიკვირდეს, თუ სქესის დადასტურებასაც მოითხოვენ შენგან!
ხალხნო, გიხაროდეთ, - არგონავტი - არაჩვეულებრივი მოქართულეა! დიიიდი 5 შენ! :)
8. ხოო თეა, კარგი იყო ლიტ.გე, მაგრამ ყველანი ყოველთთვის უკეთესისკენ მივილტვით :) მეც მახსოვს შEნი პირველი ლექსი, რომელმაც აღმაფრთოვანა... ასე იწყებოდა: ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით..... მერე: შენგან ნაფერები წვანან კლავიშები, ჟღერენ შავთეთრ ფერში, რიტმებს განიცდიან... შუა სტრიქონი დამავიწყდა... :D ისე ეგ ლექსი აქ რატომ არ გიდევს? :) ადრე ვეძებდი და ვერ ვიპოვე.... ხოო თეა, კარგი იყო ლიტ.გე, მაგრამ ყველანი ყოველთთვის უკეთესისკენ მივილტვით :) მეც მახსოვს შEნი პირველი ლექსი, რომელმაც აღმაფრთოვანა... ასე იწყებოდა: ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით..... მერე: შენგან ნაფერები წვანან კლავიშები, ჟღერენ შავთეთრ ფერში, რიტმებს განიცდიან... შუა სტრიქონი დამავიწყდა... :D ისე ეგ ლექსი აქ რატომ არ გიდევს? :) ადრე ვეძებდი და ვერ ვიპოვე....
7. ეს პირველი ნაწარმოებია არგონავტის შემოქმედებიდან, რომელსაც გავეცანი და მომეწონა. ჰოდა, კარგად წერს ეს კაცი, ჩემი აზრით:)
ომის ემოცია კი მანგრევს, რომ მახსენდება... ეს პირველი ნაწარმოებია არგონავტის შემოქმედებიდან, რომელსაც გავეცანი და მომეწონა. ჰოდა, კარგად წერს ეს კაცი, ჩემი აზრით:)
ომის ემოცია კი მანგრევს, რომ მახსენდება...
6. ხომ იცი როგორ მომწონს ეს ჩანაწერი, ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტი ვარ (შეიძლება ცუდი, მაგრამ მაინც...) ვერ შევძელი იმ დღეების სიმძაფრე ასე გადმომეცა, მხოლოდ ფაქტებს ვყვებოდი. იმ მომენტში როცა იქ ვიყავი, ეს მევალებოდა... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა(პირობითად) ვცადე, ნანახი, განცდილი ემოცია, გულისტკივილი გადმომეცა პროზაში, მაგრამ ვერა, ვერ ვაიძულე საკუთარი თავი. მადლობა შენ, რომ ჩემი(და კიდევ ვინ იცის რამდენი ადამიანის) სათქმელი თქვი. აგვისტოში მივხვდი რას ნიშნავს გაქცევა საკუთარი თავისგან, რა ადვილია დასძლიო შიში და იპოვო შენში მამაცი ადამიანი. შენ ძალიან მამაცი ხარ, იმიტომ რომ ასე გულახდილად გადმოეცი სათქმელი. უფ, რამდენი ვწერე, არადა შენ ამ ყველაფერს 3 სტროფად იტყოდი. :))) ხომ ვთქვი, ცუდი ჟურნალსიტი ვარ! ;) ხომ იცი როგორ მომწონს ეს ჩანაწერი, ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტი ვარ (შეიძლება ცუდი, მაგრამ მაინც...) ვერ შევძელი იმ დღეების სიმძაფრე ასე გადმომეცა, მხოლოდ ფაქტებს ვყვებოდი. იმ მომენტში როცა იქ ვიყავი, ეს მევალებოდა... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა(პირობითად) ვცადე, ნანახი, განცდილი ემოცია, გულისტკივილი გადმომეცა პროზაში, მაგრამ ვერა, ვერ ვაიძულე საკუთარი თავი. მადლობა შენ, რომ ჩემი(და კიდევ ვინ იცის რამდენი ადამიანის) სათქმელი თქვი. აგვისტოში მივხვდი რას ნიშნავს გაქცევა საკუთარი თავისგან, რა ადვილია დასძლიო შიში და იპოვო შენში მამაცი ადამიანი. შენ ძალიან მამაცი ხარ, იმიტომ რომ ასე გულახდილად გადმოეცი სათქმელი. უფ, რამდენი ვწერე, არადა შენ ამ ყველაფერს 3 სტროფად იტყოდი. :))) ხომ ვთქვი, ცუდი ჟურნალსიტი ვარ! ;)
5. კარგია. ლამაზად, გულში ჩამწვდომად წერთ. კარგია. ლამაზად, გულში ჩამწვდომად წერთ.
3. მომავალს ვერ წაგვართმევენ :) მომავალს ვერ წაგვართმევენ :)
1. "ახლა როგორც არასდროს, ისე არ მინდა გათენება, არ მინდა ვნახო ის, რაც სანგრის გარეთ დამხვდება..."
--- "საბედნიეროდ მობილურიც დამიჯდა. მართალია, მთრგუნავს მარტოობა, მაგრამ არანაკლებ მთრგუნავს ნამტირალევი ხმები, და ყალბი გამხნევებები, სიყვარულის განსაკუთრებული სიმძაფრით გამომჟღავნება, რომელსაც გამომშვიდობების სუნი ასდის..." ---
ყველაზე საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ ახლა ვხვდები ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ დაზაფრული მდგომარეობიდან.
"ვგრძობ რომ ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დასრულდა, მაგრამ ვერასდროს ამოვშლი მეხსიერებიდან."
ეს სიტუაციაა.. ალბათ,შენთან უფრო მძაფრად.. არსებობს ადამიანური აღქმების შესაძლებლობების დონე,რომელმაც იმ დღეებში ნანახის და წარმოდგენილის აღქმების პიკს მიაღწია.. აღარ მინდა იმ დღეების გახსენება :(
"ახლა როგორც არასდროს, ისე არ მინდა გათენება, არ მინდა ვნახო ის, რაც სანგრის გარეთ დამხვდება..."
--- "საბედნიეროდ მობილურიც დამიჯდა. მართალია, მთრგუნავს მარტოობა, მაგრამ არანაკლებ მთრგუნავს ნამტირალევი ხმები, და ყალბი გამხნევებები, სიყვარულის განსაკუთრებული სიმძაფრით გამომჟღავნება, რომელსაც გამომშვიდობების სუნი ასდის..." ---
ყველაზე საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ ახლა ვხვდები ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ დაზაფრული მდგომარეობიდან.
"ვგრძობ რომ ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დასრულდა, მაგრამ ვერასდროს ამოვშლი მეხსიერებიდან."
ეს სიტუაციაა.. ალბათ,შენთან უფრო მძაფრად.. არსებობს ადამიანური აღქმების შესაძლებლობების დონე,რომელმაც იმ დღეებში ნანახის და წარმოდგენილის აღქმების პიკს მიაღწია.. აღარ მინდა იმ დღეების გახსენება :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|