ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჩიბა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2009


* * *

                                "გადმოვიხედავ ახოო,
                                  ველიანო და ტყიანო,
                                  ვერ გხედავ ჩემო ლამაზო,
                                  ლურჯთვალა,ყვითელთმიანო."
                                                              ხალხური

ეს მერამდენედ დავლახე,
ახოს თავ,გორებ ტყიანი,
კვლავ არ სჩანს მონატრებული,
ლურჯთვალა, ყვითელთმიანი.
შენ უნახველად ქალბნელო,
აღარ ყვაობენ იანი...
ფიქრი გამკენწლავს მალიმალ,
ნუთუ მე ვიყავ გვიანი.

იქნებ სხვისაკენ გაიწევ,
დღეს დამიბნელებ მზიანსა,
ოღონდაც მაგას ნუ მეტყვი,
გულში ნუ დამკრავ ტყვიასა.
წაგივალ, დაგეკარგები,
თავს რამეს მავსწევ ზიანსა,
მემრ გქონდას ჩემი ცოდოი,
დადაგულს, თვალცრემლიანსა.

ისევ მოგელი ახოს თავ,
პირით მზევ, გულით ქვიანო.
სადა ხარ ყვითელდალალა,
მოლურჯო თვალებიანო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები