 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 1 აპრილი, 2009 |
ერთი დღე მის ცხოვრებაში... და სხვა… მრავალი მსგავსი. ალბათ?!
სასწავლებლიდან წამოსულმა იცოდა, რომ სახლში ოჯახური სიმყუდროვე ნაკლებ სავარაუდო იყო. ოთახს, რომელშიც ეს სამი ადამიანი ცხოვრობდა, ერქვა საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი ბინა. გადაწყვიტა სახლში არ მისულიყო. ამით საკუთარ ნერვებს უფრთხილდებოდა. - ბიჭებს სალამი! - მიშკას გაუმარჯოს! - რავა ხარ ბიჭო, ჰაა... პოლიტოლოგობ? ისე, შენს ასაკში - ადრეა, ჩემის ღრმა რწმენით, პროგნოზებს უკეთებდე მოვლენებს ან პოლიტიკურ ამინდს ქმნიდე, თუნდაც საკუთარ გონებაში. - თითქოს დამაჯერებელი ტონი იგრძნობოდა მეზობელი ბიჭის ნათქვამში, თუმცა წარმოთქმული სიტყვა უფრო დამცინავ ტონს ესადაგებოდა. - თქვენთან მოსაწყენია ბიჭებო, სახლში მელოდებიან. - მოსალოდნელ ხიფათს დიპლომატიური ნაბიჯი ამჯობინა. გაიფიქრა ოჯახთან მორიგება უფრო ადვილიაო. მითუმეტეს თუ პირადად მას არ ერჩოდნენ, უბრალოდ მათი უაზრო კამათი აღიზიანებდა. მაგალითად: დღეს სად წავიდეთ? კინო სჯობია თუ ფეხბურთი? წელს სად დავისვენოთ: გერმანიაში თუ იტალიაში? და ა.შ...
* * *
ერთ ჭერ ქვეშ!
სამი წევრი... სამი ხმა... სამი საწოლი... და არც ერთი მლოცველი!
ტელეფონის ზარი გაისმა: - დიახ! - დოდო, შენ ხარ, ქალო? გაიგე, რა მომხდარა? - არა... - სარაჯიშვილი დაუჭერიათ. - არ გადამრიო ქალო, ნანული სარაჯიშვილი დაიჭირეეს?!! - შენ მოისპე ერთი, რაა... რას არ იტყვი. ნანული რა შუაშია? დაანებე მაგ ქალს თავი... ეგ ხომ მსახიობია? სხვა სარაჯიშვილები გამოგველია თუ რაა?... - გულიანად გაიცანა თანამოსაუბრემ. - რა ვიცი, ადამიანო? ისე მითხარი... აბა, სხვაზე ვისზე უნდა მეფიქრა?! ცნობილი ადამიანებიდან ეგ ამომიტივტივდა თავში. თანაც სარაჯიშვილიოო... - ღმერთოო, გადამრევ შენ მე! ინსტიტუტის რექტორზე გეუბნები... არ უთქვამს შენს ბიჭს? - არა ბატონო, არ უთქვამს. ის სახლში არ ლაპარაკობს და არც ჩვენ გვისმენს. საკუთარ... მოიცა რას ეძახის?! ჰო... საკუთარ მსოფლმხედველობაში იკეტება. პოლიტოლოგი მინდა გავხდეო და ხელს ნუ მიშლით სიტუაციების გაანალიზებაშიო. - შენც შეეშვი! იქნებ მის ხელში მაინც გვეშველოს რამე. - რას ამბობ, გაგიჟდი? მაგის პოლიტიკოსობა მინდა ახლა, მე, ამ გაგანია არეულობაში? ან ეს ღლაპი ვის რათ უნდა? - ქალო, შენი ბიჭი არაა, სტუდკავშირის თავმჯდომარე როა? - კი, მერე? - რა მერე? მანდ პატარა პოლიტიკოსებს ზრდიან. აბა ჰკითხე, ერთი, რატომ იცავდა დღეს ასე თავგამოდებით თავის რექტორს? - კარგი, რააა... - რა კარგი?! კარგად იცის მან თავის საქმე... ეგ გვიშველის ჩვენ! თან ახალგაზრდაა. - რატომაც არა?! - დაფიქრდა მიშიკოს დედიკო. - იქნებ ჩვენს ოჯახსაც დაადგეს საშველი?!...
ციტატისა და საუბრის დასასრული. ბერკეტი მართლაც მყარად იდგა მაგიდაზე. ყურმილი ზედ დაახეთქა მიშიკოს დედიკომ. რატომ? ვერ გეტყვით?!
მლოცველთა ნაკლებობაა ოჯახში!
* * *
ნეგატიური დასაწყისი.
ჯერ ნეგატივია! ფირი კოდაკში მივიტანე... გამჟღავნება დაიწყო!
- მიშკა! დღეს რა მოხდა ინსტიტუტში? - არაფერი. - ტელევიზორში გნახე. პოლიციის წინ გაჰყვიროდი: - დავიცვათ ადამიანის უფლებებიო! - იცრუა დედიკომ. - ეგ მე არ ვყოფილვარ. - იცრუა შვილმა.
მამას, ოჯახში, აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდა, მას შემდეგ რაც საბოლოოდ აუკრძალეს შეპასუხებაც კი... აქ, უკვე, მამამ დაიწყო ნერვებზე ზრუნვა. ამჯერადაც გაეცალა ოთახს, სადარბაზოს, საერთო-საცხოვრებელს, მის ეზოს და მეზობლის ეზოში ამოყო თავი საჭადრაკო დაფის წინ. სულიერი სიმშვიდეეე... - გაიფიქრა და ჩაფიქრდა, სხვის გასაკეთებელ სვლაზე.
- აი, ეს ნეგატივი არ გაამჟღავნოთ თუ შესაძლებელია. - თხოვნით მიმართა ფოტო-ოპერატორს დედიკომ, უკმაყოფილო მიმიკით.
* * * - გილოცავთ, დოდო! შენი ბიჭი, მართლაც ყოჩაღი ყოფილა. ჩვენ გვჯერა მისი! - ეს მე გავაკეთე! - ჰო, შენ გააკეთე დოდო, შენ! გილოცავ! - ჩვენც გილოცავთ! - იყო პასუხი სხვა დანარჩენი მეზობლებისა.
მამა სადღაა? არ მითქვამს? - გააგდეს სახლიდან.
უკვე საერთო-საცხოვრებელშიც არ ცხოვრობენ. სახელმწიფომ უქირავა მოსასვენებელი. მათ კი უბრალოდ ეს ქონება მისი ჰგონიათ. ნურას უკაცრავად! მისი არ ჰგონიათ... იციან და იწყებენ ზრუნვას საკუთარი კაპიტალისთვის.
* * *
ბავშობაში...
ქუდი ჰაერში ფრიალებს... - აბა, მოდი, მიშკა, სცადე, დაიჭირე შენი ქუდი! აცრემლებული მიშკა დასდევს ხელიდან-ხელში გარდამავალ ქუდს, მაგრამ ვერაფერს გახდა. უბრალოდ ჯერ ერთი კარგი პანღური მიიღო თანატოლებისგან და ბოლოს - ქუდიც. - კარგი, მიშკა, ახლა კობას ჯერია. აჰა... მისი ქუდი და დავიწყოთ! - წაართვა სანდრომ კობას კუთვნილი ქუდი და თამაშიც დაიწყო...
წრეში ბურთი უყვარდათ თანაკლასელებს...
მიშკა სუსტი იყო ამ თამაშში. ამიტომაც, მას ყოველთვის მაყურებლის სტატუსით უწევდა ყოფნა. ფიზკულტურაშიც ვერ დაიკვეხნიდა დიდი მონდომებით. სრული დისკომფორტი. სამაგიეროდ, რაშიც ძლიერი იყო, ეს გახლდათ საგნები. ვერ იხსენებენ, თუ რომელ საგანში იყო უფრო ძლიერი. ყველა საგანს თანაბარ უპირატესობას ანიჭებდა. უბრალოდ გასაკვირია პოლიტოლოგიაში რატომ გადაწყვიტა ეცადა ბედი... ალბათ ისევ იღბალი, რომელმაც არ უმტყუნა. თუმცა, დედიკოს გარდა, მას კარგი ფინანსისტი ჰყავდა. სხვა სტუდენტებისაგან განსხვავებით, მიშიკოს არასოდეს მოუკლავს თავი ღამეების თენებით, უბრალოდ მას კარგად აფინანსებდნენ. საგნების ათვისებასაც ჩვეულ რიტმში განაგრძობდა. ისე, უბრალოდ და მჩატედ. ფინანსისტებს გაუმარჯოს, ფინანსისტებს! სხვისი ფულების მოყვარულმა, საკუთარი დაივიწყა.
* * *
თანამდებობაზე...
მისაღებში. - შეიძლება? - იკითხა ახალგაზრდა ჭაბუკმა. - ბატონი მიხეილი აქ ბრძანდება? - დიახ, მაგრამ დღეს მოქალაქეთა მიღების დღე არ აქვს. - უპასუხა ახალგაზრდა მანდილოსანმა. - მაშინ როდის მოვიდე? - ხვალ, დღის მეორე ნახევარში. - რომელი საათიდან ღებულობს მოქალაქეებს? - მხოლოდ ერთსაათიანი აუდიენცია აქვს მოქალაქეებთან. - კარგით, გმადლობთ!... - გთხოვთ, შემოხვიდეთ! - მბრძანებლური კილოთი იხმო კაბინეტში ახალგაზრდა მანდილოსანი მიშკამ. - გისმენ მიშკა! - ჩემო სიცოცხლე, მომენატრე! მოდი, ჩამოსკუპდი მაგიდაზე... ყოველთვის ვოცნებობდი ძალაუფლებაზე, ჩემო კახპავ! აბა, მიდი, მაჩვენე შენებურად! რაც იცი და რითაც მაგიჟებ... ოღონდ ჯერ კარები ჩაკეტე სიხარულო! არ მიყვარს, როცა დედიკო შემომიღებს ხოლმე კარებს. ეს კი - არაერთხელ მომხდარა. - ახლავე, ჩემო სუნთქვავ! შენ ჩემი ფული ხარ! მე ყოველთვის ვოცნებობდი ფულზე! - როგორც ცა და მიწა ერთია, ისე, ჩვენი დაშორება „ბლეფია“, ჩემო ჟღურტულა! - მიყვარხარ, ძვირფასო! მეუღლე რას შვება შენი? - ეგ არ უნდა გეთქვა.... ის თავის საქმეებს მიხედავს. დავალება მიცემულია უკვე. ჩვენ - ჩვენს საქმეს მივხედოთ. არც კი გაბედო, ისევ შემახსენო ჩემი მეუღლე, პატივი ეცი მას! - ღიმილი ვერ შეიკავა მიშკამ. - ბოდიში, სიხარულო! - დამცინავი ღიმილი შეაგება მიშას სიტყვებს გოგონამ.
მეორე დღე.
- გამარჯობათ, მეგი!.... - გამარჯობათ, - მე სანდრო ვარ... ვერ მიცანით? - ხელი გაუწოდა მანდილოსანს ჭაბუკმა. - მაპატიეთ, ვერ გიცანით. - მე გუშინ გახლდით აქ. შეხვედრას ვითხოვ ბატონ მიხეილთან. თქვენ დღეისთვის დამიბარეთ. - ჰო, გამახსებდა. დღესაც ვერ შეძლებს. არ გახლავთ ადგილზე. სასწრაფოდ გამოიძახეს. იქით კვირაში მოგიწევთ მოსვლა, სამწუხაროდ. - კარგით, რა გაეწყობა...
- გთხოვთ, შემოხვიდეთ! - ბრძანებლური კილოთი იხმო კაბინეტში ახალგაზრდა მანდილოსანი მიშკამ. - გისმენ მიშკა! - ჩემო სიცოცხლე მომენატრე! მოდი ჩამოსკუპდი მაგიდაზე... ყოველთვის ვოცნებობდი ძალაუფლებაზე, ჩემო კახპავ! აბა, მიდი მაჩვენე შენებურად! რაც იცი და რითაც მაგიჟებ... - დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი მოაწყვეს. - რაო... რა გვინდაო? - ესაო... ისაო... მიშკას დიდი ხათრი სულაც არ გვაქვსო! - მაშ, არ გვაქვსო? - არაო! - ეგ ჩიტის მკვლელი ბიჭუკელა ვანო სადღაა? როცა გჭირდება, მაშინ დაიკარგება ხოლმე, რააა... ჩამოდი მაგიდიდან! აიწიე ეგ შემოსახევი ჭინჭი! ძუძუები მაინც გქონდეს ნორმალური, რაა... რას გავხარ? გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან. მოძებნე ეგ ჩიტების მკვლელი და შემოვიდეს ჩემთან. - ნუ ცხრობ, სიყვარულო! მოვაგვარე ყველაფერი. უკვე ცხელ კვალზე არიან. - როგორც ცა და მიწა ერთია, ისე, ჩვენი დაშორება „ბლეფია“ ჩემო ჟღურტულა!
მეორე კვირა... - გამარჯობათ მეგი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით... - ხელი გაუწოდა მანდილოსანს ჭაბუკმა. - საიდან ჩემი სახელი? - ვერ მიცანით? - ვერ გიცანით. - ერთი კვირის უკან გახლდით აქ. შეხვედრას ვითხოვ ბატონ მიხეილთან. თქვენ დღეისთვის დამიბარეთ. - გასაგებია... - სამუშაო განწყობილება შექმნა მეგიმ მისაღებში და დაუკავშირდა ბატონ მიხეილს. - დღეს ვერ შეძლებს თქვენს მიღებას. - რატომ? - დაგასწრეს უკვე. სხვა ჰყავს. - სხვა მოქალაქე? - არა, მოქალაქე არა. ჩვენი თანამშრომელი ფინანსურ საკითხებში. - ჩემს მეტი დადის აქ ვინმე ქალბატონო მეგი? - მიმართა ასაკით უმცროს მანდილოსანს. - კი, როგორ არა?! უბრალოდ მიხეილს არ სცალია და მათ გადამისამართებას უკეთებს. - იქნებ მეც გადამამისამართოთ? - ვისთან გაწყობთ? - ნებისმიერთან... თქვენ ვის მირჩევდით? - პოლიციას მიმართეთ. - პოლიცია? - რატომ პოლიცია? - იქ გაგარკვევენ ყველაფერში.
- თქვენ დაპატიმრებული ხართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის! - რისთვისო? თქვენ რა გაგიჟდით? - არა ბატონო სანდრო. არ გავგიჟებულვართ. ხელს უშლით მუშაობაში თანამშრომლებს. უკვე მერამდენეთ გნახეს ამ დაწესებულებაში და დაცვამ მიიჩნია თქვენი პიროვნება საეჭვოდ. დაგვიკავშირდნენ. ჩვენც ვალდებულნი ვიყავით რეაგირება მოგვეხდინა. - ე.ი. რა გამოდის: დედის მაქებარს, დედა მიგინეს? - გიმეორებთ: თქვენ დაპატიმრებული ხართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. გთხოვთ, დაემორჩილოთ წესებს და წამოგვყვეთ განყოფილებაში! - ეს უსამართლობაა, ეს მარაზმიაა, საგიჟეთია! მე მხოლოდ შეხვედრას ვითხოვდი, მეტს არაფერს. მე მისი ბავშობის მეგობარი ვარ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ხოლმე „კობას ქუდს“... – „მიშკას ქუდი“ არც უხსენებია სანდროს.
- გამარჯობათ, ქალბატონო დოდო! როგორ ბრძანდებით? - მიესალმა მიშიკოს კაბინეტიდან გამოსულ ფინანსური სამსახურის უფროსს. - კარგად. - მოკლედ უპასუხა მიშიკოს დედიკომ. - რა ჰქენით? - კითხვა დაუსვა დედას ამოფარებულმა მიშიკომ მდივან გოგონას. - ყველაფერი კარგადაა, ბატონო მიხეილ. იყვნენ და წაიყვანეს. - ყოჩაღ! - შეაქო დედიკომ მიშიკო და მდივანი. შემდეგ ყურში ჩასჩურჩულა მიშიკოს: - კიდევ რას ინებებ ძვირფასო? ხომ იცი, ყველაფერი უნდა დამიჯერო! - გიჯერებ დედიკო. მე დამჯერე ბიჭი ვარ!
- ჰალსტუხიანი, რელიგიის უმცირესობათა წარმომადგენელი გესტუმრათ ბატონო მიხეილ! - ნუ დააყოვნებთ მისაღებში. სასწრაფოდ შემოვიდეს ჩემთან! - შებრძანდით პატივცემულო!
* * * ანგარება... სიძულვილი...
- თქვენი ხელი მომეცით თუ შეიძლება! ანაბეჭდისთვის გვჭირდება. - ჩაწერეთ მოხსენებით ბარათში: - ქრონიკული ანაბეჭდის პარამეტრებია: ხაზი ოვალისებური, რომელსაც მიმართულება არ გააჩნია. ხაზი ელიფსური, რომელსაც ასევე არ გააჩნია მიმართულება. ისევ, ხაზი ელიფსური, რომელიც გარს ეკვრის წინა ორს და დაცვით პოზიციაშია. ხაზი მრავალწახნაგოვანი, რომელიც შემთხვევით აღმოჩენილ იქნა მის ანაბეჭდზე და მოასწავებს ანომალიაზე. ასევე გვაფიქრებს მის განვლილ მრუდე გზაზე... ხაზები, რომელიც საერთოდ ვერ იქნა აღმოჩენილი მის ხელისგულზე, ესენია სიცოცხლისა და სინდისის ხაზები. აქაც ანომალიასთან გვაქვს საქმე...
* * * - სად იყავი, სანდრო? - მიშკას ციხეში. მაინც გამოვიქეცი!...
31 მარტი 2009 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. ნიჭიერი კაცი ხარ, გიგო. თანაც მეგობრული და თბილი. გაიხარე!!!! :) ნიჭიერი კაცი ხარ, გიგო. თანაც მეგობრული და თბილი. გაიხარე!!!! :)
34. უღრმესი მადლობა ყველას!!! გაიხარეთ!!! უღრმესი მადლობა ყველას!!! გაიხარეთ!!!
33. ძალიან საინტერესო თხრობა გაქვს! ;)
ძალიან საინტერესო თხრობა გაქვს! ;)
32. საინტერესო თხრობაა. კარგი კაცი ხარ, გიორგი, და კარგადაც წერ! საინტერესო თხრობაა. კარგი კაცი ხარ, გიორგი, და კარგადაც წერ!
31. მეამა გიგოშა, ძალიან მეამა....555შენა:) მეამა გიგოშა, ძალიან მეამა....555შენა:)
30. ხომ დაგპირდი ჩიკოს ბევრი რამ აქვს მეთქი მოსაყოლი... :) შენგანაც იგივეს ველი ... :) ხომ დაგპირდი ჩიკოს ბევრი რამ აქვს მეთქი მოსაყოლი... :) შენგანაც იგივეს ველი ... :)
29. ძალიან კარგია, გიგო! ექსპრესიული, საინტერესოდ იკითხება, თანდათან საკუთარ სტილს ამკვიდრებ!55555555555 ძალიან კარგია, გიგო! ექსპრესიული, საინტერესოდ იკითხება, თანდათან საკუთარ სტილს ამკვიდრებ!55555555555
28. ვახ პროზაში მაგარი ყოფილხარ შენ ძმაო, საღოლ. ნელ-ნელა მივყვები და დანარჩენებსაც წავიკითხავ.
5 ვახ პროზაში მაგარი ყოფილხარ შენ ძმაო, საღოლ. ნელ-ნელა მივყვები და დანარჩენებსაც წავიკითხავ.
5
27. ამის დასაწერად შემოვედი ეხლა... :) კარგია!!! საინტერესო ნაწერი გაქვს ყოველთვის :) ამის დასაწერად შემოვედი ეხლა... :) კარგია!!! საინტერესო ნაწერი გაქვს ყოველთვის :)
26. ...მაინც გამოვიქეცი!... _ნეტა ეგ მანახა გაქცეული... დაგვიტოვოს თუნდაც ქვეყანა დაქცეული_ვუშველით როგორმე!
...რაც შეეხება მოთხრობას, უფრო სწორედ ავტორისეულ სტილს, რაღაცით გამორჩეულს პირადად ჩემთვის, უნდა მივეჩვიო ცოტა... ე.ი. უნდა წავიკითხო სხვა ნაწარმოებებიც_ფეხი ავუწყო ასე ვთქვათ... და შორსაც არ გადავდებ ალბათ, ისე დამაინტრიგა. ...მაინც გამოვიქეცი!... _ნეტა ეგ მანახა გაქცეული... დაგვიტოვოს თუნდაც ქვეყანა დაქცეული_ვუშველით როგორმე!
...რაც შეეხება მოთხრობას, უფრო სწორედ ავტორისეულ სტილს, რაღაცით გამორჩეულს პირადად ჩემთვის, უნდა მივეჩვიო ცოტა... ე.ი. უნდა წავიკითხო სხვა ნაწარმოებებიც_ფეხი ავუწყო ასე ვთქვათ... და შორსაც არ გადავდებ ალბათ, ისე დამაინტრიგა.
25. შენც დიდი მადლობა და +5 კარგი წერისათვის! თუთიყში ჩიკო ძალიან ბევრის მომსწრეა და ბევრ სახალისო რაღაცას მოგიყვებათ ... :)
- სად იყავი, სანდრო? - მიშკას ციხეში. მაინც გამოვიქეცი!... :) :) :)
შენც დიდი მადლობა და +5 კარგი წერისათვის! თუთიყში ჩიკო ძალიან ბევრის მომსწრეა და ბევრ სახალისო რაღაცას მოგიყვებათ ... :)
- სად იყავი, სანდრო? - მიშკას ციხეში. მაინც გამოვიქეცი!... :) :) :)
24. კარგია გიგო. :-? კარგია გიგო. :-?
23. მაგარია,როგორც ყოველთვის პირდაპირი და შეუპოვარი ხარ.წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო მაგარია,როგორც ყოველთვის პირდაპირი და შეუპოვარი ხარ.წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო
21. მე მომწონს შენი პროზა, მეტიც შეგიძლია ვგრძნობ 555 მე მომწონს შენი პროზა, მეტიც შეგიძლია ვგრძნობ 555
20. კარგია... ძალიან მომწონხარ, თანდათან არა, თავიდანვე დავინახე შენში ნიჭიერებააა :) :-* კარგია... ძალიან მომწონხარ, თანდათან არა, თავიდანვე დავინახე შენში ნიჭიერებააა :) :-*
19. მომწონს მე წერის ეს სტილი - დაწურული, დახვეწილი და ამავე დსროს ყველაფრისდამტევი. ესაა უკვე კარგად ჩამოყალიბებული ხელწერა მწერლისა. მომწონს მე წერის ეს სტილი - დაწურული, დახვეწილი და ამავე დსროს ყველაფრისდამტევი. ესაა უკვე კარგად ჩამოყალიბებული ხელწერა მწერლისა.
18. მამას, ოჯახში, აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდა, მას შემდეგ რაც საბოლოოდ აუკრძალეს შეპასუხებაც კი... <-- ჩემნაირები ყოლია სახლში მამას:) მე რომ ვბრაზდები ყველა მერიდება:) (ვბრაზდები სამ წელიწადში ერთხელ) ბევრი, ბევრი მოგეფერე ძამიკო და აშკარად წინ მიდიხარ შენ მამას, ოჯახში, აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდა, მას შემდეგ რაც საბოლოოდ აუკრძალეს შეპასუხებაც კი... <-- ჩემნაირები ყოლია სახლში მამას:) მე რომ ვბრაზდები ყველა მერიდება:) (ვბრაზდები სამ წელიწადში ერთხელ) ბევრი, ბევრი მოგეფერე ძამიკო და აშკარად წინ მიდიხარ შენ
17. ხაზები, რომელიც საერთოდ ვერ იქნა აღმოჩენილი მის ხელისგულზე, ესენია სიცოცხლისა და სინდისის ხაზები ვა... უკვდავია...?
საინტერესოდ წერ ნამდვილად...სტილიც შენებური გაქვს, მაგრამ რატომღაც ამ თემამ ვერ დამაინტერესა...ძალიან პირდაპირ ამბობ... ცოტა ირიბად, შემოვლით, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის... ამბობ იმას, რაც ყველამ იცის...მაგრამ, მაინც 5-კარგად წერ...
ხაზები, რომელიც საერთოდ ვერ იქნა აღმოჩენილი მის ხელისგულზე, ესენია სიცოცხლისა და სინდისის ხაზები ვა... უკვდავია...?
საინტერესოდ წერ ნამდვილად...სტილიც შენებური გაქვს, მაგრამ რატომღაც ამ თემამ ვერ დამაინტერესა...ძალიან პირდაპირ ამბობ... ცოტა ირიბად, შემოვლით, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის... ამბობ იმას, რაც ყველამ იცის...მაგრამ, მაინც 5-კარგად წერ...
16. კარგია...მომწონს... აბსურდული გამეორებანი საოცრად კარგად მუშაობს და სწორედ იმ გაღიზიანებას იწვევს, რაც გინდა, რომ გამოიწვიო...:);) გაიხარე, ძმობილო..... კარგია...მომწონს... აბსურდული გამეორებანი საოცრად კარგად მუშაობს და სწორედ იმ გაღიზიანებას იწვევს, რაც გინდა, რომ გამოიწვიო...:);) გაიხარე, ძმობილო.....
15. მოგიკითხე;) მოგიკითხე;)
14. მე წაკითხული კი არა, გადაღეჭილიც მაქვს! 5 მე წაკითხული კი არა, გადაღეჭილიც მაქვს! 5
13. მე წაკითხული კი არა, გადაღეჭილიც მაქვს! 5 მე წაკითხული კი არა, გადაღეჭილიც მაქვს! 5
12. თუ მოვახერხე წავიკითხავ აუცილებლად..
5-ს კი დავწერ.. დასაწერი იქნება და იმიტომ.. :) თუ მოვახერხე წავიკითხავ აუცილებლად..
5-ს კი დავწერ.. დასაწერი იქნება და იმიტომ.. :)
10. გიგო, საინტერესო ადამიანი ხარ შენ ,, :)
საინტერესოდაც წერ,,
წარმატებებს გისურვებ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
გიგო, საინტერესო ადამიანი ხარ შენ ,, :)
საინტერესოდაც წერ,,
წარმატებებს გისურვებ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
9. გერმანიაში თუ იტალიაში? და ა.შ...
მე ორივეზე თანახმა ვარ...:)) ციხე მიშკასი არაა,ციხე ციხეა!სხვებს ეკუთვნით! გერმანიაში თუ იტალიაში? და ა.შ...
მე ორივეზე თანახმა ვარ...:)) ციხე მიშკასი არაა,ციხე ციხეა!სხვებს ეკუთვნით!
8. გაიხარე,გიგო.აბსურდის ელემენტი გაქვს კარგად გათამაშებული.
გაიხარე,გიგო.აბსურდის ელემენტი გაქვს კარგად გათამაშებული.
7. ზუსტადაც ლალი შემოგევლე შენა. ვერ დადიან, მაგრამ ოცნებობენ, რამაც რეალობში ჰპოვა ასახვა. საერთო საცხოვრებელიც სიმბოლურია (პირობითია), რაც შემდეგ ნათლად დაინახე და განავრცე კიდეც მეორე პოსტში.
უბრალოდ აბსურდის "პარადია", რომელშიც დამნაშავენი ისევ ხალხია. შედეგს კი ვიმკით!!! ზუსტადაც ლალი შემოგევლე შენა. ვერ დადიან, მაგრამ ოცნებობენ, რამაც რეალობში ჰპოვა ასახვა. საერთო საცხოვრებელიც სიმბოლურია (პირობითია), რაც შემდეგ ნათლად დაინახე და განავრცე კიდეც მეორე პოსტში.
უბრალოდ აბსურდის "პარადია", რომელშიც დამნაშავენი ისევ ხალხია. შედეგს კი ვიმკით!!!
6. 5:) ''მიშკას ციხეში'' ვარტო იძახის უცნობი და მშვენიერ შოუს აკეთებს.. ხალხი კი ყოველთვის ბრბოა და იმ ხელისუფალის ღირსი,რომელიც ყავს:) ეს ისე ზოგადად . და ისე ყველა გისოსი პირობითია და პაბალშომუ სჩოტუ ამ გისოსის რომელ მხარეს ხარ,მნიშვნელობა არ აქვს:)
კაი კაცი ხარ შენ,გაიხარე,მეგობარო:) 5:) ``მიშკას ციხეში`` ვარტო იძახის უცნობი და მშვენიერ შოუს აკეთებს.. ხალხი კი ყოველთვის ბრბოა და იმ ხელისუფალის ღირსი,რომელიც ყავს:) ეს ისე ზოგადად . და ისე ყველა გისოსი პირობითია და პაბალშომუ სჩოტუ ამ გისოსის რომელ მხარეს ხარ,მნიშვნელობა არ აქვს:)
კაი კაცი ხარ შენ,გაიხარე,მეგობარო:)
5. გიგო გენაცვალე,წერ რომ ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში და იმაზე მსჯელობდნენ დასასვენებლად,გერმანიაში წასულიყვნენ თუ იტალიაში???????????????მაპატიე ძალიან ჩაქცეული ოჯახი ყოფილა.ცოტა ნონსესია ხო?:) ესეთი ოჯახები ძალიან იშვიათად დადიან კონოში და ფეხბურთზე.მატერიალური ხელმოკლეობის გამო.. და ძირითადად კამათობენ,მაგალითად დიასახლისმა საყვარელ სერიალს უყუროს თუ ოჯახის მამამ ფეხბურთს და ასე...:) თან კითხვას გავაგრძელებ. :) გიგო გენაცვალე,წერ რომ ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში და იმაზე მსჯელობდნენ დასასვენებლად,გერმანიაში წასულიყვნენ თუ იტალიაში???????????????მაპატიე ძალიან ჩაქცეული ოჯახი ყოფილა.ცოტა ნონსესია ხო?:) ესეთი ოჯახები ძალიან იშვიათად დადიან კონოში და ფეხბურთზე.მატერიალური ხელმოკლეობის გამო.. და ძირითადად კამათობენ,მაგალითად დიასახლისმა საყვარელ სერიალს უყუროს თუ ოჯახის მამამ ფეხბურთს და ასე...:) თან კითხვას გავაგრძელებ. :)
4. გულთბილი მოკითხვები ჩემგან!!!!!! ;) გულთბილი მოკითხვები ჩემგან!!!!!! ;)
3. კარგია! "არც ერთი მლოცველი!" ;)
მარტივი და ამავდროულად, იდუმალი! ცხოვრებისეული და პრობლემატური მეორედ უნდა წავიკითხო! ბევრს კარგავენ ისინი, ვინც პროზას არ ეცნობიან ამ საიტზე! :) ;) წარმატებები! კარგია! "არც ერთი მლოცველი!" ;)
მარტივი და ამავდროულად, იდუმალი! ცხოვრებისეული და პრობლემატური მეორედ უნდა წავიკითხო! ბევრს კარგავენ ისინი, ვინც პროზას არ ეცნობიან ამ საიტზე! :) ;) წარმატებები!
1. ზალიან კარგია გიგო ზალიან კარგია გიგო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|